s_h_a_d_yგანვაახლებ უახლოეს დღეებში
AZRAELაეეეეეეეეეეეეეეეე
მაგრად მევასება შენი პოსტების კითხვა

ამოტრიალებულ ვიდეოს ვჩივი კაცო? ატვირტე რაცაა, ამოვაყირავებ კომპს თავდაყირა

და სმოუქი თავიდან ბოლომდე დარბაზმა იმღერა? საღოოლ, სხვა კონცერტებზე მისამღერს მღერიან ხოლმე მარტო.
ბიჭო რათ მინდა ახსნა, აუ ზუსტად ვიცი შენი მთელი ემოციები იქ, ჩათვალე შენ რომ მანდ ესწრებოდი ლაივს, აქ მე ვირტუალურად განვიცდიდი იგივეს

Around The World Live სულ ცოტა ხნის წინ გადმოვიწერე, ძლივს ვიპოვე, ყველა ტორენტ ფაილი განადგურებული იყო და ტურენტს.რუ-ზე გავჩითე...
უუუუუძლიერესი DVD-ა, ავსტრალიის ლაივზე რომ არაფერი ვთქვა, ბომბეი არის ჩემი ერთ-ერტი უსაყვარლესი კონცერტი მაგათი ისტორიიდან, სტივი სულ ახალი მისულია ჯგუფში, ეგ ის დროა მორსი ახალი მიყვანილი რომ იყო და ჯერ კიდე "ტესტირების" სახით 1993 წლის ტურნეს დროინდელ სეთლისთს რომ უკრავდნენ. და მაგ ლაივზე, ჩაილდს და ენიას რომ უკრავენ გადაბმულად, მაყლევებს ეგ 25 წუთიანი მონაკვეთი. მეიდ ინ ჯეფენის მერე ლაივზე ეგეთი 2 უძლიერესი ვეში ერთად გადაბმულად და ეგეთ დონეზე შესრულებული არ გაუძრიათ ჯერ. თან მორსი სხვა სტილში უკრავს ენიას ინტროს, თავისებურად ახუჭუჭებს
Live At the NEC 2002 - ბირმინგემში გამართული ეგ კონცერტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლაივი ჯგუფის ისტორიაში. მუსიკალურად იასნია მაგაზე მაგარი ლაივებიც ქონიათ, მარა მნიშვნელობით ფარფლების ტოპ5 ლაივში შედის. დაწყებული გილანის და გლოვერის ბოლო კონცერტიდან 73 წელს, ფარფლების რეიუნიონ-კონცერტი კნიბვორზში თავისი 100 000 მაყურებლით, მერე, ბლექმორის ბოლო კონცერტი, სტივის პირველი მექსიკური ტურნე და ბოლოს Live At The NEC - ჯონ ლორდის უკანასკნელი კონცერტი ფარფლებთან ერთად.
მაგ ლაივზე ჯგუფი ტოპ-ფორმაშია, იმენა ცეცხლს უშვებენ. ნუ გილანმა Jesus Christ Superstar-ის ფორმით, თეთრი ანაფორით და შარვლით დაგლიჯა ვაფშე.... და ყველაზე უძლიერესი მომენტია, დონ ეირის სოლოს მერე შუქი რომ ქრება, მერე უცებ ინთება და კლავიშებთან დგას ჯონ ლორდი, მბურძგლავს

რაც შეეხება მეოტხე დისკს Access All Areas - ძალიან მაგარ დოკუმენტურ მასალას შეიცავს, მარა ერთი ნაკლი აქვს, ეგ დისკი 2003 წელსაა გაკეთებული, ბანანები ახალი გამოშვებული რომ ჰქონდათ, შესაბამისად, მაგ დისკზე მთელი მასალა გადმოცემულია 2003 წლამდე და სამწუხაროდ არცერთი სიტყვა არაა ნათქვამი Rapture-ზე და Rapture of the Deep Tour-ზე, რომელიც მორსის ერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურნე იყო. სხვათაშორის რაპტურე ერთადერთი ალბომია მორსის ეპოქაში რომელიც ამერიკის ჩარტებში მოხვდა, თან 43-ე ადგილას.
ისე, სიმღერა Haunted მაგრად უხდება ხო მაგ მეოტხე დისკის ინტროს?

სტივს რაც შეეხება, ყოველტვის მითქვამს და ვიტყვი, არ შეიძლება, ფიზიკურად ვერ იქნები კარგი მუსიკოსი (ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით) ტუ არ ხარ ძალიან მაგარი ადამიანი პიროვნულად... შეიძლება მაგარი ტექნიკაც გქონდეს, მაგარ რიფებსაც წერდე მარა ყველას ყლეზე ეკიდო თუ თვითონ ტიპი არ ხარ ადამიანი.
შანსი არაა, ვერ გეყვარება მუსიკა ცუდ ადამიანს.... ბლექმორი რაც არ უნდა მაგარი გიტარისტი იყოს, როგორც მაღალი რანგის მუსიკოსი, არასდროს ვაღიარებ. ბლექმორი იყო მაგარი გიტარისტი, მაგრამ არა ნამდვილი მუსიკოსი. ნამდვილი მუსიკოსი იმაზე არ ფიქრობს ჯგუფში თავიდი კაპრიზები როგორ გაისწოროს, არამედ იმაზე ფიქრობს როგორ მიიღოს სიამოვნება მუსიკით და ეს სიამოვნება მიანიჭოს სხვასაც.
ფარფლების ბოლო ლაივებს რომ ვუყურებ, ტიპები სულ იღიმიან, სულ იცინიან, ბედნიერები არიან იმ საქმით რასაც აკეთებენ, სცენაზე როჟებს არ კერავენ და რაღაც წინასწარ დამუღამებული სასცენო მანერებით არ უჭირავთ თავი, მთელი ლაივი კაიფობენ, სიამოვნებას იღებენ.
აუ ბიჭო, NEC 2002-ის ლაივზე სპიდ კინგის დროს, ჯერ გილანის და მორსის დუელი რომაა, მერე გილანი უცებ, ნი სჩივო ნი სტავო (თუ როგორცაა) აძრობს რაღაც ძველ სიმღერას (ფარფლების სიმღერას არა, უფრო პრესლის სტილის სიმღერაა) და შეუბერავს, და მთელი ჯგუფი აყვება, ხო არ იცი რა სიმღერაა? იცი რა ხდება? იმენა გრძნობ რომ მუსიკას უსმენ, რომელსაც 5 მუსიკოსი მარტო იმიტომ უკრავს რომ ბედნიერება მოგანიჭონ. სულ 30 წამი გრძელდება და ჰაერში აგაფრენს ისეთია

მიდი როცა მოიცლი უყურე და დააკვირდი რა, სპიდ კინგის დროს უბერავენ....
ვნახავ ჩემო ძმაო, ვნახავ.... გადაწყვეტილი მაქვს 2009 წლის ტურნეს დროს ერთ=ერთ საქართველოსთან უახლოეს კონცერტს მაინც დავესწრო, თორე განა რამდენი ხანი გაქაჩავენ, მაქსიმუმ 5 წელი???
I am the oneშენ თუ Made In Japan-ის ვიდეოს ეძებ, დროს ტყუილად დაკარგავ, ეგ კონცერტები ვიდეოზე უბრალოდ არ არსებობს