rockatakaამ ბლოგზე ვარ დარეგისტრირებული, კარგი რამეა... ბევრი საინტერესო რაღაც ვიპოვე იქ

მოკლედ, მოვუსმინე Sylvan-ის ამ ალბომს და ალბათ დაგეთანხმებით, შედევრობამდე ბევრი უკლია, თუმცა ცუდი ალბომიაო ვერც ამას იტყვი. ერთი მოსმენით რაც აღვიქვი, პირველი რამდენიმე სიმღერაა საუკეთესო. აბლომის შუაგულია ყველზე სუსტი, (თუმცა From The Silence მომეწონა). King Porn და God Of Rubbish სუსტია. ბოლო სიმღერა ძალიან სასიამოვნოა, საკმაო მრავალფეროვნებით და ბოლოს კარგი სოლოთი. ვოკალისტიც არ მომეწონა ზოგიერთ სიმღერაში, ნუ, საბოლოო ჯამში 3+ -ით ალბათ, მეტი ვერა, კიდევ ერთხელ მოვუსმენ მერე, იქნებ რამე ახალი დავიჭირო

ახლა ალბომი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც დღეს საღამოს სილვანის შემდეგ მოვისმინე და განწყობა ძალიან ამიმაღლა. იაპონურ ჯგუფ
Asturias-ის ერთი ალბომი, როგორც მახსოვს ადრე ამ თემაში დავდე. დღეს კი მათი ახალი ალბომი ვიშოვე... ჩემი აზრით მათი ახალი ნამუშევარი ფანტასტიკური ალბომია, სტილით სადღაც შუაში დგას მაიკ ოლდფილდსა და ენტონი ფილიპსს შორის. რამდენიმე მომენტში ალბათ ამ ორი მუსიკოსისთვის დამახასიათებელ თემებსაც დაიჭერთ, მაგრამ პლაგიატიზმამდე საქმე არ მიდის. ამის თქმის მიუხედავად, მუსიკა ნამდვილად არაა კლონირებული, აქ ბევრია "ასტურიასისეული" ნიუანსი (დინამიზმი, ჟღერადობა, კომპოზიციური ნიუანსები...) და რაც მთავარია, მთელი ალბომი მაძილზე უშრეტი ფანტაზია. ალბომი შედგება ორი ნაწილისაგან ეს ორი ნაწილი კიდევ ნაწილებად არის დაყოფილი

არ შემიძლია ამ ალბომს 5-იანის მეტი რამე შეფასება მივცე... ულამაზესი ალბომია! ალბათ საუკეთესოც ჯგუფის დისკოგრაფიაში.
Asturias - In Search Of The Soul Trees (2008)ტრეკლისტი:
1. Part 1 - Spirits (6:08)
2. Part 1 - Revelation (3:39)
3. Part 1 - Reincarnation (3:08)
4. Part 1 - Fountain (3:52)
5. Part 1 - Woods (6:27)
6. Part 2 - Pilgrimage (3:37)
7. Part 2 - Paradise (6:04)
8. Part 2 - Woods Storm (3:31)
9. Part 2 - Soul Trees (10:40)
10. Part 2 - Dawn (3:22)
შემადგენლობა:
Yoh Ohyama - გიტარა, ბასი, მანდოლინა, კლავიშები, გლოკენშპილი, არფა, ვიოლონჩელი, პერკუსია, სინთეზატორები
Haruhiko Tsuda - გიტარა (6)
Tsutomu Kurihara - გიტარა (5)
Satoshi Hirata - გიტარა (3)
Akira Hanamoto - მელოტრონი (1, 3, 8)
Yoshihiko Kawagoe - ფორტეპიანო (2, 10)
Kaori Tsutsui - კლარნეტი, ფლეიტა (1, 2, 7)
Kyoko Itoh - ვიოლინო (1, 5)
Misa Kitatsuji - violin (9)
Shigeo Sasaki - დასარტყამი ინსტრუმენტები (2, 4, 8)
Aya Nasuno - პერკუსია
Kanako Itoh - ვოკალი
Hassy - ვოკალი
ლინკი:
http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=eed400a27dd87eb4 * * *
კარგი იყო
Kampai-ს ალბომი... დიდ მწვერვალებს არ ეტანებოდნენ, მაგრამ "მამაპაპური ნეოს სული" ჰქონდათ

ამასაც, სილვანივით, 3+ -ით

Love Is The Sickness-მა დაგლიჯა
მიმაგრებული სურათი