ახლა კი უდავოდ წლის საუკეთესო ალბომი პოსტ მეტალში MAUDLIN OF THE WELL-ის შედევრი PART THE SECOND.
MAUDLIN OF THE WELL 1996 წელს შეიქმნა ბოსტონში და ერთ-ერთ ყველაზე ექსპერიმენტურ ბენდს წარმოადგენს პოსტ, ავანგარდ თუ პროგრესივ მეტალ სცენაზე. სამი წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ, 2003 წელს ჯგუფი დროებით დაიშალა, უფრო სწორედ ახალ პროექტ KAYO DOT-ზე დაიწყო მუშაობა, აი წელს კი მუსიკოსთა ამ ბრწყინვალე ჯგუფმა: ტობი დრაივერმა, ტერენ ოლსონმა, სემ გუტერმანმა, გრეგ მასმა, მია მატსუმიამ და სხვებმა, თავიანთ ძველ პროექტზე დაბრუნება გადაწყვიტეს და შთამბეჭდავი ალბომიც ჩაწერეს.
უკვე მერამდენედ მოვისმინე ეს ალბომი და რეაქცია ყოველთვის ერთნაირია, აღფრთოვანების უმაღლესი ხარისხი

ფენომენალური ნამუშევარია: ბრწყინვალე გიტარები, პიანინო, საქსაფონი, ვიოლინო, ხმოვანი ეფექტები, ხმაურიანი დისონანსები და საოცრად მომხიბვლელი მელანქოლიები. ერთი სიტყვით ამ ალბომზე შედევრი ძალიან რბილი ნათქვამია, უბრალოდ გენიალურია
პ.ს. ერთი საინტერესო დეტალი ეს ალბომი ჯგუფმა გამოსვლისთანავე თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე თავისუფალი გადმოწერის რეჟიმით განათავსა, მართლა დასაფასებელი ფაქტია, საოცარი ხალხია ტობი და კომპანია
პ.პ.ს. ალბომის ყდის გაფორმება ტობი დრაივერს ეკუთვნის, მაგრად მომწონს, სულ სხვა თემაა, მაგრამ იმჰო XX საუკუნის დასაწყისის რუსი ავანგარდ მხატვრების გარკვეული გავლენაც იგრძნობა

MAUDLIN OF THE WELL - PART THE SECOND - 2009
Songs / Tracks Listing
1. An Excerpt From 6,000,000,000,000 Miles Before The First, Or, The Revisitation Of The Blue Ghost (1999-2009) (10:55)
2. Another Excerpt: Keep Light Near You, Even When Dying (1997-2009) (5:59)
3. Rose Quartz Turning To Glass (1997-2009) (7:30)
4. Clover Garland Island (2007-2009) (8:18)
5. Laboratories Of The Invisible World (Rollerskating the Cosmic Palmistric Postborder) (2005-2009) (11:50)
Total Time 44:32
Line-up / Musicians
- Toby Driver / guitar, baritone guitar, bass guitar, vocals, hand claps
- Sam Gutterman / drums, bass guitar, other percussion, hand claps
- Terran Olson / flute, alto and baritone saxophone, piano, organ, synths, hand claps
- Greg Massi / guitar
- Josh Seipp-Williams / guitar
- Mia Matsumiya / violin
Guest Musicians:
- David Bodie / orchestral percussion & hand claps
- Madeleine Craw / cello
- Jim Fogarty / hammond elbow
http://bin.ge/file/80917/Maudlin-Of-The-We...--2009.rar.html This post has been edited by Levani_8_9 on 25 Sep 2009, 00:52
მიმაგრებული სურათი