ნეტავ რამოდენას გაივლი გზას,
ვიდრე გიწოდებენ კაცს?
ან მტრედი რამხელას გადუფრენს ზღვას,
ვიდრე მილულავდეს თვალს?
ჭურვები იფრენენ რაოდენ ხანს,
ვიდრე დავუდებდეთ ზღვარს?
პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,
მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.
ნეტავი რამდენ ხანს იდგება მთა,
ვიდრე გადარეცხავს ზღვა?
ან რამდენ ხანს ძალუძს მოთმენა ხალხს,
ვიდრე აღიმაღლებს ხმას?
როდემდე ვარიდებთ სიგლახეს თვალს,
ვითომდა ვერ ვამჩნევთ მას?
პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,
მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.
რა ხანს მოუნდები ზე ახედვას,
ვიდრე დაინახავ ცას?
ან კაცი რამდენ ყურს გამოისხამს
ვიდრე გაუგებდეს სხვას?
როდემდე გავნაგრძობთ ომსა და კვლას,
კმარაო – კაცმა რომ თქვას?
პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,
მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.
<3