ბათუმში Сoolio იმღერებს
14:34 03-10-2010
ბათუმში Сoolio იმღერებს ბათუმში, პიაცას მოედანზე 9 ოქტომბერს ცნობილი რეპერი Сoolio იმღერებს. ცნობილი რეპერის კონცერტი ოქტომბრის Weekend-ტურების ფარგლებში გაიმართება.
როგორც ~ინტერპრენიუსს~ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ დიასამიძემ განუცხადა, ოქტომბრის გეგმა უკვე სრულად გაწერილია. ~მსგავსი ტიპის ჭეეკენდ-ენდებს წელს პირველად ვაწყობთ. ველოდებით, რომ წლევანდელი ოქტომბერი ტურისტების რაოდენობის კუთხით გასული წლის ოქტომბერთან შედარებით უკეთესი იქნება. წინასწარი გათვლებით, 50 000-მდე ვიზიტორს ველოდებით~, - აღნიშნა დიასამიძემ.
ოქტომბრის Weekend-ტურების შეძენა მსურველებს თბილისში, საინფორმაციო ცენტრში და ქუთაისშიც შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში შექმნილი სპეციალური ტურისტული პაკეტებით მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ ფასდაკლებას სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებში (15-25%), ხოლო გასართობ კლუბებსა და ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში უფასოდ შესვლას შეძლებს. ტურისტული პაკეტების ღირებულება 55 ლარიდან იწყება.
თემურ დიასამიძის განცხადებით, ხვალიდან აღნიშნული ტურისტული პაკეტის შეძენა მსურველებს ტრაბზონშიც შეეძლებათ.
ოქტომბრის Weekend-ტურების განმავლობაში დაგეგმილი კონცერტები პიაცასა და ერას მოედნებზე და ახალ ბულვარში ამფითეატრთან გაიმართება. პროექტის ფარგლებში, ბათუმში ჯგუფ "ეგარის", ბაკურ ბურდულის, ჯგუფ "სტრინგის", "რეგიონის", "ფრანის" და სხვა კონცერტები გაიმართება. Weekend-ტურების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს 31 ოქტომბერს ნიაზ დიასამიძე და "33 ა" დახურავს. წყარო:
http://new.interpressnews.ge/ge/regioni/14...-imgherebs.html