მოკლედ, არც ვიცი, საიდან დავიწყო..
ალბათ, ვიდეოს ყველაზე ამაღელვებელი კადრებია სცენაზე 'ჩემო კარგო ქვეყანას' შესრულება. და იენის მიერ დაბოლოებული 'მომავალი შენია'.

ვზივარ და სერიოზულად, ცრემლებს ვერ ვიკავებ ვიდეოს მთლიანად ნახვის შემდეგ... არანაირად არ მადარდებს, რომ გილანი გვპირდება საქართველოს მხარდაჭერას 'ნებისმიერი მასშტაბის კონცერტით', თუკი 2 წლის მანძილზე რამე გაგვიჭირდება (2 წლის შემდეგ რაც დაიწყო, ყველამ ვიცით)...და არც ის, რომ ორი წლის მერე ჩამოსვლას შეგვპირდა და არ ჩამოვიდა. მილიონი რამ ხდება ადამიანის ცხოვრებაში ნაღდად...მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ამბობს, გულიდან მოდის... იშვიათი ადამიანია, ნამდვილად.
რა თქმა უნდა, 9 აპრილის მემორიალთან გავლა უკვე ტრადიციულიც არის, პრინციპში, გასაკვირიც არაფერი იყო...
მოკლედ, ყველაფერი ერთად ტრიალებს თავში - გილანიც და მოგონებებიც 90იანების დასაწყისზე, იმ საშინელ პერიოდზე, როდესაც გილანისათვის ნაკლებად გვეცალა, ზოგიერთს კი ისე ჩაუარა გვერდით ამ ამბავმა, დღემდე არ იცის, რომ მსოფლიო დონის ასეთი პიროვნება არის ჩვენთან ნამყოფი. თეორიულად და ისტორიულად შეიძლება ვიღაცას კი ეღირსა კოკერის ნახვაც (ბოლოს და ბოლოს, ვუდსტოკის ფესტივალის ერთ-ერთი highlight იყო თავის დროზე), მაგრამ გილანი..ღმერთო ჩემო. რომ უყურებ ამ კადრებს..ერთ მხრივ, ყველაფერი ოდნავ დაუჯერებელიც არის. ამ ქვეყნად სასწაულები ხდება, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს
gigi_555ქედს ვიხრი პირადად შენს წინაშე, რომ გაგვანდე ეს ვიდეო... არც ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა ასეთი მარგალიტისათვის.