არა, არაფერი ადევს, სუფთაა
ცოტა ტრეკების ნაკლებობას განიცდის... ძალიან შევსებულია რამოდენიმე სიმღერა და თითქოს ცარიელიც.
ეხლა ჩემი შთაბეჭდილებები :
1 - By The Dividing Storm - ინტრო, ისედაც პატარა ალბომია კიდე ინტრო უნდოდა ?

2 - Elusive Reaches - სწრაფი, მელოდიური ... ეს კარგია.
3 - From Afar - ასეთი ტრეკი არცერთ წინა ალბომში არ ყოფილა, ყველა მხრივ უძლიერესია.
4 - Heathen Throne - სემპლში რომ მოვუსმინე 2 კვირის წინ ძალიან მომეწონა, მაგრამ ეხლა ... ძალიან გაწელილია და როგორც ზემოთ ავღნიშნე, თითქოს ცარიელიც... თავიდან ძალიან მაგარია
5 - Smoking Ruins - აი სად გამოჩნდა ენსის ფოლკური განხრა
6 - Twilight Tavern - ეს ალბათ ალბომში საუკეთესოა.
7 - Tumman Virran Taa - არ მომეწონა, თითქოს ვაიმე ცხრა ტრეკი არ გვისრულდება და დროზე რაიმე შევტენოთო...
8 - Stone Cold Metal - Grrrrr !! ისევ სუფთა ვიკინგური გამოცოცხლება
9 - The Longest Journey ( Heathen Throne Part II ) - ჰისენ თრონის გაგრძელება, იგივე სტილში დაახლოებით.
საერთო ჯამში კარგი ალბომი გამოვიდა, პიტის ვოკალი აშკარად დაამუშავეს და ბევრი რამეც ასწავლეს. უფრო ხორციანია.