#17444336 · 15 Jan 2010, 19:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ილიკო
QUOTE | თითო-თითო ქულას ყველგან თუ ჩამოვაკლებთ, პრაქტიკულად გეთანხმები. ისიც ჩამოკლება იმიტომ, რომ გილანი ჩემი ფავორიტი არ არის |
თითო ქულა როგორ ჩამოვაკლო კაცს მაგალითად დიაპაზონში და ხმის სიძლიერეში, როცა მაგ ამბავში #1-ია, ანუ 10 ქულა ეკუთვნის, ჰა?
"ამოკლება იმიტომ, რომ გილანი ჩემი ფავორიტი არ არის" - აი აქ უკვე შენ ხარ სუბიექტური...
QUOTE | მოკლედ, ეხლა მერკური. არ აჩქარდე, ახსნა არ გჭირდება, |
კარგი, მერკური ცოტა მოგვიანებით რადგან როგორც მივხვდი იქამდე ჯერ გილანთან დაკავშირებით დამჭირდება რაღაცეების დაკონკრეტება/შესწორება...
voodoo_child
QUOTE | იმპროვიზაციის უნდარი ჩემი აზრით დიდი ვერაფერი აქ,თუ ვცდები შმისწორეთ |
შეგისწორებთ, თან დიდი შეცდომა დაუშვი მაგ პოსტით  მოკლედ, იმპროვიზაციის უნარი + არტისტიზმი გავაერთიანე მე. და 9 ქულა გილანს ერგო ამაში იმიტომ რომ კაცმა თანაბრად გენიალურად იმღერა ქრისტეც და დემონიც. სირცხვილია უბრალოდ იმ ვოკალისტის იმპროვიზაცია/არტისტიზმში შეგეპაროს ეჭვი რომელსაც ქრისტეს პარტიები აქვს ნამღერი Superstar-ში (დარწმუნებული ვარ კარგად მოგისმენია ეს როკ-ოპერა და მაგალითად სიმღერა Gethsemane-ს შეხსენება არ დამჭირდება) რაც შეეხება დემონს, ეს გააკეთა ბლექ საბათის ლაივზე სიმღერა Black Sabbath-ის შესრულებისას, ხმით განასახიერა სატანის სიცილი, რომელსაც უსმენ და საერთოდ არ ფიქრობ იმაზე რომ ის სიცილი ეკუთვნის გილანს და არა სატანას... ტაკ, ესეც აუდიო, გადაახვიეთ და მოუსმინეთ 4:24-დან 5:25-მდე ერთწუთიანი მონაკვეთია, დიდ დროს არ წაგართმევთ მაგრამ ბევრს მოგცემთ ნამდვილად (რეკომენდაცია: ხმამაღალ ხმაზე მოუსმინეთ) QUOTE | სქრიმი და ფალცეტს რო ეძახის სოლიტერი მაგი მაინც რაღაც სხვა რაღაცად მიმაჩნია და არა სიმღერის შემადგენელ ნაწილად ანუ ტოესწ სწორად გამიგეთ თითქოს ფილტვებიდან და მკერდიდან არ ამოდისო...მარტო ყელი მონაწილეობს და კიდე მაგხელაზე ჭყავილი მეც შემიძლია და ვისაც ეჭვი ეპარება მოვიდეს ჩემთან სარეპეტიციოში და დავუმტკიცებ child in time-ის ოთხივე თუ რამდენი გადასვლაცაა ავუწევ და strange kind of woman ის ბოლო 10 წმიან გაჭაჭვასაც დავუდებ თუ უნდა.. |
ოოოოოოო, არ გინდა რა, არ გინდა, ნუ ცდილობ  ნოტი, რა ნოტზეც გილანმა ჩაილდი იმღერა, შეიძლება ბევრმა აიღოს, მომინდომებია და მეც ამიღია თითქმის იგივე ნოტი, მაგრამ ვოკალის თეორიაში ასე თუ ისე გარკვეულმა ადამიანმა იცის რომ გააჩნია ნოტს რა სიძლიერით იღებ. გილანი რა სიძლიერითაც იღებდა იგივე ნოტებს, მოდი, ნუ შევედრებით რა. აი ესაა ვიდეო: Vocal Range Of Ian Gillan, მანდაა Made In Japan-ის ის 15 წამიანი კივილიც, მაგის მერე მოდის Thank you-ს რომ კივის, აი მაგ სიძლიერით ვინმემ დაკივლება შეძლოს, ეჭვი მეპარება... ასე რომ ერთია ნოტის აღება, და მეორე - რა სიძლიერით გამოსცემ იგივე ბგერას. QUOTE | კივილი არც მე მგონია დიდი უპირატესობა, |
მოდი ასე მოვილაპარაკოთ რა, როცა დიაპაზონზეა ლაპარაკი, ბარიტონიდან დაწყებული სოპრანოთი დამთავრებული ყველაფერი უპირატესობაა რაც ცოკალისტს შეუძლია. ვაფშეტა კივილი ცუდი სიტყვაა, ფალცეტი ქვია მაგას, ფალცეტით აღებული სოპრანო. მასე თუ მივყევით, გამოდის რომ ნებისმიერი საოპერო სოპრანო უმნიშვნელოა? არაა ასე... რაც აქვს ადამიანს - აქვს. მითუმ,ეტეს რომ გილანის შემთხვევაში მარტო იმაზე არაა ლაპარაკი რომ განუმეორებელი ფალცეტი აქვს, იმის გარდა 1000 რამის გაკეთება შეუძლია ხმით. იუტუბზე ნანახი მაქვს ვიდეო, ტიპი რვავე ოქტავას იღებს ხმით, მაგრამ სცადა მომღერლობა და ჩაუფლავდა საქმე, იმიტომ რომ ხმის გარდა სხვა არაფერი არ გააჩნია რაც მომღერლობისთვის საჭიროა...
