ძალიან მაგარი ჯგუფი

მიუხედავად იმისა რომ არც ბლექმარკეტის არც პოსტპანკის და არც ალტერნატიული როკის მიმდევარი არ ვარ, პლაცებო მაინც ძალიან მიყვარს. ჩემს ტოპ-ხუთეულში მყარად აქვს დამკვიდრებული ადგილი თავისი რამდენიმე სიმღერით

Running up that hill - ალბათ ერთერთი ყველაზე მაგარი ტექსტი და იდეალური შესრულება (კეით ბუშთან ბოდიში)
Where is my mind - ესეც ძალიან მაგარია, ტექსტს, რითმს და შესრულებას რომ თავი დავანებოთ, მარტო ტაილერ დარდანის ხათრით მოუსმენს კაცი

(ბოდიში პიქსისთან)
და კიდევ ბევრი Every me every you და bright lights ორივე ერთ სტილშია და ცოტა ლაითი მაგრამ კარგი მოსასმენი, special needs, song to say goodbye, infra red და კიდევ სხვები.
საერთოდ ნახევარი პლაცებო ტექსტია ჩემი აზრით. რასაც ტარანტინო, ფინჩერი ან ლინჩი ფილმში აკეთებენ, ესენი იგივეს სიმღერით გადმოსცემენ.
პ.ს. ჰო აქ იმისთვის შემოვედი რომ რამდენიმე სიმღერის ლინკი მომეძებნა და ვიპოვნე კიდეც. დიდი მადლობა დამდებს