გენიალური ქმნილება!
ყველა კომპოზიცია ამ ალბომში არის საოცარი, ხოლო გიტარა არის შეუდარებელი და განუმეორებელი ეზ იუჟუალ!
ეს კი ზაპას ჩემთვის უსაყვარლესი ალბომი -
1969 Hot RatsTrack listing
1. Peaches en Regalia (3:37)
2. Willie the Pimp (9:16)
3. Son of Mr. Green Genes (8:58)
4. Little Umbrelllas (3:04)
5. The Gumbo Variations (16:55)
6. It Must Be A Camel (5:15)
Total Time: 47:05
Line-up
- Frank Zappa / guitar, octave bass and percussion
With:
- Ian Underwood / keyboards and winds
- Captain Beefheart / vocals
- Sugar Cane Harris / violin
- Jean-Luc Ponty / violin
- John Guerin / drums
- Paul Humphrey / drums
- Ron Selico / drums
- Maz Bennett / bass
- Shuggy Otis / bass
ეს ალბომი მიმაჩნია მსოფლიო შედევრად, ასეთი მუსიკა იშვიათად იქმნება, ბატონებო!
Peaches en Regalia ხსნის ალბომს და პირველივე ნოტზე ეტყობა, რომ რაღაცა დიდი აქვს მომზადებული ბიძია ფრენკს, როგორც ზოხარი იტყოდა

, მომდევნო კომპოზიცია შედარებით დამძიმებული გიტარის რიფებით გამოირჩევა და ხატავს ბატონი ჟან ლუკ პონტის გენიალური ელ. ვიოლინო. შემდეგ კომპოზიციაში ალბომი ისე მჩატდება, რომ შენც თან გიყოლიებს და თითქოს სადღაც უნდა რომ წაგიყვანოს, ძალიან ლამაზია სასულე ინსტრუმენტების პარტიები გიტარის სოლოსთან ერთად, კომპოზიციის შუა ნაწილი ტიპიური გიტარაზე ორიენტირებული ჯაზ-როკის ფარგლებში ექცევა, მაგრამ მალევე აქტიურდება Ian Underwood-ის კლავიშიანი საკრავი, რომელიც დასრულებამდე აღარაფერს უთმობს გიტარას

.
მე-4 კომპოზიცია მომცრო ზომისაა და რაღაცით შუა საუკუნეების ფოლკს მოგაგონებთ და თავი რომელიღაც ბარში გეგონებათ ლუდის მოლოდინში მაგიდასთან მჯდომარეს... მაგრამ ვინ გაცდის, აქედან იწყება ყველაფერი, დრო დგება 17 წუთიანი იმპროვიზირებული ისტერიისა, რომელიც საქსოფონის კაკაფონიით იწყება და მისივე სოლოთი გრძელდება დაახლოებით 7 წუთი, მას კი ისევ ბატონი ჟანი ენაცვლება თავისი ჯადოქრული ვიოლინოთი და ადგილ-ადგილ მოგეჩვენებათ, რომ ეს ვიოლინო კი არა ვირტუოზული ელექტრო გიტარაა! ეს ადგილი - ვიოლინო-დრამის სოლო, ამ კომპოზიციის პიკად მიმაჩნია, უძლიერესია და ენით აღწერა ძალიან ძნელია... კომპოზიციის მომდევნო ნაწილს რასაკვირველია ფრენკის გიტარა იპყრობს და ბოლოს ყველანი ერთად ასრულებენ ამ შედევრს!
ნამუშევრის ბოლო ნომერი უბრალოდ ძალიან ლამაზი და დახვეწილი კომპოზიციაა, რომელიც ღირსეულად ასრულებს ალბომს.
მიმაგრებული სურათი