rockatakaისე, შვედური პროგ-მეტალ ჯგუფი
Seventh Wonder თუ იცი? გუშინ მოვისმინე მათი 2008 წლის ალბომი Mercy Falls და ძალიან მომეწონა, ძალიან კარგად არის შერწყმული Dream Theater-ისნაირი მომენტები ევროპულ Power Metal ესთეტიკასთან, პლუს ძალიან ლამაზი ბალადური გადახვევები და ძლიერი ვოკალი... ალბომის კონცეფციაა ძალიან საინტერესო: იწყება მანქანის შეჯახების ხმით და შემდეგ ცოლის რეჩიტატივით, რომელიც ამ ავარიის შედეგად კომაში ჩავარდნილ ქმარს მიმართავს. ეს კაცი კომაშია დიდი ხნის განმავლობაში და მისი გამოყვანა უნდათ. სხვადასხვა სახის მკურნალობას მიმართავენ, მაგრამ არაფერი შველის და მისი კომიდან გამოყვანის შანსი ნელ-ნელა მცირდება. ალტერნატიულ "რეალობაში" ამ კაცს ადგილი ესიზმრება, რომელსაც Mercy Falls ჰქვია. ამ ადგილას დიდი ცხრაკლიტული ციხესიმაგრე დგას, სადაც მზეთუნახავია ჩაკეტილი და იმ ციხესიმაგრეს ვერავინ შიშით ვერავინ ეკარება. ის ცდილობს ის შიგნით დატყვევებულ პრინცესას თავის თავთან (კომაში მყოფთან აიგივებს) და უნდა რომ ის გაათავისუფლოს (და ამითი თვითონაც გამოვიდეს კომიდან)...
მოკლედ, საბოლოო ჯამში, ექიმები მკურნალობის უკანასკნელ მეთოდს, შვილისაგან ამ კაცისთვის ძვლის ტვინის გადანერგვას მიმართავენ. ექიმები ამბობენ, რომ ამან წესით უნდა უშველოს, თუმცა უარყოფითი შედეგის შემთხვევაში მას ვეღარაფერი გადაარჩენს... სამწუხაროდ შედეგი უარყოფითია და ექიმები ვერ ადგენენ ამის მიზეზს. ალბომის ბოლოს, ეს კაცი რომ კვდება, უცბათ ავარიისწინანდელი ბოლო წამები ახსენდება, და იქ დიალოგი ისმის... მოკლედ, მოუსმინე ალბომს ბოლომდე და მიხვდები ამ კაცის სიკვდილის მიზეზს

მუსიკალურადაც, როგორც გითხარი, ძლიერი რამეა; ჰოდა ნახე, მაინტერესებს შენი აზრი
Seventh Wonder - Mercy Falls (2008)ტრეკლისტი:
1. A New Beginning (3:05)
2. There And Back (Overture) (3:02)
3. Welcome To Mercy Falls (5:11)
4. Unbreakable (7:18)
5. Tears For A Father (1:58)
6. A Day Away (3:43)
7. Tears For A Son (1:43)
8. Paradise (5:44)
9. Fall In Line (6:09)
10. Break The Silence (9:29)
11. Hide And Seek (7:46)
12. Destiny Calls (6:17)
13. One Last Goodbye (4:21)
14. Back In Time (1:14)
15. The Black Parade (6:57)
შემადგენლობა:
Tommy Karevik - ვოკალი
Johan Liefvendahl - გიტარა
Andreas Söderin - კლავიშები
Andreas Blomqvist - ბასი
Johnny Sandin - დასარტყამი ინსტრუმენტები
ლინკი:
http://rapidshare.com/files/138076096/SEWO-MEFA.zip
მიმაგრებული სურათი