Not too bad... ბევრი არანაითვიშური ელემენტით, ანეტას წიკვინებით, მაგრამ საბოლოო ჯამში არა უშავს... Scaretale მომეწონა, კიდევ ერთი-ორი, მაგრამ ისე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე სიმღერამ აღმაფრთოვანა და გენიალურია. Song of Myself-იც მომეწონა, ნახევარი ლაპარაკის მიუხედავად, ტექსტი ისე მომეწონა რომ თანახმა ვარ

... last ride of the day-ც არ იყო ცუდი (ვეღარ ვიხსენებ რატომ დამამახსოვრდა, მაგრამ მაინც)... საერთო ჯამში 1 მოსმენით ცუდი არ იყო... უაზრო შედარებაა მაგრამ ევანესენსის (სად ეგ და სად ნაითვიში) ახალი ალბომი რომ ჩავრთე და ყველა სიმღერა დასაწყისშივე გამოვრთე, ასეთი სურვილი არ გამჩენია ამჯერად.
I want my tears back-ის ინტრუმენტალები მომეწონა კიდევ.
მთლიანობაში იმით მომეწონა რომ ძალიან კარგად გადადის სიმღერები ერთმანეთში და ერთიანობის შეგრძნებას გიტოვებს - მიყვარს როცა შეგიძლია დაჯდე და ალბომს მთლიანად მოუსმინო ძალდატანების გარეშე. და თან ისე, რომ ყველა სიმღერა ერთნაირი არ გეჩვენებოდეს.
This post has been edited by ginny on 30 Nov 2011, 17:28