მთლიანობაში შეიძლება ითქვას კარქი ფილმებია, თვალს გადაავლებ, გაგიხარდება

თუმცა პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ რეჟისორს ძალიან უნდოდა ეჩვენებინა თუ რა მრავალფეროვნად განიცადა როკმა ევოლუცია - ჰენრიქსიდან ბიტლზამდე (ისე რაც გამიკვირდა ბიტლებითვის აშკარად მცირე დროის დათმობა იყო

), როლინგებიდან ფლოიდამდე (სიდის სიუჟეტს არა უშავდა), არტ როკიდან პანკამდე, მეტალ/ჰარდ როკის ტრანსფორმაციიდან სტადიონებზე აყოლიებულ ფართო მასებზე... და შემდეგ R.E.M-ის და კობეინის სიუჟეტით როკის ბოლო გაბრძოლება გამოუვიდა
ვერ მივხვდი რა ლოგიკით ასახეს ალტერნატივა მხოლოდ ა.შ.შ-ს მასტაბით და იგივე ლოგიკით ბოლო ნაწილში მხოლოდ ბრიტანული ინდი...
ბოლო ნაწილს დამწყებმა მსმენელმა რომ უყუროს, დაახლოებით ასეთი რამ აღმოხდება "ღმერთო ჩემო, რას ვუშვრებით როკს!"

აქ ნათელი წერტილი the smiths-ია, დანარჩენი მთლიანად ბრიტპოპ შემოქმედებას ეძღვნება
ისე ბარემ, bitpop დაერქმიათ ინდი როკით აღზევებულ new generation-ს რომ არქმევდნენ (ნუ, smiths-ს ვეღარ მოიხსენიებდნენ და ალბათ ამიტომ

)
აბიდნა ნუ

- შეხედავ და ჯერ გალაჰერის გლეხური აქცენტი მოგიშლის ნერვებს (ყველაზე მეტად მისი მხრიდან მორისეის კრიტიკა იყო "შთამბეჭდავი"

) , მერე suede-ის კომერციული ხრიკები, Blur VS Oasis, Blur VS Oasis, Blur VS Oasis, Blur VS Oasis და მერე კიდევ პრიმიტვიზმზე გადარეული libertines -ის ფანები... ერთ აზრამდე მიდიხარ - ძველი გუროებით შენახულ-განდიდებული როკი როგორ დავიდა კომერციულ მარაზმამდე, მიუხედავად ამ ნაწილში გამოყენებული კრიტიკოსებისა თუ მომღერლების მაღალფარდოვანი რემარკებისა