ჩაწერილი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით.

თავიდან სერიოზულად არც ვუყურებდი, მერე რამდენიმე ადამიანმა მოისმინა და ძალიან მოეწონათ და მას მერე ბევრად უფრო სერიოზულად მივუდექი მაგ საქმეს, თუმცა ჩაწერამდე ვერ მივიყვანე საქმე. ყველა მაგაზე მეჩხუბება, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნოტებიც არ ჩამიწერია ჯერ, თავში მაქვს მხოლოდ.

ბოლო ერთი წელია ძალიან სერიოზულად დავიწყე ფიქრი ჯგუფის შექმნაზე, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ, ჯერ ერთი, ის სტილი, მე რაც მინდა, საქართველოში საერთოდ ცნობილიც კი არაა, და მეორეც, ზოგადად, საქართველოში, ამ სფეროში საშინელი სიტუაციაა. თუმცა, იქნებ მაინც ავისრულებ ოცნებას, ჩამოვაყალიბებ ჯგუფს და ჩვენთვის მაინც დავუკრავთ და მერე ღმერთმა იცის, რა მოხდება.