
Masanori Takahashi, ცნობილი როგორც kitaro, არის იაპონური გრემის მფლობელი კომპოზიტორი,მუსიკოსი და 1-1 ყველაზე შთამაგონებელი მელოდიების ავტორი..
ამ დიდებულ ხელოვანს, მუსიკალური განათლება არ აქვს,ნოტებიც არ იცის,ბევრ ინსტრუმენტზე უკრავს,ორკესტრს ხელმძღვანელობს,
მუსიკის ჩაწერის თავისი მეთოდი აქვს–ნახატების სახით იწერს...კიტარო -Kitaro-ბრწყინვალე შემოქმედი,უდიდესი ხელოვანი...
ნამდვილი სახელია მასანორი ტაკაჰაში .დაიბადა 4 თებერვალს 1953 წლის,იაპონიის მხარე(პრეფექტურა) ტოიოჰაშში. ბავშვობა სოფელში გაატარა. მშობლიურ მხარეში,ბუნებასთან სიახლოვემ და სიყვარულმა განაპირობა მისი მუსიკის ასეთი ჟღერადობა,მრავალფეროვნება, ჩანს ეროვნული სახე,ისმის ბუნების ხმები: ჩიტების ჭიკჭიკი,ქარის ქროლვა, ზღვის ხმა...
უმაღლეს სკოლაში სასწავლებლად ა.შ.შ-ში გაემგზავრა.იქ ოტის რედინგის (ამერიკელი მომღერალი, რომელიც სოულის ჟანრში მღეროდა) მოსმენის შემდეგ, კიტარომ ისწავლა გიტარაზე თვითონ ისწავლა , მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი Albatross -ი და აქვე შეარქვეს სახელი კიტარო,იაპონური მულტფილმის პერსონაჟის სახელი. მოგვიანებით “კლავიშებიან ინსტრუმენტზე“დაიწყო დაკვრა.ჯგუფმა მოკლე ხანი იარსება.
ისინი გამოდიოდნენ საღამოებსა და კლუბებში. შემდეგ, 1970-იან წლებში, იგი შეუერთდა ჯგუფს სახელწოდებით "Far East Family Band", რომელთან ერთადაც შემოიარა მსოფლიო.
კიტაროს სოლო კარიერა დაიწყო 1977 წელს. მისი 2 ალბომი (Ten Kai and From the Full Moon Story) ძალიან პოპულარული გახდა.
1983 წლიდან 1990 წლამდე დაქორწინებული იყო Yuki Taoka-ზე.
(ამბობენ-) კიტაროს პირველი მეუღლე იაპონური მაფიის შვილი არის, ის ამერიკაში არ გაყვა , კიტარო ამბობს რომ დღესაც კარგი მეგობრები ვართო...
ხოლო შემდეგ, ცოლად მოიყვანა Keiko Matsubara-ზე, რომელიც მუსიკოსია და მის რამდენიმე ალბომშიც უკრავს.
კიტაროს მუსიკაში აისახება მისი თაყვანისცემა ბუნებისადმი და იმ სამყაროსადმი, რომელიც კაცობრიობის ნამდვილი სამშობლოა.
“ბუნება მე შთამაგონებს” ამბობს ის. “ჩემთვის ზოგიერთი სიმღერა ღრუბელს გავს, ზოგი კი წყალს.”“მე მიყვარს კლასიკური მუსიკა, ასევე როკიც, რომელიც ჩემთვის ასოცირდება ძალასთან და ენერგიასთან, და თუ ჩვენ ვუსმენთ მუსიკას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევიგრძნობთ სამყაროს.”live - ები ნახეთ... დაგატკბობთ...
We click each other...
Music expresses that which cannot be said and on which it is impossible to be silent...
I’d say if I have a spirituality at all, it’s about music… listen to music ,as if it really matters to my soul, to my eternal me...
Feeling twenty-two, Acting seventeen