ტაკ, ასაკის მიხედვით მივყვები:
1-2-3 თვის ასაკში: ვუსმენ დედაჩემის უსმენოდ და საშინელ ხმაზე ნამღერ იავნანას

6 წლისამ პირველად ვნახე ფილმი "იავნანა" და ჩავიციკლე თამრიკო ჭოხონელიძის ნამღერ იავნანაზე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს (ეგ სიმღერა)
1-7 წლამდე არ მახსოვს
7-8 წლის ასაკში ბიძაჩემი მჩუქნის მაგნიტოფონს რომლის საშუალებითაც შემიძლია რადიოდან >> კასეტაზე ჩავიწერო სიმღერები. პირველი სიმღერა რაც ჩავიწერე (არ გაგიკვირდებათ და) Deep Purple - Child In Time. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა ვინ მღეროდა და რა ერქვა სიმღერას, მახსოვს რომ გავრეკე როცა გილანის კივილი მოვისმინე.
გარდა ამისა, იგივე პერიოდში 3-4 კასეტას ვავსებ (როგოც მოგვიანებით გავიგე) ბითლზის, დიფ ფარფლის, გრანდ Fანქის, ელვის პრესლის და რამდენიმე ბრიტანული და ამერიკული როკენროლ ჯგუფების სიმღერებით, ოღონდ არ ვიცი ვინ მღერის...
9-10-11 მუსიკალურ გემოვნებას მიყალიბებს რადიო. თუ არ ვცდები მწვანე ტალღა თუ პირველი რადიო. არ მახსოვს ზუსტად.
1999-2000 წელი - ქართულ სცენაზე ჩნდება ჯგუფი სახე და ლელა წურწუმია და ორივე აკეთებენ ისეთ შოუს, როგორი შოუც მაშინდელ თბილისში არავის ჰქონდა ნანახი. სერიოზულად მგონია რომ საქართველოში ძალიან მაგარი პოპ-სცენა განვითარდება, თუმცა ჩემი იმედები მალევე ჩაიფარცხა
13-14 წლისას ჩემი უფროსი მეგობარი მანახებს პინკ ფლოიდის კედელს. 1 თვე ვერ გამოვდივარ შტაბეჭდილებიდან. შემდეგ იგივე მეგობარი მასმენინებს კინგ ქრიმსონს და ვინტერესდები პროგრესივ-როკით.
14 წლიდან ვიწყებ შედარებით მძიმე მუსიკის მოსმენას - დიფ ფარფლი, ლედ ზეპელინი, ბლექ საბათი, იურაი ჰიპი და.ა.შ. იმავე წელს ვპოულობ კასეტებს, რომლებიც 7-8 წლის ასაკში მქონდა ჩაწერილი, ვისმენ თავიდან და ვიგებ რომ ის სიმღერა რაზეც 7 წლისამ გავრეკე, ყოფილა დიფ ფარფლის Child In Time. დიფ ფარფლი ხდება ჩემი #1 ჯგუფი. იმავე წელს იგივე მეგობარი მასმენინებს მსოფლიოს უდიდეს როკ-ოპერას Jesus Christ Superstar, რომელიც ჩემს საყვარელ როკ-ოპერად რჩება დღემდე.
15-16 წლიდან თავს ვანებებ 70-იანების მუსიკას და გადავდივარ 80-90-იანებში. პირველად ვუსმენ Knives Out-ს რედიოჰედის ვეშს, რომელმაც მეორე გადატრიალება მოახდინა ჩემში, და ვინტერესდები მაგ პერიოდის ბევრი ალტერნატიული ჯგუფით, აქტიურად ვიწყებ ბრიტპოპის მოსმენას.
იმავე ასაკში დავიწყე 80-იანების პოპ-მუსიკის მოსმენა, მაგრამ მალევე მივხდი რა ნაგავიც იყო და დავანებე თავი. გადავქექე იგივე პერიოდის პანკი და არც ამას გამოუწვევია განსაკუთრებული სიყვარული ჩემში...
17 წლის ასაკში ვინტერესდები 2000-იანი წლების მუსიკით, ვეცნობი ელექტრონულ მუსიკას, განსაკუთრებით მიყვარდება ფოლკტრონიკა.
18 წლიდან მუშაობას ვიწყებ ოზონში და მიწევს თვეში 20-მდე ახალი ალბომის მოსმენა თითქმის ყველა ჟანრიდან, რეცენზიების ასარჩევად. ჩემს მუსიკალურ ბიოგრაფიაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია,რადგან ყველაზე ბევრი და ძალიან უცნობი და უცნაური ჯგუფები მოვისმინე ამ დროს.
18-19 წლის ასაკში ვჩითავ პროგრამა iTunes-ს, რომლითად შეგიძლია მოისმინო მსოფლიოს ასობით მუსიკალური რადიო ჟანრების მიხედვით, ჩემი დროის უმეტესი ნაწილი მიაქვს და სერიოზულად ვიციკლები 50-იანი წლების ბლუზზე, რომელსაც დღემდე თითქმის ყველაზე ხშირად ვუსმენ.
20 წლის ასაკში სრული ქაოსია, ალბომებს და სიმღერებს სხვადასხვა ჟანრებიდან random ვირჩევ...
21 წლის ასაკში მიხდება ჩემი ყველაზე დიდი მუსიკალური ოცნება და ლაივში ვნახულობ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ (და ჩემთვის #1) ჯგუფს Deep Purple, ვხვდები ჩემს საყვარელ როკ-მუსიკოსს იან გილანს და ინტერვიუს ვწერ მასთან.
იგივე ასაკში მეგობრებთან ერთად ვაკეთებ საქართველოში პირველ მუსიკალურ ინტერნეტ-ჟურნალს Muzame.ge და აქტიურად ვერთვები საპრომოუტერო საქმიანობაში, რაც საქართველოში მსოფლიოს ლეგენდარული როკ-ჯგუფების ჩამოყვანას გულისხმობს (და რის შედეგსაც ამ წლის გაზაფხულზე იხილავთ პირველად)
აი აქ ვარ ჯერ გაჩერებული, 22 რომ გავხდები გავაგრძელებ