ბიორკის კონცერტი სერბეთში არეულობის გამო გადაიდო

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, მომღერალ ბიორკის მიერ დაგეგმილი კონცერტი არ შედგება. კონცერტი ბიორკის ახალი ალბომის "volta"-ს პრომო-ტურნეს რანგში 2008 წლის ივლისში უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებმა მენეჯერებს შეატყობინეს, რომ კოსოვოსთან ახლახანს განვითარებული მოვლენების გამო, მომღერლის მაყურებელთა უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფენ. ერთ-ერთ მიზეზად ბიორკის სიმღერას „გამოაცხადე დამოუკიდებლობა“ ასახელებენ. ბიორკმა კომპოზიცია კოსოვოს, რამდენიმე დღის წინ ტოკიოში გამართული ტურნეს დროს მიუძღვნა. ამ ფაქტს სერბეთში ხმაურიანი გამოხმაურება მოჰყვა. ადრე ბიორკი სხვა სეპარატისტულად განწყობილ რეგიონებს უძღვნიდა, დანიაში კონცერტის დროს სიმღერა ფარერებს მიუძღვნა, ესპანეთში კი - ბასკებს. უნიკალური ფირფიტათებერვლის დასაწყისში აუქციონზე ე.წ. ვინილის ფირფიტა გამოიტანეს, რომელზეც ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზ Gymnasium-ში ჯგუფ ”ველვეტ ანდერგრაუნდის” საკონცერტო გამოსვლაა ჩაწერილი. ძველი ამერიკული როკ-ჯგუფის სიმღერა, რომლის ცოცხალი შესრულების ეს ვერსია აქამდე მელომანთათვის მიუწვდომელი იყო ინტერნეტშიც განათავსეს. ფირფიტა ის ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარია, რომელიც 1967 წელს სულ 100 ცალი რაოდენობის ჩაიწერა და არასდროს არ მოხვედრილა სავაჭრო ქსელში. ყველაზე მოთხოვნადი მარკაგასული წლის ყველაზე მოთხოვნადი სავაჭრო მარკა „გუჩი“ აღმოჩნდა. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ამ მარკის სავაჭრო ქსელია გახსნილი, ყოველი მეხუთე ადამიანი მზად არის „გუჩის“ წარმოების ნაწარმი შეიძინოს. მსგავსი კვლევა სპეციალისტებმა 2 წლის წინაც ჩააატარეს. იმ დროსაც ლიდერის პოზიციას „გუჩი“ იკავებდა, რომელსაც კონკურენციას „ჯორჰიო არმანი“ უწევდა. წლევანდელ გამოკითხვაში 48 ქვეყნის 25 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მალე მადონას ახალი ალბომი გამოვა2008 წლის 29 აპრილს პოპ-დივა მადონას ახალი ალბომი გამოჩნდება ამერიკისა და ევროპის მუსიკალურ მაღაზიებში. „ჰარდ ქენდი“ ასე ჰქვია ახალ დისკს, რომელიც მომღერალმა ხმის ჩამწერ კომპანია „ვორნერ მიუზიკში“ ჩაწერა. ალბომში სხვა სიმღერებთან ერთად ჯასთინ ტიმბერლეიკსა და პროდიუსერ ტიმბალენდათან ერთად შექმნილი კომპოზიციაც შევა. წლის ყველაზე მოდურად ჩაცმული ვარსკვლავების შვილებიგამომცემლობა "In Touch"-მა ყველაზე მოდურად ჩაცმული ჰოლივუდის ვარსკვლავების შვილების სია გამოაქვეყნა. საპატიო პირველი ადგილი გვენ სტეფანის ვაჟმა, კინგსტონ როსდეილმა დაიკავა. კინგსტონს ბევრით არ ჩამორჩება სური კრუზი, ტომ კრუზისა და კეიტი ჰოლმსის ქალიშვილი. მესამე ადგილი გერმანელი მოდელის ჰაიდი კლუმის ქალიშვილს, ლენის ერგო.
მეოთხე პოზიციაზე ბრუკლინ ბექჰემია, ვიქტორია ადამსისა და დეივიდ ბექჰემის ვაჟი. მეხუთე საპატიო ადგილი კი რიზ უიზერსპუნის ქალიშვილს ავას ერგო. რამდენი წელი ცოცხლობს სიყვარულიმექსიკელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ სიყვარულს შეუძლია იარსებოს დაახლოებით 4 წელი.
