მე ვიყავი მაიასთან მისული როდესაც იგი ახალი ჩამოსული იყო ლონდონიდან... ჩამოვართვი ინტერვიუ. მგონია რომ საინტერესო იქნება თქვენთვის... გოგასაც დავპირდი, მარტალია ცოტა დავიგვიანე მაგრამ არაუშავს
ბარათაშვილი ლონდონში:
26 ნოემბერს ლონდონში შედგა მაია ბარათაშვილის სოლო კონცერტი, რომლის ინიციატორიც და ორგანიზატორი გახლდათ ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატა (დირექტორი მაკო აბაშიძე) და ბრიტანულ ქართული საზოგადოება (თავმჯდომარე სტეფან ნეში). პროექტის გენერალური სპონსორი იყო ბანკი რესპუბლიკა (Socieite Generale Group), და bmi (British Midland Airlines) კონცერტი გაიმართა ლონდონის კულტურის ცენტრ (Pushkin House)-ში რომლის ხელმძღვანელი julian Galant-ი გახლავთ.
პროგრამაში, რომელიც საათნახევარი გრძელდებოდა, შევიდა როგორც ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოები, ასევე ბრიტანელი კლასიკოსი კომპოზიტორის ბენჯამენ ბრიტენის "კაბარეს სიმღერები". აი სწორედ ამ კომპოზიციების ჯაზურმა ინტერპრეტაციამ ლონდონის პუბლიკის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტს ლონდონელების გარდა ესწრებოდნენ რუსული და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, რომელთა მხრიდან მომღერლის მიმართ პროგრამის ბოლოს შესრულებულ ქართულ და რუსულ რომანსებს დიდი გამოხმაურება ხვდა წილად.
სპეციალურად ამ კონცერტისთვის ლონდონში ჩამოვიდა ლატვიის ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორი და მუსიკოსი - ეგილს სტრაუმე, რომელმაც არაერთხელ მიიწვია მაია ლატვიისა და ლიტვის ჯაზ ფესტივალებზე წარსულში.
კონცერტის მსვლელობის დროს მის მიერ ტენორ საქსაფონზე შესრულებულმა რამდენიმე სოლო პარტიამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახადა საგამო.
მომღერალს აკომპონირებას უწევდნენ გია რაქვიაშვილი (ფორტეპიანო) გიორგი სამსონაძე (კონტრაბასი)
გია რაქვიაშვილი, ცნობილი კომპოზიტორის და ჯაზმენის ალექსანდრე რაქვიაშვილის შვილი, რომელსაც მემკვიდრეობით დიდი ტალანტი და მემკვიდრეობა ერგო.
დაკვრის მანერაში აშკარად შეიმჩნევა Bill Evans-ის გავლენა, თუმცა გიას არ აკლია ინდივიდუალობა, რაც კონცერტის შემდეგ არა ერთმა კრიტიკოსმა აღინიშნა.
გიორგი სამსონაძე შედარებით ახალგაზრდა თაობის მუსიკოსია, თუმცა, ამ მოკლე პერიოდში მან უკვე შესძლო დიდი გამოცდილების დაგროვება. "ვფიქრობმ, რომ შესრულების დროს კონტრაბასისტმა სანდო და სტაბილური საყრდენი უნდა შეუქმნას სოლისტს, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ სოლო პარტიებს, გიორგის ეს ძალიან კარგად გამოსდის, მასთან ყოველთვის მუშაობა სასიამოვნოა" -აღნიშნავს მომღერალი
მაია ბარათაშვილი გახლავთ მუსიკოსი, რომელიც გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერით.
ეს ჩანს როგორც მის დამოკიდებულებაში როგორ კონკრეტული კომპოზიციისადმი, ასევე პრაზირებასა და ინტონაციაში. იგი დაჯილდოვებულია არტისტიზმით და არასდროს ღალატობს ზომიერების გრძნობა. ეს ყოველივე ზემოთქმული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა უკვე სახელმოხვეჭილი ვოკალისტების გავლენის ქვეშ მოქცევისა, რამაც შესაძლებელია ჩარჩოებში მოაქციოს მუსიკოსი.
რა აქვს საერთო თბილისელ და ლონდონელ მსმენელს და რითი განსხვავდებიან ისინი?
ჩემი აზრით კონცერტს სწორედ ის ადამიანები ესწრებოდნენ რომლებსაც უყვართ მუსიკა და რაც მთავარია ესმით იგი. დამსწრეთა შორის იყვნენ მუსიკოსები როგორც უცხოელი ასევე ქარტველებიც. გარდა ამისა იყვნენ რუსული ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც თაობებით ლონდონში ცხოვრობენ. აუდიტორია რეაგირებდა ადეკვატურად, მე იმას ვგულისხმობ რომ, ყოველი ინსტრუმენტული სოლო პარტიის შემდეგ დარბაზში ტაში ისმოდა, ეს არა მარტო ემოციისა და კეთილ განწყობის, არამეტ მუსიკალური განათლების მაჩვენებელია.
რომელი მუსიკის მოსმენას ურჩევდით ახალგაზრდა მსმენელს?
ახალგაზრდა მსმენელების მუსიკალური გემოვნების ჩამოსაყალიბებლად უპირველეს ყოვლისა მიზან შეწონილი იქნებოდა კლასიკური მუსიკის მოსმენა. ეს ისეთივე აუცილებელია მოზარდისთვის, და განსაკუთრებით იმისათვის, ვინც მუსიკალური ნიჭით არის დაჯილდოვებული, როგორც დამწყები მხატვრისათვის საგნის ან ფიგურის აგების სწავლა. ამის შემდეგ მოზარდი თვითონ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ტუ რა მუსიკას მიაკუთვნოს პრიორიტეტი. გათვალისწინებით იმისა რომ ჯაზური მუსიკა კამერული მუსიკის რანგში არის აყვანილი, არ არის გამორიცხული რომ მოზარდმა სწორედ ჯაზს მიაკუთვნოს უპირატესობა. არსებობს საიტი სადაც შეიძლება ხარისხიანი მუსიკის მოძიება - www.forum.ge - სექცია "მელომანია" ქვე-სექცია jazz download. საითზე განთავსებული პირადი მუსიკალური კოლექცია ნებისმიერი გემოვნების მსმენელს დააკმაყოპილებს.
გთხოვთ უახლოეს გეგმებზე ვისაუბროთ?
არასდროს ვსაუბრობ გეგმებზე, რადგანაც ყველაფერი კარგი სპონტანურად ხდება.
სურათზე გია რაქვიაშვილი და მაია ბარათაშვილი.
მიმაგრებული სურათი
I Love You Andromeda... And I Will Do Anything To Find You In My Soul...