William John Paul "Liam" Gallagherდაიბადა 1972 წლის 21 სექტემბერს მანჩესტერის გარეუბანში ბარნეიჯში, ის გახლავთ ინგლისელი მუსიკოსი უფრო კარგად ცნობილი როგორც lead ვოკალი ბრიტანული როკ ჯგუფისა Oasis- ი, 1990 წლიდან მოყოლებული ლიამი ყოველთვის პრესის ყურადღების ცენტრშია თავისი, სიმღერის და ქცევების სტილით. ის გახლავთ ერთ ერთი ყველაზე ცნობადი და პოპილარული სახე ბრიტანულ მუსიკაში. მთელი ცხოვრება მისი მეწყვილე სცენაზე დუ ოჯახში გახლდათ მისივე ძმა ნოელ გალაგერი ოაზისი სიმღერების მწერალი. ლიამსაც აქვს რამოდენიმე სიმღერა დაწერილი მათ შორის "SongBirg", "I am Outta Time", " Little james", ის ასევე გახლავთ Pretty Green -ის დამფუძნებელი.
ლიამი გახლავთ მესამე და საბოლოო შვილი გალაგერების ოჯახში, მისი მშობლები ირლანდიელი პეგი და ტომას გალაგერები არიან. ტომასი ყოველთვის უხეში იყო შვილების მიმართ, ლიამმა ერთ ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ მამის ესეთმა ქცევემა და მანჩესტერ სიტის სიყვარულმა შთააგონა ის რომ არტისტი გამხდარიყო. როცა ლიამი 10 წლის გახლდათ პეგიმ ისინი საერთოდ მოაშორა მამას, დიდი დრო გავიდა მის მერე რაც მამასთან უთანხმოება ქონდათ მაგრამ ლიამი დღEსაც ამბობს რომ ის პრობლემები ჯერ კიდევ გადაუჭრელია.
ნოელი და პოლი ამბობდნენ რომ ლიამი თავიდანვე იყო ავარდნილი ბავშვი განსაკუთრებით ამას ნოელი ამბობდა და ეხლაც ამბობს : "არ მინდოდა ლიამი ჩემნაირ გზას დადგომოდა'
ძმები ძალიან ხიფათიანი ბავშვები იყვნენ 15 წლის ლიამი სკოლიდან გამორიცხეს 2 ბიჭის ცემის გამო, ასევე ხშირად იყო დადანაშაულებული ველოსიპედების მოპარვაზე მაღაზიიდან.
ნოელის განცხადებით ლიამმა მუსიკის მიმართ ინტერესი მხოლოდ გვიანდელ ასაკში გამოაჩინა 16-17 წლისამ დაიწყო ისეთI ჯგუფების მოსმენა როგორიცაა Stone roses, The Who, The Kinks, The Jam, Beatles და სხვა. მისი მთავალი მამძრავებელი ძAლა კი ჯონ ლენონი გახლდათ ზუსტად ამიტომ დათანხმდა მისი სკოლის მეგობრის პოლ მაკგიგანის თხოვნას გამხდარიყო ჯგუფ The Rain ის ვოკალისტი.
ლიამი იყო co-songwriter-ი არტურ ბონეჰედთან ერთად, ნოელის ინტერვიუში ის ამბობს რომ ჯგუფის სიმღერები საშინელება იყო , ისინი კვირაში ერთხელ რაღაც იაფასიან პაბში მღეროდნენ და იქაც 10-20 კაცის მეტი არავინ უსმენდა. ლიამმა კი 2006 წელს მტვ-ს თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "რომ არა ჩემი ძმა Rain დაიშლებოდა იმიტომ რომ ჩვენ ნაგავში ვიყავით" 1992 წელს ნოელი შევიდა ჯგუფში. ნოელმა 1994 წელს ბევრი მითქმა მოთქმის შემდეგ განაცხადა "თუ თქვენ ფიქრობთ რომ ჩემი შექმნილი მუსიკები ნაგავია, მაშIნ თქვენ არტურის სიმღერები არ მოგისმენიათ" რათქმაუნდა ყველა ბენდის წევრმა სიხარულით მიიღო ნოელი ჯგუფში 1994 წლიდან კი ჯგუფის აყვავება დაიწყო, 1993 წლის აგვისტოში ლიამი ჯგუფიდა წასვლითაც კი დაიმუქრა, მას უნდოდა რომ ჯგუფს Rain ის ნაცვლად Oasis-ი რქმეოდა მიზეზი კი უბრალო იყო, ლიამის და ნოელის ოთახში ბავშვობაში დიდი პლაკატი იყო გაკრული სადაც ეწერა" Oasis Of Life. რა თქმა უნდა ლიამს კამათი არავინ დაუწყო ამის შემდეგ კი გამოვიდა პირველი ალბომი Definitly Maybe რომელმაც სასწაულებრივი პუპულარობა მოიპოვა, ამის ერთ ერთი უმთავრესი მიზეზი კი ჯონ ლენონისადმი მიძღვნილი "LIVE FOREVER" გახლდათ ის იყო და ახლაც რჩება ოაზისის საუკეთესო სიმღერად, 2009 წლის 26 აგვისტოს Live forever აღიარეს ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ამ ათეულში მეორე ადგილზე Don't Look Back in anger გავიდა ხოლო მეოთხე ადგილი WonderWall-ს ერგო.
