31 ოქტომბერს თებულოტური გეპატიჟებათ
ქისტურ საღამოზე თბილისში31 ოქტომბერს, სპარსულ სახლში, კომპანია
თებულოტურის ორგანიზებით, თბილისი ქისტურ საღამოს უმასპინძლებს. ქართველებისა და ქისტების მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის.
ქართულ-ქისტური ურთიერთობები, კონკრეტული ფაქტები და ისტორიები მეზობელი ერების წარსულიდან - საღამოზე მისულ საზოგადოება შეძლებს თვალი გადაავლოს ურთიერთობის მოკლე ექსკურსს.
ქისტური კულტურა განსაკუთრებული სპეციფიკითა და თვითმყოფადობით ხასიათდება. მისი თბილისელებისთვის გასაცნობად 31 ოქტომბერს დედაქალაქს ქისტი მომღერლები ეწვევიან. საღამოზე აგრეთვე გაიმართება პანკისელი მომღერლის სულთან ბორჩაშვილის სიმღერების კრებულის პრეზენტაცია.
31 ოქტომბერს ქისტი ერის ისტორიისა და კულტურის გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა.
დასაწყისი 18:00
მისამართი: გრიშაშვილის 14. სპარსული სახლი – ჩაიხანა
დასწრება თავისუფალია
www.paata.gehttp://www.paata.ge/sultan1.mp3დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა - pvardanashvili@gmail.com
ტელ: - (+995 99) 91 46 55
Skype - paatavar