პროდიუსერებიც მასონები არიან, ეგენი ჭეშმარიტ მუსიკას კლავენ.

არცერთი ცნობილი ჯგუფი, მოყოლებული 70-იანებიდან დამთავრებული დღევანდელი დღით, თავს უფლებასაც კი არ აძლევდა, რომ პროდიუსერი ჰყოლოდა!

პროდიუსერი მხოლოდ მათ ჰყავთ, ვინც დაბალხარისხიან, უგემოვნო მუსიკას ქმნის.

და სანამ სხვა იტყვის, მე ვიტყვი არც მუსიკალური განათლება საჭირო, "მთავარია გულიდან რა მოდის" © ბაკურ ბურდული
ეგრე რო ფიქრობენ საქართველოში, იმიტოა რო როკ-კონცერტებზე შესასვლელი ბილეთები 2 ლარი ღირს და თუ ლიტრიანი არყით მიხვედი საერთოდ პირველ რიგში დაგსვამენ

იმიტოა, რო მსმენელის კულტურა არ არსებობს და იმიტოა, რო ამდენი წელია, ერთი ნორმალური, თუნდაც დაბერებული როკ-ჯგუფი არ ჩამოსულა და კიდე კაი ხანი არ ჩამოვა.
ფული ცუდი სიტყვა არაა. ელემენტარულად კარგ განათლებას, კარგ ინსტრუმენტებს, კარგ აპარატურას, კარგ ხმის რეჟისორს, კარგ არანჟირებას, კარგ განათებას და ზოგადად ყველაფერ კარგს, ჭირდება ფული. ეს ფული კი ციდან არ ჩამოვარდება, ფული ვინმემ უნდა გადაიხადოს. შესაბამისად ვინმე უნდა დაინტერესდეს, ვინმემ ჯიბიდან ფული უნდა ამოიღოს და ჯგუფში დააბანდოს. ეგ რომანტიკა და "რასაც მინდა იმას ვუკრავ" კი 2 შემთხვევაშია ჭეშმარიტი:
1. თუ ე.წ. "ანდერგრაუნდში" ზიხარ და რაღაცას ჟღარუნობ და იძახი რო "აქ ეს არავის ესმის" და რა აზრი აქ.
2. თუ უკვე მილიონერი ხარ და შენ გემოზე აკეთებ რასაც გინდა და როგორც გინდა.
მეორეს მხრივ, რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ცნობილი უცხოელი მუსიკოსები და ჯგუფები თავდახრილები უსმენდნენ საკუთარ პროდიუსერებს და თუ ეს უკანასკნელი ეტყვის "სცენაზე შიშვლები გადითო" შიშვლები გავლენ. არსებობს ეგეთი ცნება, სახელად კონტრაქტი, სადაც წერია ვინ, რითი და ვისთანაა ვალდებული, შესაბამისად თუ მუსიკოსი იდიოტი არაა, ეჭვი მეპარება ისეთ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, სადაც წერია რო პროდიუსერზე მონად იყიდება.

ამიტომ ვერ დაგეთანხმები იმაში, რო "ჭეშმარიტი მუსიკა მხოლოდ ანდერგრაუნდში იქმნება და ნახუი პროდიუსერები", ჯერ ისიც საკითხავია ვინ განსაზღვრავს მუსიკის ჭეშმარიტებას და არაჭეშმარიტებას.