ეხლა შემოვედი სახლში და ჯერაც ვერ მოვსულვარ გონზე!!!!
ძალიან მაგრად დავიხარჯე!
დღეს ფიტნესი გავაცდინე და მგონი უფრო მაგარი "ფიტნესი" გამომივიდა

ჟღერადობა ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან ძნელია საქართველოში კარგი აპარატურის შოვნა (ძნელი=ცოტა და ძვირი).
საერთო ჯამში აღფრთოვანებული ვარ იმით რომ საქართველოში ამდენი კარგი ჯგუფია. არც სტრინგი იყო ურიგო.
აგერ, მეორე კონცერტზე ვიყავი და ზოგიერთი მანამდე ჩემთვის უცნობი ჯგუფის სახელიც დავიმახსოვრე: კომიკ კონდიშანი, ეპრილი, ბლუზ ფაქტორი, სტრინგი, ლაბირინთი (საღოლ სამტრედიელებს) და აი ეხლა ჩავიხედე ბილეთში, გობლინზის სახელი რომ მომეგონებინა და სანდასი. იმედია ამ ჯგუფების სახელების დამახსოვრებისთვის

კიდევ ბევრი ასეთი კონცერტი გაიმართება.
ROCK FOREVER!!!!!