აი ახალი ალბომიც - ორდისკიანი ლაივი
Big In Japan. ამას წესით ბონუს DVD-ც აქვს. ევროპაში ალბომი 26 ნოემბერს გამოდის და იაპონური ვერსიიდან ცოტათი (ძალიან მცირედ) განსხვავებული იქნება. რაც შეეხება მუსიკას, პირველ დისკზე Mirage-სდროინდელ Crystal Lake-ს ცნობილ სეკვენსზე დაფუძნებული ორი ხანგრძლივი იმპროვიზაციაა. თავისთავად ორივე სასიამოვნოა, მაგრამ ორიგინალს ვერ სჯობს. მეორე CD-ს ალბომის ყველაზე ხანგრძლივი და საუკეთესო, ორმოცდაექვსწუთიანი კომპოზიცია ხსნის. მუსიკალური კონცეფციით, ტიპიური შულცეა, თითქოს მონოტონური, მაგრამ მაინც მრავალი ცვლილებით... ძალიან კარგად ისმინება, განსაკუთრებით 22-27 წუთებს შორის მონაკვეთი. ბოლო ორი შედარებით მცირე ზომის კომპოზიციაა - ცუდს ვერ უწოდებ. შულცეს უკანასკნელი წლების ალბომებთან შედარებით ჟღერადობაში ცვლილებებია, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი - მაგრამ გამოცდილი ყური შეამჩნევს. ის ნაკლებად ექსპანსიური და უფრო ჩილაუთზე ორიენტირებულია, მომენტებში თანამედროვე, მაგრამ ცოტათი ბანალური დრამ-ლუპებით. ჰერ კლაუსის სტანდარტებით ეს ალბომი ნამდვილად არაა დიდი მიღწევა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოსმენა ღირს - განსაკუთრებით La Joyeuse Apocalypse-სი, რომელიც ნამდვილად ტოპ-კლასია. საბოლოო ჯამში, ალბათ 5 ბალიდან 3.
Klaus Schulze - Big In Japan (2010)ტრეკლისტი:
1. A Crystal Poem (34:12)
2. The Crystal Returns (40:09)
3. La Joyeuse Apocalypse (46:28)
4. Nippon Benefit (14:04)
5. The Deductive Approach (11:55)
შემადგენლობა:
Klaus Schulze - ყველაფერი
ლინკი:
http://www.myftp.ge/download.php?id=4DBE44521
მიმაგრებული სურათი