merabsoni
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 418
წევრი No.: 51893
რეგისტრ.: 19-January 08
|
#41923804 · 13 Aug 2014, 02:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბობ დილანი - სენიორ
საითკენ მივდივართ, ვერ მეტყვით, სენიორ? ლინკოლნის მხარისკენ, თუ არმაგედონის? ამ გზაზე ვყოფილვარ - მგონი ერთ პერიოდს... ასეა, სენიორ? - ოდესღაც, მემგონი.
სად არის მალული, ვერ მეტყვით, სენიორ? სენიორ, მგზავრობა მოგვიწევს რამდენი? ან კიდევ რამდენ ხანს მომიწევს, მზერის რომ (კარებზე მიკრულმა) ავიხსნა საბელი?
ან შვებას თუ მომგვრის, ეს ახსნა, სენიორ?
სავსეა გამჭოლი ქარით კვლავ გემბანი, და რკინის ჯვარიც კვლავ მის ყელზე ქანაობს. ორკესტრიც კვლავ უკრავს - იქ არის შემდგარი, სადაც შენ მომხვიე ხელი და „არასდროს არ დამივიწყოო“ - შემკრთალმა მითხარი.
ვხედავ ამ შეღებილ ვაგონს და, სენიორ, კუდივით მოქნეულ სუნსაც ვგრძნობ - დრაკონის. არ ვიცი ამ განცდას თუ რით მოვერიო, სენიორ, ვინ არის აქ ჩემი გამგონი?
ბოლოს კი ის მახსოვს (გავშიშვლდი, დამდგარი ჩოქებზე, დავეცი - მკვდარივით მივეგდე), მაგნიტურ სივრცეში გაჭედილს (საგზალით) - ეშელონს, ყოველმხრივ სულელებს კიდებდნენ; ბოშა ქალს ვუსმენდი - გამტყდარი ალამით; ბრწყინავი ბეჭედით - მიკლავდა იმედებს, „შვილო, ეს ცხადია, სიზმარი არ არის.“
სენიორ, მათ გულებს, ცრემლი ვერ ალბობს და... შენც იცი... მადროვე, ყოველი შევკრიბო. ჩემს თავსაც, დაბლიდან ახლავე ავბოჭავ, სენიორ, მე მზად ვარ, თუ დადგა ჩემი დრო.
სენიორ, გადავჭრათ სადენთა ჭიპლარი, ყირაზე დავამხოთ სუფრები, იატაკს. ამ ქვეყნად, ბოლო დროს, უაზროდ ვიყავი... სენიორ, წავიდეთ, ვიდრე დაგვიანდა.
მთარგმნელი: ბექა ხერგიანი * * * ბობ დილანი – ბრმა, უილი მაკ'ტელი
ისარი ვნახე კარზე, ნიშნად ამბობდა სიტყვებს: "ახალ ორლეანიდან დაღდასმულია მიწა, იერუსალიმამდე, – ისიც, ვინც ამ გზას მისდევს, ვინც ამ გზას ირჩევს – მართალს, ძნელად მიაღწევს მიზანს.“
– სადაც იწვნიეს მარცხი, მრავლად – წამებულებმა. აღმოსავლეთ ტეხასში ვმოგზაურობდი ადრე: ბლუზის მომღერალთაგან, არვინ არ მეგულება, ვინც ტოლს დაუდებს თუნდაც, იმ, ბრმა – უილი მაკ'ტელს.
ჰო, მე ვუსმენდი კვნესას, თითქოს ბუ მღერდა ტყეში, საბანაკოდ რომ შლიდნენ კარვებს (მწუხრში)– ცეცხლიანს და უნაყოფო ხეთა, და ვარსკვლავების მეტი, ირგვლივ არავინ ჰყავდა, სხვა აუდიენცია.
და ბოშაქალებს თითქოს, ნახშირივით თმა ენთოთ, თმაზე ბუმბულიც – მათი, ვეღარ ჰგუობდა საბელს, ბლუზს ვერ იმღერებს... თუმცა, ასე ვინ უნდა შესძლოს? რომ გაუტოლდეს თუნდაც, იმ, ბრმა – უილი მაკ'ტელს.
ალმოდებული ვნახე, პლანტაციები მათი და ხმა მესმოდა მტვრევის – ძვალთა, – რომ ლეწდა შოლტი. მაგნოლიების ყნოსვით, მახსოვს, თუ როგორ დავთვრი... ვნახე მოჩვენებათა, მონად ქცეული ფლოტი.
მათი სულიდან მოთქმა, ახლაც კი მესმის (ტომის) და მესაფლავის მიერ, ზართა რეკვის ხმა თან მსდევს... არავის ძალუძს თუმცა, სიმღერა – მსგავსი და ტოლი, როგორც ეს ძალუძს – ბლუზში, იმ, ბრმა – უილი მაკ'ტელს.
დგას ახალგაზრდა გოგო, იქ, მდინარესთან ახლოს, ვიღაც მომხიბვლელ ბიჭთან ერთად და კენჭებს ისვრის. ბიჭს კი, მუნდირი მოსავს, თითქოს არმიას სარდლობს, – ხელში უჭირავს ბოთლი, კონტრაბანდული ვისკის.
გზისპირეთიდან ისმის კატორღელთა ხმა, – ჩუმი, ვერამბოხებულების მოთქმად რომ სწყდებათ ჯაჭვებს და მე ვიცი, რომ არვის არ ძალუძს იმღეროს ბლუზი, რომ გაუტოლდეს თუნდაც იმ, ბრმა – უილი მაკ'ტელს.
სამოთხეშია ღმერთი, ღმერთი განაგებს წესრიგს, ჩვენ კი, კვლავ იმას ვნატრობთ, რაც მას ეკუთვნის მხოლოდ. და კორუფციის, – ხარბნი – ძალაუფლების თესვით, – რა მოსავალზე ვფიქრობთ, ან სამოთხე სად ვპოვოთ?..
წმინდა ჯეიმსის ჰოტელს რომ გაუჭრია ხედად – ვუმზერ ფანჯრიდან შორეთს, მზერა სადამდეც აღწევს და მე ვიცი, რომ ასწლედს კიდევ ვერ ვნახავთ ვერსად, ბლუზის მომღერალს, ისეთს, ვით ბრმა – უილი მაკ'ტელს.
მთარგმნელი: ბექა ხერგიანი
|