ჰიპ-ჰოპი
ჰიპ–ჰოპის ისტორია (ნაწილი 1)
არსებობს ბევრი ვერსია იმის შესახებ თუ როგორ დაიწყო ყველაფერი, ნაწილი ხალხისა თვლის რომ ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ბრეიკ დენსის სახით, ნაწილი კი ჰიპ ჰოპის ფესვებში იამაიკიდან წამოსულ რითმულ რელიგიურ ლექსების კითხვის სტილს ხედავს, ისეა თუ ასე ჩვენ შევეცდებით ყველაფერი დალაგებულად ავღწეროთ,და დავალაგოთ ყველაფერი თავის ადგილზე, როგორც ამბობენ, იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…
ნაწილი პირველი : Jamaica
50 იანი წლების დასაწყისში იამაიკიაზე ჩამოყალიბდა ახალი მუსიკალური მიმდინარეობა, მას სკა (ska) დაერქვა, ეს იყო ამერიკული როკ–ნ–როლის და რიტმ–ნ–ბლუზის ნაერთი კარგათ მომარაგებული იამაიკური და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტების რითმებით, სკა–ს კარიბულმა სტილმა მხოლოდ 10 წელი გაძლო შეუცვლელად, 60 იანების ბოლოს წარმოიქმნა როქსტედი (rockstedy), როქსტედი–ს და სკა–ს შორის განსხვავება მხოლოდ სწრაფი რიტმი და გაძლიერებული ბასური ჟღერადობა იყო. როქსტედის მოყვა რეგეი (Reggae), თავდაპირველად რეგგეი არანაირ პოლიტიკურ და რელიგიურ მოტივს არ ატარებდა, ეს იყო მარტივი საცეკვაო მუსიკა, რეგეისთან ერთად გაჩნდა დაბ–ი (dub). დაბი იყო ინსტრუმენტალური მუსიკა, რომელიც იწერებოდა რეგეის ფირფიტების უკანა მხარეზე, ძირითადათ ის წარმოადგენდა ამა თუ იმ შემსრულებლის სიმღერის ინსტრუმენტალურ ვერსიას, რომელასც უბრალოდ წერდნენ ფირფიტის მეორე მხარეზე. არ არის გასაკვირვი რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთ–ერთმა MC –მ (Master of ceremonies-იამაიკაზე იყვნენ მუსიკალური საღამოების წამყვანები) რომლის სახელიც იყო Daddy U-Roy აიღო, ჩართო დაბი და ზემოდან ლექსივით გადააწერა თავისი ვოკალი, ჩამოყალიბდა დაბი–ის ახალი ფორმა. ამ მუსიკის ლირიკული მხარე თავდაპირველად რელიგიური შინაარსის იყო (Griots–აფრიკული რიტმული ლექსის კითხვის მეთოდი, ფსალმუნები და ნაწყვეტები წმინდა წიგნებიდან), ასეთი სახის დაბი ძალიან პოპულარული გახდა კუნძულზე და მას როგორც წესი ცოცხლად ასრულებდნენ, გავიდა მცირე დრო და ასეთი ჩანაწერები მოხვდნენ ნიუ იროკში…
ნაწილი მეორე : NY (NEW YOURK CITY)
ნიუ იორკის რაიონი ბრონქსი ითვლება ჰიპ–ჰოპ–ის (ისეთი სახით როგორიც ის ეხლაა) ჩასახვის ადგილი, ემიგრანტებს იამაიკიდან ჩამოქონდათ ჩანაწერები,
და ჰიპ ჰოპი მთლიანობაში განიცდიდა სწრაფ ევოლუციას, მას ბევრი მოყვარულ ყავდა მისი დაარსების პირველივე წლებიდან.
როგორც ზემოთ იყო ნახსენები არსებობს ბევრი თეორია რა იყო პირველი,მაგრამ ერთი ცხადია რომ ჰიპ–ჰოპის ყველა კომპონენტი პოულობდა თავისათვის განვითარების გზას.
1967 წელს ბრონქსში მოხვდა კლაივ კემპბელი (Clive Campbell), ის ემიგრანტი იყო იგივე იამაიკიდან, კლაივი (რომელიც შემდგომ მიიღებს ფსევდონიმს Kool Herc)
ითვლება ჰიპ–ჰოპ DJ–ინგის დამაარსებლად.
