----------------------------------
D E E P__P U R P L E ----------------------------------
ნაწილი პირველივინ არიან Deep Purple?ამჟამინდელი შემადგენლობა - MK VIII (2003-დღემდე)
Ian Gillan (იან გილანი) - ვოკალი, ჰარმონიკა, პერკუსიები
აღიარებული მსოფლიო როკ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი დიაპაზონის მქონე ვოკალისტად. ავტორი სიმღერისა Child In Time, რომელიც დღემდე ლიდერობს როგორც საუკეთესო ვოკალ-პარტიის მქონე სიმღერა. იან გილანი - 3 მეგა-ბენდის Deep Purple, Black Sabbath და Gillan-ის ვოკალისტი. აგრეთვე მუსიკოსი, კომპოზიტორი, მწერალი. იან გილანმა უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი თაობის ვოკალისტებზე თავისი ახალი ტექნიკით, რომელსაც vocal screaming და vocal belting ეწოდება.
ლაივ-ალბომ Made In japan-ში, სიმღერა Strange Kind Of Woman-ის ბოლოს მის მიერ შესრულებული 20 წამიანი განუწყვეტელი კივილი სოპრანოზე (ფალჩეტო) შესულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფალჩეტოების ათეულში.
Steve Morse (სტივ მორსი) - გიტარა
Well Dressed Guitarist. თანამედროვე გიტარის სამყაროს საუკეთესო გიტარისტად აღიარებული, ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკის მქონე გიტარისტი მუსიკის ისტორიაში. მუსიკოსი რომელიც ზედიზედ 5-ჯერ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტად. ადამიანი-იდეა, ადამიანი-ტექნიკა, ადამიანი-ქარიზმა, ადამიანი-პროგრესი.
სტივ მორსს გავლილი აქვს მრავალი ჟანრის სკოლები. ჯაზი, როკი, კლასიკა, ფანქი - ეს ის ჟანრებია რომელშიც ერთნაირი წარმატებით უკრავს. დიფ ფარფლის გიტარისტი 1994 წლიდან დღემდე.
Roger Glover (როჯერ გლოვერი) - ბასი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბასისტი, პიანისტი, ვოკალისტი, პროდიუსერი. განუმეორებელი რითმების პარტიებით. პროდიუსერი ჯგუფებისა: Deep Purple, Judas Priest, Rory Galagher, Nazareth, Dream Theater.
Don Airey (დონ ეირი) - ორღანი, კლავიშები
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორღანისტი და კლავიში, უკრავდა ჯგუფებში: Gary Moore, Ozzy Osbourne, Judas Priest, Black Sabbath, Jethro Tull, Whitesnake, Colosseum II, Sinner, Michael Schenker, Uli Jon Roth, Rainbow, Divlje jagode.
ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ მუსიკოსად.

Ian Paice (იან პეისი) - დასარტყამი
შესულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო დრამერების ხუთეულში, დრამინგის ახალი სტანდარტების ფუძემდებელი, უსწრაფერი ტექნიკის მქონე მუსიკოსი რომელმაც არნახული გავლენა იქონია მომდევნო თაობების დრამერებზე.
ვინ იყვნენ Deep Purple?რიჩი ბლექმორი, ჯონ ლორდი, დევიდ ქოვერდეილი, გლენ ჰიუზი, ტომი ბოლინი, როდ ევანსი, ნიკ სიმპერი, ჯო სატრიანი, ჯო ლინ თიურნერი.
რა არის Deep Purple?Deep Purple, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული, ხმაურიანი, პოპულარული და ხანგრძლივი ჯგუფი მსოფლიო მუსიკის ისტორიაში.
Deep Purple, ეს არის გინესის რეკორდსმენი ჯგუფი, რომელმაც გამართა ყველაზე ხმამაღალი კონცერტი მუსიკის ისტორიაში.
Deep Purple, ეს არის 100 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და ათეულობით მილიონი გაყიდული ბილეთი,
Deep Purple, ეს არის როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი, ცოცხალი მოქმედი ჯგუფი, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს ლეგენდად. ეს არის 40 წელი მუდმივ იდეებში, ახალ ალბომებში, ტურნეებში, გავსებულ სტადიონებზე და 40 წელი მუდმის პროგრესსა და მუსიკალურ ექსპერიმენტებში.
