ვაააააააა ეს არ წამიკითხავს აქამდე....
რაკატაკ, ამას სერიოზულად ამბობ?
ვახ, ერთია რომ შენ გირჩევნია 1 და სხვას მეორე... ანუ შეიძლება ვიღაცას ეკიდოს დიაპაზონი, ტექნიკა, შესრულება და სხვა კრიტერიუმებით აფასებდეს ვოკალისტს... მაგრამ ჩისტა ობიექტურად რომ ავიღოთ რასაც ქვია მომღერალი, ვოკალისტი, ფრონტმენი - ამ მხრივ გილანს ბადალი არ ჰყავს...
კაი ჩამოვთვალოთ ეხლა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მაგარი ვოკალისტი და გავაკეთოთ ჰიუზის და გილანის შედარება... ამ შემტხვევაში შედარებები სრულიად დასაშვებია რადგან ფაქტიურად ერთი სტილის და ბექგრაუნდის ვოკალისტები არიან ორივე:
დიაპაზონი: ამ მხრივ იან გილანს კონკურენტი არ ყავს როკ-მუსიკაში. ახლახანს წავიკიტხე იუტუბზე რომ D6-საც კი იღებდა გილანი, და დიაპაზონის მხრივ 2-3 ნოტით უფრო ფართო ვოკალი აქვს ვიდრე ეს ქონდათ მერკურს და პლანტს, კაცი სოპრანო იყო ბოლოსდაბოლოს და დაბალი ბარიტონიდან უმაღლეს სოპრანოზე გადასასვლელად ზუსტად 1 წამი სჭირდებოდა. ჰიუზზე ლაპარაკიც ზედმეტია, დიაპაზონით ვერ შეედრება გილანს...
ემოცია: მიუხედავად ჰიუზისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემისა, არ არსებობს სიმღერა სადაც მისი ემოცია ჩანს... ლაივზე თუ სტუდიაში რასაც ჰიუზი აკეთებდა, ეს იყო
დიაპაზონის დემონსტრირება, და ამ დროს უკვე ემოცია იკარგება. ამის საპირისპიროდ, გილანის მიერ შესრულებული იესოს პარტიებიც კი საკმარისია, რომ დაინახო განსხვავება... ჩართე სიმღერა Gethsemane სუპერსტარიდან, და იგრძნობ რომ სიმღერას იმენა იესო ასრულებს. და აქვე აღიარე, მაგ სიმღერის მოსმენისას ტანში ჟრუანტელი რა დოზით გივლიდა?
ლირიკა: გარდა მომღერლობისა, გილანი არის მწერალი და ფილოსოფოსი, და უმაგრესი იუმორის მქონე ადამიანი, რაც აისახა მის მიერ შექმნილ ტექსტებში. ტიპი ყველაფერზე მღერის, ღადაობს... და იან გილანი ვიციო არ თქვას ადამიანმა რომელსაც No Laughing In Heaven-ის ტექსტი არ აქვს წაკიტხული. ჰიუზი მაგ მხრივაც მოიკოჭლებდა, ალბომში 10 სიმღერიდან 5-ის სათაურში ერთხელ მაინც აქვს ნახსენები სიტყვები Love და you, აი მაგალიტებიც:
It Must Be Love
Did It All For Love
No Stranger To Love
Tou Told Me That You Loved Me
Your Love Is Allright
Love Communion
Will Our Love End
Beggar of Love
მოკლედ, ამდენი მადონას არ უმღერია სექსზე, რაც ჰიუზს - სიყვარულზე....
პოლიჟანრულობა: - გლენ ჰიუზი იყო არის და დარჩება როგორც ფანქ-მომღერალი... ის არ არის და არც ყოფილა როკ-ვოკალისტი. ის რაც მან და ქოვერდეილმა გააკეთეს ფარფლებში იყო ფანქი, ბლუზი... და არა როკ-მუსიკა
რაც შეეხება გილანს, იან გილანმა თავისი ვოკალი თანაბარი წარმატებით გამოსცადა შემდეგ ჟანრებში: rock, metal, funk, blues, jazz, pop, soul, r&b, folk, hip-hop და ხო, 16-17 წლის ასაკში გილანი ეკლესიაშიც კი გალობდა. და ყველა ჟანრში ტოპ-დონეზე შეასრულა...
ტექნიკა: როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხულია ჰიუზზე ვთქვათ რომ მითუმეტეს ამ მხრივ ჯობია გილანს. 70-იანების დასაწყისში იან გილანი იყო ვოკალისტი, რომელმაც იმენა სტანდარტები დაამკვიდრა: Falsetto, Head Voice, Chest Voice, vocal belting... თუკი ვინმემ ეს ტექნიკები გამოიყენა და მწვერვალზე აიყვანა, ეს იყო იან გილანი... და არა გლენ ჰიუზი...