ყველაფერი მარტივად მოხდა: პატარა კლაივს უყვარდა საცეკვაოდ სიარული, მას ასევე მუსიკის ჩართვა უყვარდა, ბრონქსში ბევრი ადგილი იყო ასეთი და ქულ ჰერქმა
ხალხის მოზიდვის მარტივ მეთოდს მიმართა, ის რთავდა იმ ფირფიტებს რომლებიც სხვას არავის არ ქონდა, მამამისმა მას ჯეიმს ბრაუნის :”Sex Machine” -ს ჩანაწერი აჩუქა, ფანკი მაგ დროს ახალი და პოპულარული მოვლენა იყო, ასე რომ ჰერქმა ბევრი მსმენელი შეკრიბა თავის გარშემო, ის ნამდვილი DJ გახდა.
DJ–ის ფუნქცია არ იყო მხოლოდ ფირფიტების ჩართვა, ის სიმღერების ანონსირებასაც აკეთებდა და ინსტრუმენტალზე ცოტას „წაულაპარაკებდა“ ხოლმე, ასეთ ვითარებაში გამოჩნდნენ პირველი ამერიკელი MC ები, თავისი იამაიკელი კოლეგების მსგავსად ისინი რთავდნენ მუსიკას, მიკროფონში აცხადებდნენ სიმღერას და თავის რითმულ ვოკალსაც ადებდნენ ხოლმე. ახალ მიმდინარეობას რეპი (rap) ეწოდა, ამ სიტყვას
ზოგი Rhythmical American Poetry (რითმული ამერიკულ პოეზია)–თ თარგმნის, თუმცა სიტყვა rap ის ნამდვილი მნიშვნენლობა ზუსტად არავინ არ იცის (ბევრი ბევრი წლის შემდეგ ამ სიტყვის თავისებურ ახსნას Stickey Fingaz (onyx) მოუფიქრებს: Rape All Punkmathafuckaz).MC–ები უკვე აღარ რთავდნენ მუსიკას, ისინი „რითმულ ამერიკულ პოეზიას“ ასრულებდნენ.
მაგრამ ქულ ჰერკის ამბავი ამით არ მთავრდება, ერთხელ ის მაიკლ ვინერის სიმღერას Bongo Rock–ს უკრავდა, შუა სიმღერაში მან ჯემის ბრაუნის Give It Up Or Turn It Loose ჩასვა, და ეს იყო აღმოჩენა! სხვა დანარჩენმა DJ ებმაც დაიწყეს ასეთ სტილში ჩანაწერების დაკვრა, ისინი რთავდნენ ნელ მუსიკას და მის შუაში უცებ სწრაფ და საცეკვაო რითმებს უშვებდნენ, ამ მოვლენას გატეხვა (Breaking) დაერქვა, და სწორედ ამ ფირფიტების ცვლამ წარმოქმნა ცეკვის ახალი მიმდინარეობა: ბრეიკ დენსი (Break Dance), მთელი აზრი იყო უცებ მუსიკის ტემპის და ცეკვის სტილის შეცვლა, ამან მასიური ხასიათი მიიღო, ბრონქსი ბრეიქ დენსის ტალღამ მოიცვა, მას ყველგან ცეკვავდნენ, ასე გავიდა პირველად ჰიპ–ჰოპი ქუჩებში.
ქულ ჰერკს ჰიპ–ჰოპში კიდევ ერთი დამსახურება აქვს, მან მოიფიქრა ტერმინები Break Dancer და მისი შემოკლება B-Boy (Break boy).
ბრეიკ დენსთან ერთად რეპი ბრონქსის ქუჩებში გავიდა, მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ცეკვის და ტექსტის კითხვის ოსტატობა სერიოზულ ცოდნად ითვლებოდა, კრიმინალური ბანდები ერთმანეთში ურთიერთობას იარაღის და დანების გარდა ახლა უკვე ცეკვით არკვევდნენ, ამან თავდაპირველად მთავრობის მოწონება დაიმსახურა,თანაც ბრეიკ დენსში ჩათრეული ხალხი აღარ იყენებდა ნარკოტიკებს დიდი რაოდენობით, რადგან ცხოვრების ახალი სტილი მათგან ჯანმრთელობას მოითხოვდა.