ნოელის ასე ვთქვათ მფარველობის ქვეშ ჯგუფმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 1994 წელს Definitly Maybe ის შემდეგ მათ ქონდათ პირველი ამერიკული ტური, ამას მოყვა ალბომი Mornign Glory რომელმაც უფრო გაზარდა მათი პოპულარობა, 1995 წელს დრამერ ტონი მაკკაროლთან ლიამს ჩხუბი მოუვიდა, ტონის ჯგუფი დაატოვებინეს. ალბომმა Morning Glory -იმ გაყიდვებით აჯობა Definitly Maybe-ის ეს უკანაკნელი გახლდათ რეკორდსმენი სადებიუტო ალბომებში ხოლო Morning Glory იმ მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანულ ისტორიაში გაყიდულ ალბომებში დაახლოვებით 8 მილიონი ეგზემპლიარი. (პირველზე თუ არ ვცდები ბითლზის რომელიღაც ალბომია). ისინი იქნცენ ჯგუფ ბლური მთავარ კონკურენტებად. 1995 წლის მიწურულს მათ გამოუშვეს Morning Glory -ის Single ალბომი რომელშიც მხოლოდ Roll With It იყო შესული მხოლოდ ეს single-ი 1 კვირაში 345 ათას ეგზემპლიარად გაიყიდა. შემდეგ იყო კნებვორთის კონცერტი სადაც 300 ათასი კაცი მივიდა ამ ერთი შეხვედვით უბრალოდ ბენდის მოსასმენად. კნებვორთი გახლდათ რეკორდი დამსწრეობით.
1995 წელს MTV unplugged ის 5 წუთით დაწყების წინ ლიამმა უარი განაცხადა გამოსვლაზე ის ამტკიცებდა რომ მას ყელი ტკიოდა და თან აკუსტიკური ვერსიები არ მოსწონდა სინამდვილეში ლიამი საშინელ პახმელიაზე გახლდათ

.
1997 წელს ლიამმა პეტსი კენსიტი მოიყვანა ცოლად. ამით დაიწყო სკანდალები, ერთ ერთი გახლდათ ის როცა ლიამმა თავის მანქანიდან ხელი გადმოყო და ველოსიპედისტი რომელმაც რაღაც ზედმეტი უთხრა თავის ველოსიპედიდან გადმოაგდო, მართალია ველოსპიედისტი არ დაშავებულა მაგრამ ლიამს ჯარიმა დააკისრეს, ამა ს მოყვა 1999 წლის მთავარი ინტრიგა როცა ლიამმა 19 წლის ფანი სიკვდილამდე ცემა , ეს ფანი ამტიკცებს რომ მხოლოდ ფოტო თხოვა მაგრამ ლიამმი ამბობდა რომ ფანმა მას რაღაც შეურაცყოფა მიაყენა, 1997 წლის 21 აგვისტოს გამოვიდა მესამე ალბომი რომელმაც ასევე კრიტიკა დაიმსახურა მაგრამ ესეც ერთ ერთი რეკორდული ალბომი გახლავთ.
1999 წელს ლიამი ცოლს გაშორდა, 2000 წელს ოაზისი დაბრუნდა ალბომით Standing On The Shoulder Of Giants, ჩაწერის დღეებში ჯგუი დატოვეს პოლ ბონეჰედმა და ალან მაკგიგანმა, ლიამი ერთადერთი წევრი იყო იმ მუსიკოსებიდან ვინც რეინი ჩამოაყალიბა. ზუსტად 2000 წელს ჯგუფში მოვიდნენ გემ არჩერი, და ენდი ბელი. 2000 წლის ბარსელონა ტურის დროს დრამერს ალან ვაითს ხელი მოტყდა, რადგან მთვრალმა ჯგუფის წევრებმა ერმანეთი ცემეს ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ნოელს ლიამმა რაღაც შეურაცყოფა მიაყენა მის შვილზე, ნოელმა მთვრალი ლიამი ცემა და განაცხადა რომ ტოვებდა ჯგუფს, ნოელი გიტარის მეტ დეიტონით ჩაანაცვლეს და რამდენიმე ხანი ესეც უკრავნდენ. მაგრამ ლიამისვე თხოვნის შემდეგ ნოელი ჯგუფში დაბრუნდა. 2001 წელს ლიამს მეორე შვილი შეეძინა. 2002 წელს გამოვიდა ალბომი Heathen Chemistry რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპვა. 2002 წკუს 7 აგვისტოს ენდი ბელი და კლავიში ჯეი დარლიგტონი დაშავდნენ ავარიაში. ნოელი კი რამდენი მე ხანი კომაში გახლდათ, ასევე მძიმედ იყო გემ არჩერიც ამ პერიოდში ლიამი ბენდთან ერთად არ იმყოფებოდა, ის მეგობრენთან ერთად სვავდი ბოსტონში. ამას მოყვა ლიამის და ალან ვაითის (მაშინდელი დრამერის) ჩხუბი მანჩესტერ იუნატიდის ფანებთან სადაც ნოელმა 4 კბილი დაკარგა ალანს კი ხელი მოტყდა. ამის შემდეგ იყო ალბომი stop the clocks - ყველაფერი კარგად მიდიოდა 2009 წლამდე სადაც 28 აგვისტოს ნოელმა ჯგუფი დატოვა და დღემდე არ შერიგებულან ძმები.
მოკლედ ესეც ლიამის ბიოგრაფია
დანარჩენ წევრებსაც
შემოგთავაზებთ ნელ ნელა

დარჩა
Gem Archer
Andy Bell
Chris Sharrock
და ბოლოს იქნება მთლიანად OASIS