კი, ნამდვილად ასეა.
................................................................................................................
მოდით რაციონალურად აღვწეროთ აუდიოფილური საკითხი.
პირველი,
მუსიკის მოსმენაში რაც გვაქვს,
ესაა:
ხმოვანი/აუდიო/ ინფორმაციის/მონაცემების/ შემნახველი/მატარებელი/.
ესენი არის ორგვარი:
1. ანალოგური
2. ციფრული
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%97%D0%B2%...%B5%D0%BB%D0%B8მეორე მუსიკის მოსმენაში რაც გვაქვს,
ესაა:
აუდიო მონაცემების აღმქმელი.
ესენი სამგვარია:
1. მექანიკური
2. მექანიკურ–ელექტრული
3. ელექტრული
მესამე, მუსიკის მოსმენაში რაც გვაქვს,
ესაა:
აკუსტიკური მოწყობილობა:
ესაც სამგვარია:
1. მექანიკური
2. მექანიკურ–ელექტრული
3. ელექტრული
ესენი არიან ასე ვთქვათ მთავარი შემადგენელნი.
შემდეგ მოდის თავად გარემო, მისი მოწყობა და მასში აუდიო შემადგენლობის განთავსება.
აუდიოფილის მიზანია ყველაფერი ეს იძლეოდეს საბოლოო პროდუქტის სახით საწყისი აუდიო ინფორმაციის ადექვატურობას.
* * *
........................................................................................................
გაგრძელება:
თემის ავტორი პირველ პოსტში წერს:
ვიმეორებ, აუდიოფილია არ არის მოლოდ და მხოლოდ ტექნიკის სიყვარული,... არა, აუდიოფილია მუსიკის ცოდნას გემოვნებასა და ინტელექტს მოითხოვს.. ამის მერე ხდება მუსიკის სრულყოფილად აღქმა, შემსრულებლის ამ მომღერლის ოსტატობა და ნიჭი... დეტალებში.. და არა მხოლოდ ძვირფასი ტექნიკით შეძენით.
ვფიქრობ არასწორი აზრია.
ვიკიპედიაში ძალიან კარგადაა აუდიფილი განმარტებული:
An audiophile is a person who is enthusiastic about high-fidelity sound reproduction.[1] An audiophile seeks to reproduce the sound of a live musical performance, typically in a room with good acoustics. It is widely agreed that reaching this goal is very difficult and that even the best-regarded recording and playback systems rarely, if ever, achieve it.[2][3]
Audiophile values may be applied at all stages of music reproduction: the initial audio recording, the production process, and the playback, which is usually in a home setting. In general, the values of an audiophile are seen to be antithetical to the growing popularity of more convenient but lower quality music, especially lossy digital file types like MP3, lower definition streaming services, and inexpensive headphones.[4]
The term high-end audio refers to playback equipment used by audiophiles, which may be bought at specialist shops and websites.[5] High-end components include turntables, digital-to-analog converters, equalization devices, preamplifiers and amplifiers (both solid-state and vacuum tube), horn and electrostatic speakers, power conditioners, subwoofers, headphones, and acoustic room treatment in addition to room correction devices.
ასევე კარგადაა ჩამოყალიბებული აზრი რუსულად:
Аудиофил (лат. audio «слышу», др.-греч. φιλ — любить) — человек, имеющий повышенные требования к качеству воспроизведения звука[1][2] (термин часто путают с меломаном, но последний правильней использовать для любителей музыки вообще). Аудиофилы предпочитают точнейшие аудиорепродукции, предъявляя максимальные требования как к аппаратуре (подобная техника производится мелкосерийно или единично, часто самими аудиофилами), так и к месту (помещению[3]) для прослушивания[4], его звуковым качествам.
რაც შეეხება თემის ავტორის ნახსენებ მუსიკის სრულყოფილად აღქმას, შემსრულებლის ამ მომღერლის ოსტატობას და ნიჭს..., ეს მელომანიაა.
აუდიოფილი რა თქმა უნდა ამავე დროს მელომანიცაა.
მაგრამ თემა აუდიოფილიაზეა და ამიტომ თემის ავტორის პირველ პოსტში შესწორება შევიტანე, რათა აუდიოფილია განვაცალკევოთ მელომანიისგან.
.......................................................................................................................................................
* * *
საუბარი პირველი:
ზემორე აუდიფილიის რაციონალური გადმოცემის შემდეგ ვისაუბროთ მიმდევრობით, ჯერ აუდიო მატარებელზე, შემდეგ აუდიო ამღქმელზე და ბოლოს აუდიო აკუსტიკაზე.
..............................................................................
ხმოვანი/აუდიო/ ინფორმაციის/მონაცემების/ შემნახველი/მატარებელი/.
თემა ძალიან ვრცელია, პირადად მე მაინტერესებს რას ფიქრობს აქაური საზოგადოება ვინილზე. ჩემი გამოცდილებით ვინილი არის საუკეთესო ხარისხის ხმის მატარებელი.
რას ნიშნავს აუდიო ხარისხი? აუდიო ხარისხი ნიშნავს აუდიო დედანთან მაქსიმალურ აუთენტურობას: authentic = აუთენტური: ნამდვილი, ჭეშმარიტი, უტყუარი, უეჭველი; დედანთან სწორი, ორიგინალი , ორიგინალის ძალის მქონე.
ანუ, ჩემი სმენით ვინილი იძლევა ყველაზე მეტ აუთენტურობას ორიგინალთან/დედანთან, პირველწყაროსთან/.
ესე იგი, მაგალითად ვიწერთ ვირის ყროყინს ან ადამიანის სიმღერას. ვინილზე განაკეთები ჩანაწერი დანარჩენ სხვა სახის ჩანაწერებთან შედარებით ყველაზე ობიექტურად გადმოგვცემენ პირველწყაროს.
მეორე ადგილზე ვაყენებ მაგნიტურ ლენტას. იძლევა ვინილთან საკმაოდ მიახლოებულ ხარისხს. ამბობენ რომ მასტერ ლენტა ვინილზე უკეთესიაო, მაგრამ მე არ მომისმენია მასტერ ლენტის ჩანაწერი, და საერთოდ ვფიქრობ ამ თემაში უნდა შევიზღუდოთ იმით, რაც უმრავლესობისთვის არის მისაწვდობი, ან თუნდაც უმცირესობისათვის, ოღონდ არა ძალიან დიდი უმცირესობისათვის. ანუ მასტერ ლენტი ამ თემის ფორმატში ვერ ჯდება.
მაგნიტური ლენტები მე აღარ მაქვს.
მაქვს ვინილები, კომპაქტ დისკები და მუსიკა ჩაწერილი კომპიუტერში. იუთუბიდანაც ხშირად ვისმენ.
საუკეთესოა ვინილი, კომპაქტ დისკი და კომპში ჩაწერილი მაგალითად ფლაქ ფორმატში ჩემი აზრით ერთი და იგივეა, იუთუბი ყველაზე დაბალი ხარისხია.
ესაა რაც შემიძლია აუდიო მატარებლებზე ვთქვა.
თქვენ რას იტყვით?