თანდათან ჰიპ–ჰოპი ბრონქსიდან გადიოდა, და ნელ–ნელა ნიუ იორკის სხვადასხვა ადგილებში ჩნდებოდა. მიმდინარეობის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა,
ქულ ჰერკი–ს გავლენა ძალიან დიდი იყო, და ამ მომენტში მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გააკეთა: ის აღარ უკრავდა პოპულარულ მელოდიებს,
მეინსტრიმიდან ასეთმა გადახვევამ ანდერგრაუნდს ჩაუყარა საფუძველი, და ჰიპ–ჰოპი პირველად ორად მაშინ გაიყო.
ნაწილი მესამე : No Sneakers
No Sneakers–იყო წარწერა იმ დროინდელ მოსაწვევებზე, ყველაფერი მარტივია: ჰიპ ჰოპის მსმენელებს თავიდანვე ჰქონდათ გამორჩეული ჩაცმის სტილი, და ჩაცმულობის ერთ–ერთ ატრიბუტს წარმოადგენდა Sneakers (საქართველოში ცნობილი როგორც „ბოტასები“). ჰიპ–ჰოპის პოპულარობა იზრდებოდა, ის ძირითადათ დაბალი კლასის ამერიკელებს შორის იყო პოპულარული, რომლის უმრავლესობა თავს არც თუ ისე ლეგალური მეთოდებით ირჩენდა, ამას თან დაერთო რასისტული და ანტიპოლიტიკური ტექსტების გამოჩენა, მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო მასიური (აქ ჯერ არ არის ლაპარაკი Gangsta Rap ზე) ასეთი ხალხის ნახვა წვეულებაზე არავის არ სიამოვნებდა. ვანდალიზმად ითველობოდა კიდევ ერთი ჰიპ–ჰოპის ნაწილი:
Graffity.
ნაწილი მეოთხე: კულტურა
ჰიპ–ჰოპის იდეოლოგია მძლავრდებოდა.
მისი ყველა მსმენელი ძირითადათ ერთ ფენას წარმოადგენდა: ახალგაზრდა შავკანიანები რომლებიც კრიმინალით (ძირითადათ ნარკოტიკების გაყიდვით) ირჩენდნენ თავს, კრიმინალური ბანდების გარდა იმ დროინდელ „შავ“ გეთთოებში იყო რამოდენიმე ძლიერი ძალა: „შავი პანტერების“ ორგანიზაცია (ამ ორგანიზაციის წევრი იყო Tupac Shakur–ის დედა Afeni Shakur–ი ), „ისლამის ნაცია“, „5% ის ნაცია“
და სხვადასხვა პრო აფრო–ამერიკული მოძრაობა, ყველაფერმა ამან დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ ჰიპ–ჰოპზე, კერძოთ ჰიპ–ჰოპის ერთ ერთ მთავარ ფიგურაზე:
აფრიკა ბამბატაზე (Afrika Bambaataa).
ბამბატა გაიზარდა ბრონქსში, იყო DJ ჯგუფ–Black Spades ში, ამბობენ რომ მას უშუალო შეხება ქონდა კრიმინალთან და „ისლამის ნაციასთან“, ასეა თუ ისე
გავიდა დრო და 1973 წელს მან უნიკალური ნაბიჯი გააკეთა არა მხოლოდ ჰიპ ჰოპში არამედ „ქუჩურ“ პოლიტიკაშიც, მან თავისი ორგანიზაცია შექმნა, ორგანიზაციას თავიდან Zulu Nation ერქვა და მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ შავკანიანებს ქონდათ, შემდეგ თანდათან Zulu Nation ჯერ ლათინოამერიკელებისათვის გაიხსნა და შემდეგ თეთრებისათვისაც (ამ დროს მას Universal Zulu Nation ეწოდა), მისი ბირთვი არც პოლიტიკური არ იყო და არც კრიმინალური, ამ ორგანიზაციის გული იყო
ბრეიკდენსერების ჯგუფი Zulu Kings. რასიზმის ფონზე ბამბატამ სარისკო საქციელი გააკეთა, მისი და მის გარშემო ხალხის მოწოდება იყო: რასების თანაერთობლიობა, მათ არ ჰქონიათ არანაირი რასისტული გამოსვლები, და „შავი“ მუსიკის გარდა ისინი უკრავდნენ და მიქსავდნენ ისეთ შემსრულებლებს როგორებიც არიან Pink Floyd, Led Zeppelin, Beatles, Monkees, თავიდან ეს ყველაფერი აგრესიას იწვედა „შავი პანტერების“ მხრიდან მაგრამ ნაბიჯი გადადგმული იყო, და ჰიპ–ჰოპი გაიღო ყველასათვის.
