მადლობა ირაკლის ინფორმაციისთვის !!!
ეხლა რა ხდება: თუ ვინმეს მეტალის და მსგავსი მიმდინარეობების გარდა სხვა მუსიკაც აინტერესებს, ვაყალიბებ ჯგუფს და მჭირდება ბას და სოლო-გიტარა. ჯგუფში იქნება ვიოლინო, ბას, სოლო, რიტმ-გიტარა და დრამი. მე თვითონ ვცდილობ

დავუკრა რიტმი/თემა. ვირტუოზულად ვერ ვუკრავ და არც მაქვს მაგის ამბიცია, მაგრამ ჩემს საქმეს გავაკეთებ. მაქვს ხუთ წლედი დამთავრებული კლასიკური განხრით. დაწერილი მაქვს დაახლოებით 12-მდე კომპოზიცია, რომელშიც შესულია ჯაზის, ბლუზის, ბლუზროკის და კალსიკის ელემენტები. ვცდილობ და ვატარებ ექსპერიმენტებს რო დავტვირთო ასევე სხვა ჟანრების ელემენტებითაც. არ არის სავალდებულო რომ მუსიკოსი ვირტუოზულად ფლობდეს ინსტრუმენტს. მთავარია მოეწონოს რასაც ვწერ, არ იყოს უაზროდ ამბიციური და თვითკმაყოფილი. ჯგუფში უნდა იყოს მეგობრული და სერიოზული დამოკიდებულება ერთმანეთისადმი და მუსიკისადმი. ძალიან ბევრი მაქვს მეც სასწავლი და სიამოვნებით გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც. მადლობთ