ახლა კი ნეო პროგრესივი! ოთხმოციანებში, გლაზგოში ჯგუფი
Comedy Of Errors მოღვაწეობდა. ძალიან იმედისმომცემი კოლექტივი იყო, მაგრამ იმ ავბედით ეპოქასთან დაგავშირებული ობიექტური პრობლემების გამო მათ მხოლოდ რამდენიმე დემო ჩანაწერის მომზადება მოახერხეს. შემდეგ, ძლივს ეს ჩანაწერები შეკრიბეს და 1988 წელს პირველი ალბომი / კომპილაცია გამოსცეს, სადაც მართლაც ჩაწანწერის საშინელი ხარისხის ქვეშ საკმაოდ დიდი პოტენციალის მუსიკა იმალებოდა (ის ალბომი მე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩანაწერის ხარისხის გამო, ალბათ მხოლოდ ნეოს დამფასებელი თუ მოახერხებს მოსმენას; თუ გაინტერესებთ, დავდებ). ამის შემდეგ კი, ჯგუფი გაქრა, არადა ეტყობოდა, ნორმალურად ჩაწერის შანსი რომ ჰქონოდათ, შეიძლება იმ დროისათვის განსაკუთრებული ხარისხის ნეო-პროგ ალბომიც გამოსვლოდათ. და აი, მოულოდნელად, 2011 წლის ზამთარში გაჩნდა ინფორმაცია, რომ
Comedy Of Errors-ი სადებიუტო ალბომს უშვებდა. ეს იმდენად ფანტასტიკის სფეროდან მიმაჩნდა, რომ თავიდან იგივე სახელის სხვა ჯგუფი მეგონა, თუმცა ინფორმაცია რომ დავაზუსტე, დავრწმუნდი რომ ეს შოტლანდიური ჯგუფი აღდგა. ამ ალბომის ხარისხთან დაკავშირებით ჩემი მაღალი მოლოდინი 100%-ით გამართლდა. ჩვენს წინაშია ძალიან ძლიერ მელოდიებზე და კლავიშ / ელექტროგიტარის დუეტზე დაფუძნებული ულამაზესი ალბომი. სოლო-გიტარის რამდენიმე დაუჯერებლად ლამაზი პასაჟია გამოსარჩევი... ერთ-ერთ სიმღერას, სანამ ალბომს პრევიუდაც დავდებ... ერთადერთი რაც უმაღლესი დონის არაა, არის ვოკალი, თუმცა მომღერალს იმდენი კომპეტენცია და საქმის გაგება ჰყოფნის, რომ თავის არცთუისე დიდი დიაპაზონი გემოვნებით და სასიამოვნოდ გამოიყენოს, მითუმეტეს, ხშირად, ამ ვოკალურ პარტიებს კლავიშების და გიტარის ისეთი ენერგიული და სენტიმენტალური ამოფრქვევები ენაცვლება, რომ ამ პირობით სისუსტეს ვეღარც კი ამჩნევ... მეტს აღარ გავაგრძელებ და ცალკე სიმღერებს არ განვიხილავ, ისედაც გასაგებია ჩემი აზრი

ერთს დავამატებ, რომ 23 წლის წინანდელ ალბომში შესული The Student Prince აქ განვითარებულია და გადაქცეულია ოთხნაწილიან ეპიკურ ნაწარმოებად (სტრუქტურით დაახლოებით ისეთად, რაც Yes-მა გააკეთა თავის ახალ ალბომში). როდესაც მოისმენთ, თქვენი აზრი აუცილებლად დაწერეთ - რაც უფრო ვრცლად, მით უკეთესი

აი შეპირებული პრევიუც:
Comedy Of Errors - Prelude, Riffs & Fugueესაა მასალა ჯგუფის აღდგენის შემდეგ ჩატარებული პირველი კონცერტიდან, Abel Ganz-თან და Credo-სთან ერთად (ამ ორ ჯგუფზე მოგვიანებით მექნება ლაპარაკი).
ამ ნაწარმოებში გამოყენებული გიტარის პასაჟი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია, რაც კი ოდესმე მომისმენია...
ახლა კი თვით ალბომი:
Comedy Of Errors - Disobey (2011)ტრეკლისტი:
1. Disobey (6:46)
2. Jekyll (5:12)
3. Prelude, Riff And Fugue (4:41)
4. Carousel (9:57)
5. American Rodeo (4:09)
6. Could Have Been Yesterday (5:55)
7. Ailsa's Lullaby (1:37)
8. Joke (4:23)
9. The Student Prince (Part. 1) (9:11)
10. The Student Prince (Part. 2) (5:57)
11. The Student Prince (Part. 3) (7:12)
12. The Student Prince (Part. 4) (3:31)
შემადგენლობა:
Joe Cairney - ვოკალი
Jim Johnston - კლავიშები, გიტარა, ვოკალი
Mark Spalding - სოლო, აკუსტიკური და რიტმ-გიტარები, ბასი, ვოკალი
Hew Montgomery - ბასი (9)
Bruce Levick - დასარტყამი ინსტრუმენტები
ლინკი:
http://bin.ge/file/40817/Comedy-Of-Errors-...y-2011.rar.html
მიმაგრებული სურათი