ნაწილი მეხუთე: “Come to the hip hop”
ჰიპ ჰოპი უკვე ორი ათწლეული არსებობდა და ამ დროს შემოვიდა ტერმინი ჰიპ–ჰოპი (!)ამ ტერმინის ავტორად DJ Lovebug Starski ითვლება, უფრო სწორედ: ბრონქსში არსებობდა მისი დისკოთეკა Jitterbug City რომლის მოსაწვევებზეც ეწერა „Come to the hip hop jam this, or the be bop jam that“ 1974 წელს გამოჩნდა ტერმინი Hip-Hop. ტერმინთან ერთად გამოჩნდა ხალხი რომელიც უკვე პროფესიულ დონეზე იყო ჩათრეული ამ საქმეში, ერთ ერთი ამათგანი იყო ჯოსეფ სედლერი (ცნობილი როგორც Grandmaster Flash), მისი დამსახურებაა ორ ფირფიტაზე დაკვრა, მიქშერის და სხვადასხვა სპეციალური ტექნიკის გამოყენება, მან თავისი Technics SL-1200
გადააკეთა და შემოიტანა გადამრთველი ორ ფირფიტას შორის, რომელსაც ახლა ყველა DJ იყენებს. Grandmaster Flash მა ჩამოაყალიბა Furious Five, მათი პირველი სიმღერა Rapper’s Delight 1979 წელს ჩარტებში 30 ადგილი აიღო, რაც რეპ მუსიკისათვის რეკორდი იყო, გავიდა სამი წელი და მათი სიმღერა Message
ჩარტების 1 ადგილზე მოხვდა და ჰიპ–ჰოპი მასსობრივ კულტურად გადაიქცა.
მართალია მას არ მოქონდა დიდი ფული, მაგრამ ბრონქსში DJ სეტები იმართებოდა ყოველ ღამე, ამ დროისათვისაც გამოჩნდა სიახლე: ბატლები- DJ–ები და MC ები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს შესრულების კლასში, 1976 შემოვიდა ახალი ფენომენი:
Freestyle Battles, ანუ შეჯიბრება ექსპრონტად მოფიქრებული ტექსტებით,
MC ები რომლებიც იგებდნენ ასეთ შეჯიბრებებს დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ თავის წრეში, ასევე შესაძლებელი გახდა „ბრძოლის“ გამართვა ფულზე რაც თავის რჩენის საშუალებას წარმოადგენდა, ამ დროს ჰიპ–ჰოპი პირველად გახდა კომერციული (თუმცა მომავალთან შედარებით თანხები სასაცილოდ ჩანდა).
არსებობს ლეგენდა რომ Grandmaster Flash ის მოწაფემ Grandwizard Theodore–მა ერთ დღეს დაკვრის დროს ფირფიტაზე მტვერის გადაწმენდა მოიდომა მან ფირფიტას ხელი წინ და უკან გაუსვა, ასე წარმოიქმნა scratching,და Hip-Hop DJ–ობამ შეიძინა ის სახე რომელითაც ახლა არის წარმოდგენილი, გავა რამოდენიმე წელიწადი და ამ დროინდელ ჰიპ–ჰოპ ს უკვე Old School დაერქმევა, და ის ხალხი რომელიც ამ დროს მოღვაწეობდა ლეგენდების სახეს შეიძენს…
2 Pac vs B.I.G [history]
ტუპაქ შაკური
ნამდვილი სახელი: Parish Lesane Crooks
მოგვიანებით შეიცვალა: Tupac Amaru Shakur
ასევე ცნობილი როგორც: Makaveli , 2Pac
დაიბადა: 16 ივნისი,1971, ნიუ-იორკი ,აშშ
წარმოშობის ადგილი: ოუკლენდი(1991-1992), ლოს-ანჯელესი(1992-1996)
გარდაიცვალა: 13 სექტემბერი, 1996
ჟანრი: რეპი
საქმიანობები: რეპერი, მსახიობი, პროდუსერი, პოეტი, აქტივისტი, რეჟისორი
აქტიური: 1991–1996
ლეიბლები: Interscope Records, Death Row Records, Makaveli Records,
Amaru Entertainment
ტუპაკ ამარუ შაკური (Tupac Amaru Shakur) (* 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ ― † 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი.