სპეციალისტები თვლიან, რომ გრძნობა სახელად ”სიყვარული” წარმოადგენს ადამიანის ”დროებით გაურკვევლობას...” სიყვარული საწყის სტადიაში იწყება ტვინში განსაკუთრებული ქიმიური ნაერთების გამომუშავებით, რომელიც თავს იყრის ნეირონებში. შემდეგ ხდება ტვინის აქტივაცია, რომელიც პასუხს აგებს ემოციებზე. ამ დროს, ამ პროცესში მოქცეული ადამიანი, ვერ აკონტროლებს ემოციებს და ვერ ფიქრობს ვერაფერზე, გარდა მისი სიყვარულის ობიექტისა. მაგრამ ანატომიური მიზეზების გამო ეს რეაქციები ვერ გაგრძელდება 4 წელზე მეტხანს. 4 წელიწადი - ეს არის საზღვარი ყველაზე ძლიერი გრძნობებისთვისაც კი, ამტკიცებენ მეცნიერები. ანატომიურად განსაკუთრებული თვისება სიყვარულში არის ის, რომ შეგიყვარდეს ერთი კონკრეტული ადამიანი, შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ: სხვა დანარჩენი გრძნობები ვითარდება 4 წლიანი თანაცხოვრების შედეგად. დაკარგული ნაკეთობაგერმანელმა ხელოვნებათმცოდნეებმა ჩატარებული აუქციონის შემდეგ ბირმინგემის მუზეუმიდან მოპარული ძვლიდან გამოთლილი იაპონური ქანდაკება ნეცკე აღმოაჩინეს. იაპონური ნაკეთობა მუზეუმიდან 1999 წლის მარტში მოიპარეს. ხელოვნებათმცოდნეებმა მელიის ზღაპრული გამოსახულება წინასააუქციონო კატალოგში აღმოაჩინეს. ნივთი მუზეუმს დაუბრუნდა. რა იწვევს არტერიული წნევის მატებასახალი გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გადამფრენი თვითმფრინავების და სახლთან გამავალი მანქანების ხმაური არტერიული წნევის მატებას ძილის დროსაც იწვევს. გამოკვლევა ევროპული ინსტიტუტების თანამშრომლებმა ჩაატარეს. მათ ჰიტროუს და ევროპის სამი სხვა დიდი აეროპორტის მახლობლად მცხოვრები 140 ადამიანის წნევა გაზომეს ძილის დროს. წნევას ზომავდნენ ყოველ 15 წუთში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 35 დეციბელის ხმაურისას ცდის მონაწილეებს წნევა აეწიათ. ასეთ ხმაურს იწვევს თვითმფრინავის გადაფრენა, მანქანის მოძრაობა ან პარტნიორის ხვრინვა. დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ხუთ წელზე მეტი ცხოვრობენ საერთაშორისო აეროპორტების მახლობლად ჰიპერტონიის განვითარების უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე წყნარ ადგილებში მაცხოვრებლებს.
კომპანია BMW თანამშრომელთა რიცხვს ზრდისგერმანული ავტოკონცერნი BMW წლის ბოლომდე კიდევ 8100 ადამიანის დასაქმებას გეგმავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფირმის წარმომადგენლების თქმით, გერმანიაში კომპანიის 5000-მდე თანამშრომელი ნახევარი დღის განაკვეთით მუშაობს, მათი გადახალისების შემთხვევაში უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება. სხვადასხვა ქვეყნებში კი თავისუფალი სამუშაო ადგილის ციფრი 600-ით შემოიფარგლება. ავტოკონცერნის მიზნად ისახავს წელიწადში გაავალი თანხის რიცხვი 500 მილიონი ევროთი შეამციროს. ბრუს ლის ტრენერზე ფილმს იღებენჰონკონგელი მსახიობები ბრუს ლის ტრენერის იპ მენის შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავენ. ლეგენდარული „მასტერის“ როლს ფილმში ცნობილი მსახიობი დონი იენი შეასრულებს, რომელიც კინოსურათ „გმირშიც“ ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. იპ მენი 1893 წელს დაიბადა. 1940 წელს ჰონკონგში დასახლდა, სადაც უამრავ მოწაფე ჰყავდა, სწორედ მათ რიგებში გახლდათ ბრუს ლიც. ფილმის გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება.
* * *
xuliganka7