ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ნამუშევარი, რომელიც New Age სტილის ერთ-ერთ საფუძვლად ითვლება. საერთოდ, New Age-ს ბევრი მელომანი, ცოტა არ იყოს, აგდებულად უყურებს, ვინაიდან ეს სტილი ზოგისთვის ძირითადად ზედაპირულ, ჩაშაქრულ და უსტრუქტურო სინთეზატორულ მუსიკასთან ასოცირდება, ზოგისთვის კი ელექტრონულ რიტმებზე დადებულ ფსევდოეთნიკურ სემპლებთან (ეს კიდევ უარესი). თუმცა, თუმცა ამ კომერციული ზედაპირის ქვეშ ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო მუსიკა იმალება და სტილს ცოტათი თუ ჩავუღრმავდებით, ღრმა და და ღირებულ ალბომებს აღმოვაჩენთ. ასეთია ნოვატორ
Iasos-ის სადებიუტო ალბომი. აქ ბევრ რამეს, კოსმიურ, ფსიქოდელიურ მუსიკას, ენთო-ფოლკ ელემენტებს (არა სემპლებს და რემიქსებს

), ჯაზს და სხვა მიმდინარეობებს შეხვდებით, ყველას ერთგვარ სამედიტაციო, სულიერ პრიზმაში შეკრებილს და გარდატეხილს. მოკლედ, რეკომენდებულია. საკვირველიც კია ასეთი ალბომების შემდეგ როგორ შეიქმნა ამ ჟანრის მიმართ ასეთი ზერელე და ლაყე სტერეოტიპი, რომელიც სამწუხაროდ ბევრმა ამ სტილში მოღვაწე მუსიკოსმაც აიტაცა.
P.S, ეს ალბომის თავდაპირველი გამოცემაა; რემასტერიც არსებობს, მაგრამ ეს გამოცემა გაცილებით უკეთესია.
Iasos - Inter-Dimensional Music (1975)ტრეკლისტი:
1. Libra Sunrise - Formentera Sunset Clouds (6:11)
2. Lueena Coast (4:55)
3. Lanua Cove - Lagoon Night - Siren Shallows (6:31)
4. Aries (1:29)
5. Crystal Petals (3:14)
6. Osiris Bull-Man (5:42)
7. Creation - Cloud Prayer (7:03)
8. The Bubble Massage (4:58)
9. Maha-Splendor (5:49)
შემადგენლობა:
Iasos - ყველა ინსტრუმენტი
Carl Schwindeman - ელექტროგიტარა
ლინკი:
http://bin.ge/file/36638/Iasos---Inter-Dim...s-1975.rar.html
მიმაგრებული სურათი