
აი ამას ქვია რევიუ/კრიტიკა... და არა იმას აქ ერთმა რომ დაპოსტა ორგანიზატორები ჩუჩები არიანო. (ბოლოს ვინ აღმოჩნდა ჩუჩა ეგეც ვნახეთ)
დარბაზზე და სკამებზე ბევრი პრეტენზია იყო და ვიცოდით რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ თბილისში ფიზიკურად არ არსებობს 400 კაციანი დარბაზი, კარგი ხმით და აღებადი სკამებით. ივენთ ჰოლი ძალიან ძვირი ღირდა და კონცერტის მთლიან ბიუჯეტს აღემატებოდა ბევრად, ტრიუმფი კი 1000 კაციანი კლუბია და ამხელა კლუბში 300-400-იოდე მაყურებლის ნახვა ცოტა უხერხული იქნებოდა... დიფ ფარფლის ტრიბიუტზე გაამართლა ტრიუმფმა რადგან 800-მდე მაყურებელი მოვიდა...
რაც შეეხება დაცვას, იქამდეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, "ლოკომოტივ პრომოუშენის" წარმომადგენლებს, თუ დამიჯერებთ არ ესწავლებათ ის, თუ როგორი უნდა იყოს როკ და მეტალ კონცერტი. ლევან კაპანაძე სხვა თუ არაფერი 20 წელია ამ საქმეს აკეთებს და მისი მოწყობილი კონცერტები დღემდე ახსოვს ხალხს (GPI-ს ფესტივალი, Metal Rage და სხვა)
ხო, დაცვაზე ვამბობდი. კონცერტამდე გავაფრთხილეთ რომ იქ იქნებოდა სლემი, ხტუნაობა, წივილი კივილი და.ა.შ და ეს არ უნდა შეემჩნიათ. მიუხედავად ამისა, ერთი ბიჭი რომელიც სცენაზე ახტა, დაითრიეს და გარეთ გაუძახეს. მე და კიდევ ერთი ლოკოპრომელი გავეკიდეთ დაცვას და უკან შემოვაყვანინეთ (ის ბიჭი ბოლო ხმაზე ბღაოდა და ტიროდა რადგან HTB-ს გამოსვლის პირველივე წუთებიდან გააგდეს, არადა ჩემი საყვარელი ჯგუფიაო გაჰკიოდა) და ავუხსენით დაცვას რომ ხელი არ ეხლოთ არავისთვის თუ რამე საშინელებას არ ჩაიდენდნენ. ხო, ის ბიჭი დავაბრუნეთ დარბაზში და კიდევაც ბევრჯერ ახტა სცენაზე

მერე უკვე სცენის წინ თვითონ ლოკოპრომის ხალხი ჩავერთეთ სლემში და კისერი ეხლაც გაშეშებული გვაქვს

ასე რომ, ჯიგრული რევიუ იყო და სხვა დროსაც პანიკურ წივილ-კივილს არიქა სკამები იქნება და.ა.შ, ჯობია ჯერ შეხედოთ ვინ აწყობს კონცერტს და შესაბამისად, ან დამშვიდდეთ, ან პირიქით

პ.ს. დამტვრეული სკამების საფასური გადახდილია უკვე....
პ.პ.ს. ქართული პუბლიკა ძაააააალიან მაგრად დაევასა ჯგუფს
This post has been edited by Solitaire on 17 Jun 2010, 16:27