true bloodმოკლედ აი ხუთი ალბომი: მისი შემოქმედების ოთხი დეკადიდან - 2 სამოცდაათიანებიდან და თითო-თითო ყველა დანარჩენიდან; ასე უფრო "სამართლიანი" განაწილება იქნება

პირველი ალბომები გაცილებით ავანგარდულია, ასე რომ არამგონია საუკეთესო საწყისი წერტილი იყოს შულცეს შემოქმედების გასაცნობად; ამიტომ, დავიწყოთ სამოცდაათიანების შუაგულიდან და მეორე ნახევრიდან.
Klaus Schulze - Timewind (1975)ფაქტობრივად, ესაა ალბომი, რომელსაც შულცეს გერმანიის გარეთ ინგლისსა და ამერიკაში აღიარება მოუპოვა საფრანგეთში კიდევ წლის ჩარტებში მგონი ერთი პერიოდი ათეულშიც კი იყო

ალბომი ეძღვნება რიხარდ ვაგნერის ცხოვრბასა და შემოქმედებას. აქ განსაკუთრებით მეორე კომპოზიცია ”Wahnfried 1883"-ა საოცარი, რომელზეც ჩემი აზრით, ვაგნერიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს. ძალიან დიადია, თითქოს აბსოლუტთან გაახლოებს... ჩემთვის ეს შულცეს საუკეთესო ნაწარმოებია.
http://allshares.ge/download.php?id=044F390850Klaus Schulze - X (1978)ესაა შულცეს მაგნუმ ოპუსი. ორმაგი ალბომი, სადაც არის 6 ხანგრძლივი ნაწარმოები და სინთეზატორების არმიას მომენტებში კამერული ორკესტრი და ცოცხალი დასარტყამი ინსტრუმენტები ეხმარება. ეს ალბომიც კონცეპტუალურია - ექვსივე ნაწარმოებს კომპოზიტორისათვის აღმაფრენის მიმნიჭებელის სახელი ჰქვია. ჩემი აზრით, მთლიანობაში ეს შულცეს საუკეთესო ალბომია; რასაც ჰქვია, უნაკლოა.
http://allshares.ge/download.php?id=5A6455E249Klaus Schulze - Dreams (1986)ეს კი შულცეს ოთხმოციანების შემოქმედებისათვის ტიპიური ალბომია - მეტი სემპლინგი, ადრეულ ალბომებთან შედარებით ცოტათი შემსუბუქებული ჟღერადობა და უფრო მოკლე ნაწარმოებები. ნამუშევარი ცოტათი არათანაბარია, მაგრამ აქაც არის რამდენიმე შედევრი - მაგალითად Five To Four ან Dreams.
http://allshares.ge/download.php?id=128B846D78Klaus Schulze - Miditerranean Pads (1990)ეს ალბომიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელია მისი შემოქმედებიდან. რაღაცნაირად განსაკუთრებული ატმოსფერო ახლავს ამ ალბომს; სასიამოვნოდ გრილი, ღამით, სიბნელეში მოსასმენად და დასასვენებლად იდეალური. Percussion Planante არის ამ მხრივ რაღაც საოცარი.
http://allshares.ge/download.php?id=373F4B0F65Klaus Schulze - Kontinuum (2007)დაბოლოს, შულცეს ჯერ-ჯერობით ყველაზე ახალი "სოლო" სტუდიური ალბომი (ამის შემდეგ დღემდე ან კოლაბორაციებია ან საკონცერტო ალბომები) და ალბათ გასულ დეკადაში მისი საუკეთესო ნამუშევარი. ესეც კარგია ღამით მოსასმენად, მშვიდი, თბილი, ლამაზი. სეკვენსერების უპრეტენზიო, მაგრამ საინტერესო გამოყენებით და მომენტებში ეთნიკური მოტივებით.
http://allshares.ge/download.php?id=A123A3D478აი ასე. შეიძლება, შემდეგ უკეთ რომ გაეცნობი, რომელიმე სხვა ალბომი გახდეს შენი ფავორიტი, მაგრამ ჩემი აზრით ეს ხუთი ალბომი მისი ხანგრძლივი შემოქმედებითი გზის კარგი მოკლე მიმოხილვა უნდა იყოს.
This post has been edited by Thandrus on 5 Mar 2012, 02:10