აუუ წავედი ზღვისპირეთში და აქ თურმე რეები ხდება

ჩემ აზრს პუნქტებათ ჩამოვწერ:
1. kashmir- ეს სულ სხვა განზომილებაა ვაბშე და შეუცნობელია და ვისაც პლანტის კივილი გონია იმან ჯერ ზოგადი განათლება მიიღოს და მუსიკას და უფრო მაღალ მატერიებს მერე შეეხოს..
2.
bekkz - შენი ასაკიდან გამომდინარე ეგეთი აზრები ბუნებრივია, მილიონს ვიცნობ შენნაირად რო ფიქრობს

3. არ მესმის ბითლების პირველი პერიოდი რატო არ მოგწონთ, ანუ 1962-66 წლები, თუმცა გასაგებია რატომაც, ვერ იგებთ და იმიტომ, ჩემი სიგნიჩარის ბოლო წინადადებას გადახედეთ ხოლმე ხანდახან

4. რაც შეეხება ბითლებთან სხვა ჯგუფების შედარებას: ქუინის, ზეპელინის, ფლოიდის, ფარფლების წევრები პროფესიონალიზმით რათქმაუნდა ჯობდნენ ბითლების წევრებს და არ უნდა ამას კამათი

მაგალითად, სად ლენონის ვოკალი და სად პლანტ, გილან, მერკურის, ან სად ჰარიოსნის გიტარა და სად გილმორ, პეიჯ, მეი, ბლეკმორის, და ასე შემდეგ. მაგრამ ვერც ერთი ვერ შეედრება მუსიკის წერის ნიჭის თვალსაზრისით ბითლებს, თუნდაც იმიტომ, რომ ეგ ჯგუფებიც და ბევრი სხვა ბითლების გავლენის მერე წარმოიშვა,. ბიტლები სულ სხვა დონეა რა, ვაბშე მგონია, რომ ბითლზი ცალკეა და დანარჩენი მუსიკა ცალკე...
5. მუსიკა უსაქმურობისგან მოდის და კაიფში იწერებაო მაგაზე ვაბშე რა უნდა უთხრა ვინმე რო გეტყვის

და კიდე რო ითქვა ვიღაცის პოსტში, რომ 1966 წლის შემდეგ ბითლების სიმღერები კაიფის ზემოქმედებაშიაო დაწერილი, ანუ იგულისხმება, რომ სერჟანტ პეპერი, თეთრი ალბომი და ები როუდი კაიფშია დაწერილი და თუ ეს ეგრეა, როგორც ზოგი ფიქრობს, მაშინ მოგიწოდებთ ხალხნო მივიღოთ ნარკოტიკები და ვიკაიფოდ, მაგრად კი დაგვენძრევა, მარა შედევრებს დავწერთ და სამყაროს შევცვლით

6. რეპის და ბითლების შედარება 5 წლის ბავშვის დონის ინტელექტუალსაც არ მოუვა აზრად

კარგად ვიცი რეპის ისტორია და აკონით, ფიფთი ცენტით და მისნაირებით არ ვაფასებ, მარა აფსურდია როკთან კავშირი ვაბშე, როკი სულ სხვა რამეა საერთოდ, კლასიკურ მუსიკას უტოლდება მელოდიურობითაც და ემოციურობითაც, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ცოცხლად ასრულებენ გიტარებით, დრამებით, კლავიშებით და სხვა ბევრი ინსტრუმენტით, რასაც ვერ ვიტყვით კომპიუტერში აწყობილ რეპზე.
რეპიც მუსიკაა თავის ამბავში და სხვათაშორის სულაც არ მგონია, რომ ვიღაცის უაზრო ლაპარაკი და გინებაა მონოტონურ მელოდიაზე. თავისებური მუსიკაა და ვინც უსმენს უსმინოს, მე რა =))
7. დაბოლოს მეტი თვალსაჩინოებისთვის, ჩემი სიგნიჩარის ბოლო წინადადება წაიკითხეთ ხოლმე ხშირად, ვისაც ანომალიური აზრები გებადებათ ბითლებთან დაკავშირებით...
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4