დიდად განსხვავდება ამ ჯგუფის ცოცხალი შესრულება სტუდიურებისგან, ძაან დიდად

არ მეგონა ასე კარგად თუ დაუკრავდნენ, ენერგია კი მოდიოდა დიდი, პუბლიკაც საკაიფოდ აიყოლიეს და დალურჯებულ-დასახიჩრებულები გაუშვეს სახლებში )))
მე ბოლო 2 სიმღერა ვეღარ მოვისმინე, ძაან დამცხა და გარეთ გავედი, მაგრამ ისინიც კარგი იქნებოდა, დარწმუნებული ვარ

ერთი ჩემი მეგობარი მთელი კონცერტის მანძილზე მკვდარივით იდო სკამზე, დაღლილი იყო და ბოლოს ისეთ დღეში იყო, ვერ ვიცანი : )) სლემიც "დადო" და მოშ-პიტიც

გარეთ გამოვიდა და რატო მორჩაო, ჩხუბი დამიწყო

ქართული ჯგუფებიც კარგად გამოვიდნენ, დისმორიალი მომეწონა მაგრად. კარგი მუსიკაა, ეგეთს ჩვენთან ძაან ცოტა უკრავს, ხოდა წარმატებებს და რაც მთავარია დიდხანს არსებობას ვუსურვებ!:D
ნუ, ენჯელებზე კომენტარს არ გავაკეთებ.. ვიტყვი მარტო იმას, რომ ვგიჟდები ამ ჯგუფზე

ფსიქომეტრიაც კარგია, პატარა ბიჭები არიან და ჩანს, რომ საქმეს სერიოზულად ეკიდებიან

ტანელორნის გამოსვლა არ ვიცი, ვერ მოვისმინე.. თუმცა ეგეც კარგი იქნებოდა ალბათ.
მოკლედ, ყევლაფერმა კარგად ჩაიარა და კარგია ეს.
დიდი მადლობა ლოკოპრომს, ქართველ ჯგუფებსა და რა თქმა უნდა ცხენებს
This post has been edited by MaR1_ShaGraTh on 17 Jun 2010, 11:48