ცოტა ხმა მაღალი ნთქვამია
ეგ მოდელი არ მქონია, მქონდა ATH-A700 წელიწადზე მეტი ვიყენებდი. A500-ის ხმოვანებაზე შემიძლია მხოლოდ მცირე
ვარაუდი გამოვთქვა ამპლიტუდურ-სიხშირული მახასიათებლის მიხედვით თუ A700-ს შევადარებ:
A500:
A700:

პირველივე მოსმენით რაც სმენას აშკარად ხვდება: მაღალ რეგისტრში დომინირებს, ბასიც და საშუალოც ნორმაზეა მაგრამ მაღლები მჭრელია აშკარად. A700-ს ეს პიკი აქვს 4-5khz მიდამოებში, საერთო ფონთან(102db) შედარებით +13db. A500-ს კი დაახლოებით 7-13khz შუალედში +23db, როცა ხმაურის საშუალო დონე 100db უწერია. ლოგიკურად აშკარად გამოკვეთული "ციკ-ციკი" უნდა ქონდეს ATH-A700-თან შედარებით.
რავიცი სხვა რა გითხრა კიდევ, კონტრუქცია ერთნაირი აქვთ, გამძლე და მყარი, კაბელი ძლიერი. იშვიათად შემხვედრია მასეთი კოფორტული ყურსასმენები. გაბარიტების მიუხედავად თავზე საერთოდ არ იგრძნობა, მთელი დღე შეიძლება გეკეთოს და არ დაიღალო. აქვს საკმაოდ ძლიერი ხმა, ზედმეტად ძლიერიც.
მუსიკის მოსმენისას იგრძნობა დიდი სცენა, კარგი დეტალიზაცია. მშვენივრად ისმინება ჯაზი, ბლუზი, ბლუზ-როკი, არტ-როკი, ფოლკ-როკი, იდეალურად კლასიკური და აკუსტიკური მუსიკა. არ გამოდგება მძიმე მეტალის მოსასმენად. და საერთოდ მგონი იაპონელები აუდიო ტექნიკის ყურსასმენებს მხოლოდ კლასიკური ჟანრის მუსიკისათვის ამზადებენ
ფასს რაც შეეხება ძვირი მგონია მაგ ყურსასმენისათვის. უფრო იაფად შეიძლება შეძენა ამაზონზე და ებაიზე.
პლეერზე, ლეპტოპზე მუშაობა გამაძლიერებელის გარეშე კი არ გამოვა, მაღალი წინაღობა აქვს.
This post has been edited by morixei on 28 Sep 2012, 01:00