ფრონტმენობა/ქარიზმა: იყო კარგი ვოკალისტი ცალკე ნიჭია, მაგრამ ცალკე ნიჭია იყო კარგი ფრონტმენი, ჯგუფის ლიდერი. ფარფლების 40 წლიანი ისტორიის მანძილზე ჯგუფმა შემადგენლობის ყველანაირ ცვლილებას გაუძლო გარდა ერთისა - ფარფლებმა ვერასდროს გაძლო გილანის გარეშე. ჰიუზი არასდროს ყოფილა ფრონტმენი. მიუხედავად იმისა რომ მას ბევრად კარგი ხმა ჰქონდა ვიდრე ქოვერდეილს, ჰიუზი ყოველთვის ბექგრაუნდ-მომღერლად რჩებოდა. იან გილანს კი შეეძლო წამებში ემართა 20-30-40-80 000 კაციანი მაყურებელი და + ჯგუფის დანარჩენი 4 წევრი ლაივზე. თვითონ ლორდი ამბობს რომ რა ცუდ დღეშიც არ უნდა ვყოფილიყავით, როგორც კი სცენაზე გილანი გამოდიოდა ისეთი შეგრძნება გვქონდა რომ მზემ გამოანათა და ბოლომდე ვენდობოდით რომ კონცერტს წარმარტავდაო. და ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ბლექმორი ვერ იტანდა გილანს.
რაც შეეხება ჰიუზის და ფარფლების კოლაბორაციას, გლენ ჰიუზს არასდროს არავინ დატოვებდა ფარფლების ვოკალისტად, რადგან ფარფლებს ყავდათ 1 ვოკალისტი რომელიც იყო იმენა ამ ჯგუფის ვოკალისტი და შეუცვლელი იყო... სწორედ ჰიუზის და ქოვერდეილის ფანქ-სოულმა გააბანძა ჯგუფი 70-იანების ბოლოს და უბიძგა სხვა წევრებს რომ საბოლოოდ დაეშალათ ჯგუფი. ჰიუზი არის ერთ-ერთი უძლიერესი ვოკალისტი, მაგრამ მისი მუსიკა და მისი გემოვნება საერთოდ არ ჯდება "იასამნისფერ" სტანდარტებში.
ერთადერთი, რაშიც
დღეს ჰიუზი ჯობია გილანს, ისაა რომ ჰიუზმა უკეთესად შეინარჩუნა ხმა. ამას თავისი მიზეზები აქვს:
უმტავრესია ის, რომ იან გილანი ზუსტად 41 წლის მანძილზე განუწყვეტელ ტურნეშია. ტიპს წელი არ გაუმაზავს რომ წელიწადში 100-200 კონცერტი არ ჰქონოდა, რაც თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენს ხმაზე. და 70-იანებში, 80-იანებში, 90-იანებში - ანუ სამი ათწლეულის მანძილზე ჰიუზსს ყველა კონცერტზე რომ Child In Time ემღერა, თქვენი აზრით ეხლა საერთოდ ექნებოდა ხმა???
გარდა ამისა, გილანი ცხოვრობდა არანორმალური ცხოვრებით, ბევრს სვამდა, რაღაც სირობებს აკეტებდა, ეწეოდა. სვამდა ისეთ დონეზე რომ კონცერტებზე სცენაზე პოსტერებად ეწყო ტექსტები რომ არ დავიწყებოდა. სმა და მოწევაც დიდ გავლენას ახდენს ხმაზე. გილანი არასდროს უვლიდა ხმას. ჰიუზი კი იჯდა თავისთვის სტუდიაში, ჩაწერდა ფანქ-ალბომს, გავიდოდა ტურნეზე, დაუკრავდა 15-20 კონცერტს 200 კაციან კლუბებში და მერე მთელი წელი ისვენებდა...
მნიშვნელოვანია ასაკის ფაქტორიც, ჰიუზი მთელი 8 წლიტ უფრო პატარაა გილანზე. და ჰიუზის ეხლანდელ ასაკში (ანუ 8 წლის წინ) გილანი ჯერ კიდევ ჩაილდ ინ თაიმს მღეროდა...
და ბოლოს,
აუცილებლად ნახეთ ეს 2 ვიდეო:
1. იან გილანის ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ნოტები:2. იან გილანის ვოკალი 2000-იან წლებშიდა მხოლოდ ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ დატოვეთ კომენტარი 
P.S იან გილანზე იმიტომ კი არ ვამბობ საუკეთესოა მეთქი რომ მიყვარს, არამედ საუკეთესო რომაა ყველა პონტში მაგიტომ მიყვარს
This post has been edited by Solitaire on 20 Mar 2009, 16:33