ის არის ცნობილი ფსევდონიმებით: 2Pac , Makaveli და Pac. იგი შეყვანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, ჰიპ-ჰოპ ალბომის ბეტსელერი; გაყიდული აქვს დაახლოებით 73 მილიონი ალბომი მსოფლიოში. დაახლოებით 44.5 მილიონი ალბომი გაიყიდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმეტესი მისი სიმღერები არის გეტოს გაჭირვების, ძალადობის, რასიზმის, სოციალური პრობლემების შესახებ, ზოგიერთში იგი მტრობს მოძმე რეპერებს. საყოველთაოდ მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო რეპერად.ჰიპ-ჰოპის პირველი შემსრულებელი მსოფლიოში, რომელსაც დაუდგეს ძეგლი. ვერცხლისფერი შვიდი ფუტის სიმაღლის ქანდაკება გაიხსნა 2005 წლის 13 სექტემბერს “Tupac Amaru Shakur Centre”-ში, სთოუნ მაუნთაინი, ჯორჯიას შტატი.ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულმა ალბომების რიცხვმა გადააჭარბა მის სიცოცხლეშივე გამოცემულ ალბომების რაოდენობას. ალბომი “Me Against The World” პირველი იყო ისტორიაში, რომელიც გამოიცა პატიმრის მიერ. თუფაქი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული რეპერი.
1990 წელს ის აიყვანეს ბექვოკალად ალტერნატიულ რეპ ჯგუფში - დიჯითალ ანდერგრაუნდში (Digital Underground). შაკურის სადებიუტო ალბომს, “2Pacalypse Now”, კრიტიკით შეხვდნენ და მისი მკვდარი სვლა გამოწვეული იყო მისი საკამათო სიმღერის ტექსტებით. შაკური გახდა სხვადასხვა სასამართლო პროცესების სამიზნე და გამოცადა ლეგალური წინააღმდეგობები. ყველაზე აღსანიშნი ისაა, რომ იგი იყო ბრალდებული ქალბატონისადმი სექსუალური იერიშის მიტანაზე, 1993 წელს (თუმცა იგი უარყოფდა სარჩელს). ერთი დღით ადრე სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, შაკური დაჭრეს, მას ხუთჯერ ესროლეს მანჰეტენში, ხმის ჩამწერი სტუდიის ჰოლში. ამ ინციდენტის შემდეგ შაკურს გაეზარდა ეჭვი , რომ რეპ ინდუსტრიის სხვა ფიგურებმა იცოდნენ ამ სროლის შესახებ წინასწარ და არ გააფრთხილეს იგი. ამ კამათმი იყო ნაპერწკალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მტრობის. თერთმეტ თვიანი სასჯელის მოხდეის შემდეგ, შაკური გამოვიდა ციხიდან მერიონ “სიუჯ” ნაითის (Marion “Suge” Knight), დეს როუ რეკორდსის(Death Row Records) აღმასრულებელი მოხელის, მოწოდებით. სანაცვლოდ სამი ჩანაწერი ამ ლეიბლის(ხმის ჩამწერი სტუდიის) სახელით, თავისი მეხუთე, პირველი ორ-დისკიანი ალბომით ჰიპ-ჰოპის ისტორიაში, All Eyez on Me, ითვლებოდა როგორც ორი ალბომი. 1996 წლის 1 სექტემბერს შაკურს ესროლის რის შედეგადაც იგი 7 სექტემბერს გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობით, University Medical Center-ში, ლას-ვეგასში.
The Notorious B.I.G.
ნამდვილი სახელი: კრისტოფერ ჯორჯ ლეტოურ უოლასი
ასევე ცნობილი როგორც: ბიგი, ბიგი სმოლსი, ბიგ პოპა, ფრენკ ვაითი
დაიბადა: 21 მაისი, 1972
წარმოშობის ადგილი: ნიუ იორკ სითი, ნიუ იორკი, აშშ
ჟანრიები: რეპი, ჰიპ ჰოპი
საქმიანობა:რეპერი
აქტიური: 1992–1997
ლეიბლები:Bad Boy, Atlantic
კრისტოფერ ჯორჯ ლეიტორ უოლესი (Christopher George Latore Wallace; (დ. 21 მაისი 1972, ბრუკლინი, ნიუ-იორკი - გ. 9 მარტი 1997, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია). ცნობილი ამერიკელი რეპერი. ასევე ცნობილია როგორც Biggie Smalls და Frank White, ყველაზე მეტად როგორც Notorious B.I.G.
