Heаdშენ ერთი რამ გეშლება, მოსმენა, სიყვარული და ფორუმზე წერა სხვადასხვა რამეა!
რადგან ფორუმზე არ ვწერდი ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვუსმენდი და არ მიყვარდა!
უბრალოდ არავინ არ იყო, რამდენჯერ დამეწერა მხოლოდ მე?
შემოვსულიყავი დამეწერა, გავსულიყავი...
და გაგრძელებულიყო ასე?
რომ ისაუბრო ხალხი უნდა იყოს,
საკუთარ თავს რამდენი ხანი შეიძლება ესაუბრო გიჟივით?
ყველა უსმენდა, და ყველას უყვარდა,
უბრალოდ ფორუმზე არ იყვნენ!
სიკვდილმა გააკეთა მხოლოდ ის რომ ადამიანებს მოუნდათ მწუხარების გამოხატვა სადმე...
სად უნდა გაეკეთიბანთ ეს?
ამიტომ შემოვიდნენ ფორუმზე და დაწერეს!
და ეს სულაც არ ნიშნავს რომ დღეს დაიწყეს მოსმენა,
მაგრამ ასეც რო იყოს?
რატომ გიკვირს?
პირველი შემთხვევაა?
ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება!
არ არის ეს ბუნებრივი და კარგი...
მაგრამ სამყაროში ყველაფერი სწორად არასოდეს ხდება!
ხოლო იმაზე საუბარი რო მაიკლი სიცოცხლეში არავის ახსოვდა და ახლა შეუყვარდათ, უბრალოდ სასაცილოა.
კაცი ერთი წამით ფეხს ვერ დგამდა გარეთ რომ ათასობით ადამიანი არ აჰკიდებოდა.
ვის დასდევენ ერთი ასე?
სახლთან იყვნენ ჩასაფრებული, რო როგორც კი გამოვიდოდა მზად ყოფილიყვნენ.
მაიკლის არც ერთი გამოსვლა სახლიდან არ დარჩენილა უყურადღებოდ ,
უბრალოდ მაღაზიაში და ექიმთან ვერ გადიოდა ისე კივილ წივილი და გულისწასვლები რომ არ მოჰყოლოდა!
ამიტომ არ გვინდა ახლა აქ იმაზე საუბარი, აკლდა თუ არა ხალხის ყურადღება მაიკლ ჯექსონს სიცოცხლეში...