Corvin von Amber
QUOTE | ჩემი აზრით, კივილი ანუ მაღალი ნოტების აღება, არავითარი მუსიკალური ნიჭის მაჩვენებელი და მით უმეტეს განმსაზღვრელი არ არის |
შესწორებას შევიტან. მაღალი ნოტები არაფრის განმსაზღვრელი არაა თუ ადამიანის მაგის გარდა სხვა არაფერი შეუძლია ხმით. მაგრამ აქ გილანზეა ლაპარაკი რომლის ფალცეტიც მისი ერთადერთი პლიუსი არ ყოფილა...
rockataka
QUOTE | კივილზე თუ მიდგა საქმე, ჰიუზს ვერცერთი შეედრება |
ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს ჰიუზზე  არა, ჰიუზი უდავოდ უდიდესი როკ-ვოკალისტია, მაგრამ ნუ ადარებ გილანს. თუკი მაინცდამაინც ისევ "კივილზე" მივბრუნდებით, "მაღალი სოპრანო D6" - აი ნოტი რომელიც ერთადერთმა როკ-ვოკალისტმა აიღო - გილანმა და დღემდე ვერცერთი ვერ ავიდა მაქამდე. რომ არ იფიქროთ რომ ჰაერზე ვლაპარაკობ, ესეც დამადასტურებელი ვიდეო: (D6 ისმის სულ ბოლო ნაწყვეტში) lemonaQUOTE | გულახდილად რომ ვთქვათ ქართული ჯგუფი როა, აპრილი, მაგის ვოკალისტი (იქნებ რომელიმე თქვენგანიცაა არ ვიცი) უკეთ იმღერებს ეხლა გილანის კომპოზიციებს. |
შაკოს დღეს ნამდვილად უკეთEსი ხმა აქვს ვ იდრე 64 წლის გილანს. მაგრამ ბარემ დაველოდოთ შაკო 64 წლის ასაკში როგორ იმღერებს The Undercover ManQUOTE | დიომ როგორ უნდა შეასრულოს უკეთესად ეგეთი ბლიუზური და პირდაპირ ქოვერდეილის ვოკალზე მორგებული სიმღერა? : \ |
+1 პირველად რომ დიოს ნამღერი მისთრითედ მოვისმინე, ვიფიქრე ვსიო, დიომ აჯობა ქოვერდეილს და უკეთEსად იმღერათქო. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სიმღერა არის იმედგაცრუებულ და განადგურებულ სიყვარულზე, დიო კი ისე მღერის გეგონება ომის წინ ჯარს ამხნევებსო. ვაფშეტა, Mistreated-ის სიმღერის უფლება აქვს ერთადერთ მომღერალს - ქოვერდეილს, მაგაზე დიდი დუხით ამ სიმღერას ვერავინ იმღერებს. ილიკო
QUOTE | . შედარებით უმნიშვნელო IMHO. |
შედარებით უმნიშვნელოდ ვერ ჩავთვლით ფალცეტს, რომლის გამოც Child In Time დაასახელეს როგორც The best rock-vocal performance in the history of Rock...  QUOTE | ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია. პირადად ჩემზე ძალიან მოქმედებს, დავარქვათ ასე: პირველი შესრულების ეფექტი. ამ მხრივ, პირველ შემსრულებელს ყოველთვის აქვს უპირატესობა IMHO. |
ეგ მართალია, ვინც პირველად იმღერებს მას დიდი უპირატესობა აქვს.. მაგრამ იგივე ბლექ საბათში, დიომ იმღერა ოზის ვეშები, გილანმა ოზისიც და დიოსიც, მაგრამ მაგ 2 ვოკალისტიდან ვერცერთი ვერ იმღერებს გილანის ვეშებს  ტაკ, ეს რამდენიმე ჩემი მოსაზრება (გამყარებული აუდიო მასალით).... ფრედიზე გადავალ ცოტა ხანში, მხოლოდ იმის მერე რაც ჩემს მიერ ზემოთ დადებულ ვიდეოებს იხილავთ (პატარა 2-2 წუთიანი ვიდეოებია) და დაკონკრეტდება რაღაც-რაღაცეები, და კიდევ, მხოლოს მას მერე, რაც ადამიანი, რომელსაც Superstar მოუსმენია გილანის იმპროვიზაციისა და არტისტიზმის უნარში ეჭვს აღარ შეიტანს This post has been edited by Solitaire on 15 Jan 2010, 19:22
--------------------
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
MUZAME.GE - პირველი ქართული ინტერნეტ-ჟურნალი მუსიკაზე
|