The Notorious B.I.G. ანუ კრისტოფერ ვოლისი (Christopher G. L. Wallace) დაიბადა 1972 წლის 21 მაისს ნიუ იორკსი ბრულკინის უბანში, მას სხვა ზედმეტსახელებითაც იცნობენ როგორებიცაა Biggie Smalls და Frank White. ის ბავშვობიდანვე გამრჩეული იყო სიმღერისა და ხატვის ნიჭით. მას ნიუ იორკში ასევე ზედმეტსახელ Big Chris-ითაც იცნობდნენ. მას მხატვრობა უნდოდა ბავშვობაში მაგრამ უბანმა თავისი გავლენა მოახდინა მასზე და ერთხელაც ის ჩრდილო კაროლინას შტატში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, მან მხოლოდ ცხრა თვეში შეძლო განთავისუფლება.
მისი პირველი ალბომი "Ready to Die" 1994 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა (საინტერესო დამთხვევა: ზუსტად ორ წელიწადში 1996 წლის 13 სექტემბერს 2Pac-ი მოკვდა) ალბომმა მას წარმატება მოუტანა და ის ნიუ იორკის Mainstream-ის საუკეთესო წარმომადგენელი გახდა. 1995 წელს "Source Music Awards"-ის დაჯილდოვებაზე Biggie საუკეთესო ახალ არტისტად აღიარეს ასევე "Billboard Music Awards"-ის დაჯილდოებაზე მისი სინგლმა "Big Poppa" წლის საუკეთესო სინგლის წოდება მოიპოვა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპირეოებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო რომელიც The Notorious B.I.G.-სა და 2Pac-ს შორის დაპირისისპირებამ გამოიწვია ამ მოვლენების დროს ბევრი მკვლელობა მოხდა რომელიც არ გახმაურებულა.
1997 წლის 9 მარტს მისი მთავარი მტრის 2Pac-ის მკვლელობიდან რამოდენიმე თვეში B.I.G. საკუთარ მანქანაში მკლული იპოვეს. მის მკვლელობას სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ადამიანებს უკავშირებდნენ პირველი ვერსიით მკვლელობა Snoop Dogg-ის დაკვეთილი იყო ასევე ეჭვი მიტანილი იყო მისი მთავარი მეტოქის 2Pac-ის გარემოცის წევრებსა და ფანებზე რომლებიც Biggie-ს ადანაშაულებდნენ 2Pac-ის მკვლელობაში. საბოლოოდ არცერთი ეჭვი ბოლომდე არ დადასტურებულა.
1997 წლის 25 მაისს მისი მეორე ალბომი "Life After Death" გამოვიდა მისი დებიუტი გახიდვების ჩარტების პირველ ადგილზე მოხდა და ის პირველ ადგილას კიდე დიდხანს დარჩა სინგლების "Mo Money, Mo Problems"-სა და "Sky's the Limit."-ის წყალობით. Biggie ჟურნალმა "Spin"-მა წლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა ასევე ალბომმა სხვადასხვა დაჯილდოვებებზე საუკეთესო ალბომის ნომინაციებში გაიმარჯვა. მის სამოქალაქო პანაშვიდზე ათასობით ადამიანი მოვიდა, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან და ათი ადამიანი პოლიციამ დააკავა.
სიკვდილიდან ორ წლის შემდეგ მისმა ჩამწერმა სტუდიამ ალბომი "Born Again" გამოუშვა მან უდიდესი წარმატება მოიპოვა მასში მონაწილეობას იღებდნენ ბევრი ცნობილი რეპერები როგორებიც არიან: Lil' Kim, Lil' Cease, Snoop Dogg , Busta Rhymes, Ice Cube და სხვები. სიკვდილის შემდეგ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი მკვლელობის გამოძიება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მაგრამ ჯერ არცერთი დაკავება არ მომხდარა.
2005 წლის 11 დეკემბერს მისი Puff Diddy-ს მიერ პროდუსირებული მორიგი ალბომი "Duets - The Final Capter"-ი გამოვიდა. ის Biggie-ს ძველ ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა და მასში მონაწილეობა ბევრმა ახალმა რეპერმა მიიღეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ინტერნეტი
2. www.wikipedia.com
3. THE STORYS OF REAL NIGGERS (ისტორიები ნამდვილ ნიგერებზე)
დაწერილი და თარგმნილია ოთო გიორგობიანის მიერ .
24.11.2008