Definitely Maybeნოელი იმ სტილს რასაც ელოდები ვერ შექმნის და რომც შექმნას შეიძლება არ მოგეწონოს, არაა ეგეთი ტიპი, ვერ დადგება გიტარის გარეშე და ყელს ვერ მოიღერებს

ვერ მღერის იმ სტილში რასაც ლიამი აკეთებდა, მე პირადად ნოელის სტილიც მომწონს, მაგრამ ლიამი სხვა როჟა იყო შენც კარგად იცი. rock n roll სტარის მაგვარი რამე რომ დაწეროს და შეასრულოს, იმდენად არასასიამოვნო გამოვა რომ ჯობია ისევ თავისი სტილის მუსიკა შექმნას, ხო ხვდები? ლიამს კიდევ არც ხმა შემორჩა და არც ვინმე ნორმალური რომ რამე ახალი და სერიოზული შექმნას, ერთადერთი Roller მომეწონა სერიოზულად მაგათი ნაშრომიდან , დანარჩენი რაღაც ნაწვალები და თითქოს დაუსრულებელი ტრეკებია. იმიტომაც ალაპარაკდა oasis- ის ტრეკების შესრულებაზე თორემ თავიდან ცივ უარზე იყო არასდროს შევასრულებო

გამოელიათ გენიოს ენდის და გემს იდეები, ყველა ნოელი ვერ გამოდგა როგორც უმცროსი გალაგერი ფიქრობდა.
პ.ს ბოლო წლების განსაკუთრებით 2008,09 ოაზისი უკვე საშინლად არ მომწონდა ლაივზე, ლიამის ხმა იმდენაად ცუდად ჟღერდა რომ ზოგი სიმღერა ისევ ნოელის შესრულებული მირჩევნია, ლიამი კიდევ ძალიან მაღიზიანებს, მართლა დაუნახავი ადამიანივით იქცევა და ისეთ ილუზიას ქმნის ყველგან, თითქოს ძმის გარეშე უფრო ძლიერი იქნებოდა ოაზისთან ერთად, აი ეს მაგ კაცის თვისება ზედმეტად არ მომწონს, ბრიტია, ესპანელი, მალაიზიელი თუ იმის იქიდანაა ზედმეტად დაუნახავობა არავისში არ ვარგა