zugara007ცდები!
გახსენი შენი ვინდოუს მედია ფლეიერი (თუ ბოლო ვერსია გაქვს) ჩართე მეშინ ჰედის ალბომი და ნახე ყველა სიმღერაზე Composer-ის განყოფილებაში ვის სახელს დაგიწერს. ვისი აბა თუ მიხვდები? Ian Gillan.
შედარებისათვის ჩართე Burn, და სიმღერა Burn-ზე კომპოზიტორად წერია ქოვერდეილი, ხოლო You Fool No One-ში - ბლექმორი.
რაც შეეხება სპიდ კინგს, მე თვითონ წავიკითხე იან გილანი როგორ ყვებოდა ამ სიმღერის 15 წუთიან ისტორიას. ჯგუფში ახალი მისულები იყვნენ და ტურნეს დროს, ერთ-ერთ კონცერტამდე ჯგუფმა გადაწყვიტა რომ რამე ახალი სიმღერა დაეკრათ, ვინაიდან იმ დროისათვის გილანი ჯერ კიდევ როდ ევანსის რეპერტუარს ასრულებდა ლაივებზე. დაიწყეს ჯემი და გილანს პირველი რა სიტყუვებიც მოადგა, ისინი "გამიქსა". თუ დააკვირდები ვოკალ-პარტიის სტრუქტურას, გილანი თითქოს კი არ მღერის არამედ რაღაცას ყვება. მოკლედ ჯერ ეს ფრაზები წაიმღერა უცებ, ძალიან სასაცილო ტექსტი აქვს. 1 კვირის წინ რაღაც ფართიზე იყო და იქაურ ამბავს ყვება, "კარგმა გოლიმ უთხრა პატარა მისს დოლის..." (და.ა.შ) მოკლედ, რეჩიტატიოვი წაიმღერა, მელოდია ააწყო და არანჟირების უდიდესი ნაწილიც თვითონ "დაწერა". ეს იყო სიმღერის პირველი სახე რომელიც იმ კონცერტზე წარადგინეს, ხოლო ალბომში უფრო დახვეწილი სახით შეიტანეს.
ფარფლების Mk II-ის ოთხივე ალბომის სიმღერებში composer არის იან გილანი და არ გვინდა ამაზე კამათი.
გარდა ამისა, იუტუბზე ბლექმორის ჰაივეი სთარი 1 წლის წინაა დადებული და შესაბამისად უფრო მეტმა ნახა. ეგეც რომ არ იყოს მაგივე კონცერტიდან სხვა სიმღერები 20 000-ზე მეტჯერ არაა ნანახი. ჰაივეი სთარს კი უმეტესობა იმიტომ უყურებს რომ ჭიქის სროლის ეპიზოდი აინტერესებს. აბა უგიტარისტო ჯგუფის ნახვა არც ისე სასიამოვნოა

ხო, და კიდევ, თუ ამბობ რომ ბლექმორისეულ ფარფლებს მეტი პუბლიკა ყავდათ ვიდრე მორსისდროინდელ ფარფლებს, მაშინ შეგიძლია ამიხსნა, რატომ იქცა 2005 წელს გამოშვებული Rapture ფარფლების საუკეთესოდ გაყიდვად ალბომად Perfect Stranger-ის მერე, (2006 წლის მონაცემებით), ხოლო 2007 წლის ბოლოსთვის, უახლესი ინფორმაციით Rapture გაიყიდა იმაზე მეტი ეგზემპლიარი ვიდრე Perfect Strangers და მის შემდეგ გამოშვებული სხვა ალბომები ცალ-ცალკე.
ამიხსენი
rockataka
OK?და რამ გაგაღიმა?

Ok, დავიწყოთ:
იან გილანი - აღიარებულია როგორც ყველაზე ფართო დიაპაზონის მქონე ვოკალისტად. ფარფლების პირველ თემაში დავდე გილანის, პლანტისა და ფრედი მერკურის დიაპაზონის ამსახველი ფოტო (ნოტებზე). ანუ რამდენ ოქტავას იღებდნენ რა.
პლანტი მესამე ადგილზე იყო, რაც შეეხება ფრედის და გილანს, ფრედი მაღალ ნოტებში იღებდა ერთი ნოტით მეტს, ვიდრე გილანი, სამაგიეროდ გილანი დაბალ ნოტებში იღებდა 3 ნოტით მეტს ვიდრე ფრედი, ანუ ყველაზე ფართო დიაპაზონი გილანს აქვს. ეს ცნობილი ფაქტია, სასაცილო რა არის?
სტივ მორსი: თუკი გიტარის ამბავში ოდნავ მაინც გარკვეული ხარ, ამ სახელს პირველად forum.ge-დან არ გაიგებდი

როცა ზედიზედ ხუთი წელი გაღიარებენ მსოფლიოში საუკეთესო გიტარისტად, მგონი ძალიან ბევრს ნიშნავს?
გარდა ამისა, მორსის იდეებსა და ტექნიკაზე, შესრულებასა და ემოციებზე მე რაც არ უნდა გითხრა აზრი არ აქვს, აჯობებს თვითონ მოისმინო, Dixie Dregs-დან დაიწყე, შეგიძლია

როჯერ გლოვერის ბასისტობას რაც შეეხება, როკ-მუსიკაში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ბასისტია. მისი პროდიუსერობის დონეზე კი იმით იმსჯელე, როგორი ჯგუფების პროდიუსერიც იყო.
რაც შეეხება დონ ეირის, ითვლება ასევე როკ-მუსიკაში ერთ-ერთ საუკეთესო და ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ მუსიკოსად, იქიდან გამომდინარე თუ რომელ არტისტებთან აქვს ნამუშევარი. (გადაავლე თვალი)
იან პეისის ახალ დრამინგ-სტანდარტებზე მოკლედ გეტყვი: მოისმინე The Mule, Fireball (სადაც ერთ ბას-ბოჩკაზე უკრავს მგონი) და You Fool No One. ეს ძალიან ცოტა მაგალითია.
პეპერსების დრამერ ჩად სმიტთან ერთად რომ ჰქონდა ჯემ-სეიშენი, ის უნდა გენახა, ჩადი რომ დაიღალა იმის მერე 1 საათი კიდე არ ჩერდებოდა პეისი.
ხოდა, გაიღიმე ეხლა
This post has been edited by Solitaire on 18 May 2008, 00:39