Deep Purple, ეს არის ჯგუფი რომელმაც უარი თქვა როკენროლის დიდების დარბაზში შესვლაზე, მარტივი და ლოგიკური პასუხით: "ჩვენ არ ვართ სამუზეუმო ექსპონატი, ჩვენ თანამედროვე, ამჟამად არსებული ჯგუფი ვართ რომელსაც კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი მუსიკაში. ჩვენ გვიყვარს და ვაკეთებთ მუსიკას, პენსიონერი სელებრითების იმიჯი კი არაფერში გვჭირდება. დიფ ფარფლი, ეს წარსული არაა, მომავალია, ჩვენ კიდე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ამ ჯგუფში"
Deep Purple, ეს არის უდიდესი მუსიკალური სკოლა რომელმაც 40 წლის მანძილზე უამრავი მუსიკოსი გამოზარდა და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე მეგა-ბენდი აჩუქა. თუკი სხვა ჯგუფები 6-7 წელში დაშლის შემდეგ მუსიკალურად კვდებოდნენ და მისი წევრები ღირებულს ვეღარაფერს ქმნიდნენ, დიფ ფარფლის წევრებმა ამ ჯგუფის გარეთაც კი საცორებები მოახდინეს:
Rainbow - მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს როკ-არტისტადაა აღიარებული
Gillan - 80-იან წლებში მთელი ევროპის სათავეში მოექცა ეს ჯგუფი და ბრიტანული ნიუ-მეტალის ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი
Whitesnake - მსოფლიოს ერთ-ერთი პრიმა მეტალ-ჯგუფი, რომლებმაც მრავალ ჟანრში სცადა თავი, ხოლო 2-3 კვირის წინ კი მთელი მსოფლიოს ჩარტების სათავეში მოექცა
Jon Lord-ის ახალი კლასიკური ნაწარმოებები მსოფლიოს ყველა დიდი კლასიკოსის ნაწარმოებების გვერდზე დაიდო, მის კონცერტებს უკრავს მსოფლიოს ყველა უდიდესი სიმფონიური ორკესტრები
Glen Hughes ფანქი-ბუმი
Roger Glover პროდიუსერობა ისეთი მეგა-არტისტების ალბომებზე როგორიცაა Nazareth, Dream Theater, Judas Priest, Rorry Galagher და.ა.შ
This is rapture of Deep Purpleისტორიაcoming soon...ინტერნეტში:http://www.deeppurple.com დიფ ფარფლის ოფიციალური ვებ გვერდი ფანებისათვის.
http://www.deep-purple.com დიფ ფარფლის ოფიციალური ბიზნეს ვებ-გვერდი პრომოუტერებისა და პრესისათვის
http://www.thehighwaystar.com დიფ ფარფლის პირველი ვებ-გვერდი, ფუნქციონირებს დღემდე და ახლდება თითქმის ყოველდღე. დიზაინის პირველსახე შენარჩუნებულია
http://www.deep-purple.net დიფ ფარფლის "საოჯახო" ვებ-გვერდი. იდება ინფორმაციები ფარფლებზე და ფარფლებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ჯგუფსა და მუსიკოსზე
http://www.gillan.com იან გილანის ოფიციალური ვებ-გვერდი
http://www.stevemorse.com სტივ მორსის ოფიციალური ვებ-გვერდი
http://www.roger-glover.co.uk როჯერ გლოვერის ოფიციალური ვებ-გვერდი
http://www.don-airey.com დონ ეირის ოფიციალური ვებ-გვერდი
გადმოსაწერი ლინკები:სრული დოსკოგრაფია, სტუდიური და ლაივ-ალბომები 1968 წლიდან დღემდეფარფლების ყველა სიმღერის თითქმის ყველა სტუდიური და ლაივ-ვერსიები[DVD] Deep Purple - Live At Montreux 2006[VIDEO] Deep Purple - Well Dressed GuitarSteve Morse Solo - სტივ მორსის ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი სოლო 1999Well Dressed GuitarDeep Purple - With London Symphony Orchestra 1999Rapture Of The Deep 2006 (სტუდიური ალბომი)Ian Gillan - Naked Thunder 1991 This post has been edited by Solitaire on 17 May 2008, 17:48