jackerგაუმარჯოს,
არ გირჩევ დინამიკების გამოწერას ძვირი დაგიჯდება ტრანსპორტირება და ვერც ისეთს ვერ მიიღებ როგორიც გინდა
მაგას ჯობია აქ ნახო my market-ზე რამე, ოღონდ ნუ ნორმალური მდგომარეობის უნდა იყოს, ან სმაილში (სადაც მე ვიყიდე გამაძლიერებელი + დინამიკითურთ და ძალიან მაგარია) ან კიდე იამაჰაში ან სხვა მსგავს მაღაზიაში თუ რათქმაუნდა ფინანსურად არ გიჭირს

პასიური + გამაძლიერებელი ყოველთვის ჯობია აქტიურს
მიზეზი #1: გამაძლიერებელი არის უდიდესი ფუფუნება მუსიკის მოსმენის დროს და განსაკუთრებით ისეთ ხარისხში როგორიც ვინილია
მიზეზი #2: სიმძლავრე ბევრად უკეთესი აქვს, უფრო მეტი ფუნქცია აქვს (რათქმაუნდა გააჩნია გამაძლიერებელს) და ა.შ.
მიზეზი #3: არაპროფესიონალურია აქტიური დინამიკები ზოგადად და იყენებ სამოყვარულო დონეზე.
ვინილის შენახვას რაც შეეხება აუცილებლად ვერტიკალურ მდგომარეობაში, ის კი არა აუცილებლად ყველა ვინილის ფირფიტა უნდა იდოს ე.წ. inner sleeve-ში და გარეკანის დაცულობის თვალსაზრისით კიდე აუთერ სლივის პარკებიც გამოვიწერე მე მაგალითად, კმაყოფილი ვარ, ცოტა ძვირი დაჯდა მაგრამ მაინც.
იმ 10 ვინილს არაფერი არ მოუვიდოდა ესე უცებ არ ინერვიულო, მთავარია სულ ეგრე არ გედოს. ზოგადად ფირფიტები დეფორმირებას განიცდის ეგრე და მაგიტო არაა სასურველი
Alixმაგის ბაზა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ფასები 1 ლარიდან იწყება და გააჩნია რარიტეტულია თუ არა ზოგადად
მაგალითად ვინმე თუ მიშოვის Cannibal Corpse-ის მელოდიის ვინილს მე ვიცი რასაც გადავიხდი