მთლიანი ალბომი გაუშვეს ინტერნეტში...ძაან რთულად ხელმისაწვდომი კია და გამწარებული ეძებს ხალხი (ნუ ეს ამ წუთებში. ერთი საათიც არ არის მგონი რაც გაჟონა, თორემ მალე მოედება ყველგან...), მაგრამ მაინც- მე ვფიქრობ არ უნდა გაეშვათ. 1-2 დღით ადრე კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ჯერ 6 დეკემბერია. ვგულისხმობ იმას, რომ ცოტა დაბნეული ვარ, არ ვიცი ეს კარგი პრომო იქნება თუ პირიქით. მე ვფიქრობ მაიკლი რომ ცოცხალი იყოს, ამას არ იზამდა და 14-ში ოფიციალურად გამოვიდოდა ალბომი და მერე გავრცელდებოდა კიდეც.
არ მინდა რომ ამის გამო გაყიდვებს შეეშალოს ხელი, მაგრამ ნუ ფანების იმედი მაქვს- დარწმუნებული ვარ როგორც მე, ისე ყველა დანარჩენს თვითონ დისკი ურჩევნია სულ ყველაზე მაღალხარისხიან ინტერნეტში გავრცელებულს.... მესმის, რომ ჩემი არ იყოს ყველას ერთი სული აქვს (ქონდა) ყველაფერი მოესმინა, მაგრამ სადაც ამდენი, მე პირადად კიდე მოვითმენდი 14-მდე.
ნუ 3 სიმღერაღა იყო ისეთი, რომელიც საერთოდ არ ვიცოდით- best of joy , behind the mask და hollywood tonight, მაგრამ მაინც რა...
არანჟირებები განახლებულია. another day ძალიან კარგია, ერთ-ერთი საუკეთესო ალბომში. monster-იც მაგრად მომეწონა. დემო ვერსია მქონდა, მარტო მაიკლი სადაც მღერის და ამას 50 ცენტის რეპიც აქვს უკვე დამატებული და ძაან ძაან უხდება, არ ველოდი. ჰოლივუდიც უმაგრესია! behind the mask და best of joy-ც. behind the mask-ს night time lover-ის ერთი დეტალი აქვს, მიხვდება ნუ ვინც იცის ის : )))
ახლა, მთელი ალბომის მოსმენის შემდეგ შემიძლია ვთქვა,რომ ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია საერთო ჯამში. მაიკლის "ხელი" რომ აკლია რაღაცეებში ეტყობა, მაგრამ მაგას ვერ ვუშველით. იმედიანად ვარ განწყობილი, award-ებისთვის მოვემზადოთ...








* * *
პ.ს.ოპრას ინტერვიუს ნაწილები. ხვალ უკვე დაიდება ალბათ მთლიანი
http://www.youtube.com/watch?v=um5jhp-8wfM This post has been edited by Q R C V I N I on 7 Dec 2010, 01:37