კანიე ომარი უესტი (ინგლ. Kanye Omari West) (დ. 8 ივნისი, 1977) ამერიკელი რეკორდ პროდიუსერი და რეპერია, რომელმაც პოპულარობა შუა 2000-იანებში მოიპოვა. მან პირველი, სადებიუტო ალბომი, The College Dropout, 2004-ში, მეორე ალბომი, Late Registration, 2005-ში, ხოლო მესამე ალბომი, Graduation, 2007-ში გამოუშვა. მისმა პირველმა ორმა ალბომაა მრავალი ჯილდო (მათ შორის ექვსი გრემი), კრიტიკოსების ქება, და კომერციული წარმატება მოიპოვა. ვესტი ასევე ფლობს საკუთარ რეკორდ ლეიბლს GOOD Music. უესტის თილისმა და სავაჭრო ნიშანი სათამაშო დათვის ბელია, რომელიც სამივე ალბომის და სიმღერა, "Stronger"-ის გარეკანზე გვხვდება. მისი ალბომის სახელები გარკვეულწილად მის განათლებასთანაა დაკავშირებული.
ცხოვრება და კარიერა უესტი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯია, სადაც ის ორივე მშობელთან ერთად ცხოვრობდა. "Kanye" სვაჰილზე "ერთადერთს" ნიშნავს. როდესაც ის სამი წლის იყო (როგორც თვითონ ამბობს სიმღერაში "Hey Mama") მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, და ის დედასთან ერთად ჩიკაგოში, ილინოისი გადავიდა. მამამისი რეი უესტი, შავი პანტერის დამაარსებელი და ერთ-ერთი პირვეი შავკანიანი ფოტოჟურნალისტი იყო Atlanta Journal-Constitution-ში, ის ამჟამად კონსულტანტია ქრისტიანობის საკითხებში. კანიეს დედა, დრ. დონდა ვესტი, ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტიეტის ინგლისური დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა, სამსახურიდან წამოსვლის და კანიეს მენეჯერად გახდომამდე. ის საშუალო ფენის მაღალ კლასურ ფონზე იზრდებოდა, სწავლობდა პოლარისის უმაღლეს სკოლას, გარეუბნულ ოუკ ლაუნში, ილინოისი.
ხელოვნების ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჩიკაგოს ხელოვნების სკოლაში, უესტი ჩიკაგოს სახელწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ საბოლოოდ თავი დაანება სწავლას, რათა თავის მუსიკალურ კარიერაზე მუშაობა გაეგრძელებინა. სკოლაში სწავლის დროს, უესტი ადგილობრივი მომღერლების პროდიუსირებით იყო დაკავებული. მან მოგვინებით სახელი გაითქვა ძირითადი ჰიპ ჰოპ/არ ენ ბი არტისტების ჰიტ-სინგლების დაპროდიუსირებით, მათ შორისაა ჯეი ზი, The Game, ალიშა კისი, ჯანეტ ჯეკსონი, ჯონ ლეჯენდი, პოლ უოლი, ჯერმაინ დუპრი, მობ დიპი, Common, Cam'ron.
ბიოგრაფია ნამდვილი სახელი: კანიე ომარი უესტი
დაიბადა: 8 ივნისი, 1977
წარმოშობის ადგილი: ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ჟანრი/ები: ჰიპ ჰოპი, პოპ რეპი, ალტერნატიული ჰიპ ჰოპი
საქმიანობა/ები: პროდიუსერი, რეპერი
ინსტრუმენტი/ები: ვოკალი, პერკუსია, პიანინო
აქტიური: 2000-დან დღემდე
ლეიბლი/ები: Columbia Records/GOOD Music/Roc-A-Fella/Def Jam
ასოციაციები: ჯეი ზი, Common, ჯონ ლეჯენდი, Consequence, ფარელი, ლიუპ ფიასკო, Child Rebel Soldier
მალე ვგეგმავთ 365.GE -ზე კანიე ომარი უესტის ფანკლუბის შექმნეას
This post has been edited by silly on 26 May 2010, 01:06