ნორვეგიის და მთლიანად სკანდინავიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და კომერციულად წარმატებული პროგ-როკ ბენდი, თუმცა ამ დიდებულ ნახევარკუნძულსაც

რომ თავი დავანებოთ მარტო პატარა ნორვეგიაშიც კი ბევრი ამათზე გაცილებით ძლიერი ჯგუფია, თუმცა ეს პროგრესივის ორთოდოქსალური

კრიტერიუმების გათვალისწინებით თუ შევხედავთ სიტუაციას, თორემ გემოვნებასაც გააჩნია და შეიძლება ბევრს Gazpacho ერჩივნოს, ვთქვათ იგივე Wobbler-ს, (თუმცა კლასში სხვაობა აშკარაა).
რაც შეეხება იმას რომ ჯგუფი Radiohead-ის გავლენას განიცდის, შეიძლება გარკვეულწილად ასეცაა, მაგრამ ჰოგარტის პერიოდის Marillion-თან შედარებით ეს გავლენა მინიმალურია, მე პირადად მიმაჩნია, რომ სწორედ Mr. H-ის ერის Marillion-ის გავლენაა წარმმართველი, რისი დასტურიც თუნდაც ისაა, რომ 2004 წელს Marillion-ს Marbles-ის ევროპულ ტურზე თან ახლდნენ მხარდამჭერი ბენდის სტატუსით. თუმცა მთლად მერილიონის კლონებსაც ვერ ვუწოდებ, თუნდაც იან ჰენრიკის ვოკალი რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდი სხვაობაა ჰოგარტთან შედარებით, ამას პლიუს ინსტრუმენტალური მრავალფეროვნებაც(რაც ძირითადად ვიოლინოს ფაქტორში აისახება) და ეს მხოლოდ ძაან ზედაპირულად თუ შევხედავთ სხვა უფრო რთულად შესამჩნევი სხვაობებიც არის, მაგრამ ეხლა დაკონკრეტების საჭიროებას ნაღდად ვერ ვხედავ

მთლიანობაში ისეთი ვიღაცის საყვარელი ჯგუფია, რომ მინდა არ მინდა ხშირად მიწევს ამათი მოსმენა,

მაგრამ ბოლო ორი ალბომი კი მართლა კარგი გამოუვიდათ და რაც ყველაზე კარგია ალბომიდან ალბომამდე ზრდის და მომატების ტენდენცია შეიმჩნევა, რაც უდავოდ დასაფასებელია და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის პროგის დიდი მოყვარული არ ვარ მაინც რესპექტი ბენდს
Andy_KaufmanBravo-ს გარდა ყველა ალბომი 320-ში გიდევს და გინდა ეგეც მაგ ბიტრეიტში?