ok ok, ახლა უნდა ვეცადო, არ დამეზაროს და როგორმე ბოლო მოვუღო ამ სულელურ კამათს
ესე იგი, რა გვაჩხუბებს, ჩამოვაყალიბოთ პუნქტები:
1. hollywood tonight-ს კლიპი, რომელიც არის ჩვეულებრივი ამერიკული კლიპი, არ ჰგავს მაიკლის შემოქმედებას, რომელიც მინი ფილმებს ეძახდა თავის კლიპების უმეტესობას და ცდილობდა შინაარსი ჩაედო ყველა მათგანში. ეს გოგო არ ვარგა, არანჟირება არ ვარგა...
კლიპი არის იმის გადაღებული, ვინც გადაიღო you are not alone. იმედია ხელწერას სცნობთ. ფან პეიჯზეც ასე დააშეარეს: "In the new music video for "Hollywood Tonight," Wayne Isham, who directed the video for Michael Jackson's "You Are Not Alone," returns to one of the very same locations where he filmed in 1995 with Michael - the Pantages Theatre near the famed corner of Hollywood and Vine." . იგივე თეატრის წინ იყო სცენა)) მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ არც you are not alone გამოირჩევა კრეატივით და ძალიან ჩვეულებრივი კადრებია. ასე რომ, ამაზე ამხელა ამბის ატეხვა არასწორად მიმაჩნია. მე ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივ tribute ვიდეოს (ისევე, როგორც hold my hand-ს) და არა როგორც მაიკლის კლიპს და ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი ასე შეხედავს. რომელია დებილი და ვინ არ იცის, რომ MJ არაფერ შუაშია ამ კლიპთან, არავინ უყურებს, როგორც მის შემოქმედებას და ყველას მეხსიერებაში მისი კლიპების სია შემოიფარგლება იმ სიით, რაც მან თვითონ შექმნა.
ეს გოგო არც მე მომწონს, ოღონდ მარტო იმიტომ, რომ ვფიქრობ this is it-ის მოცეკვავეებიდან რომ აეყვანათ ერთ-ერთი, უკეთესი იქნებოდა და ჩვენთვისაც მეტად ემოციური იქნებოდა. მაგრამ ცუდი გოგო არ არის, რაღაც თავისებური გარეგნობა აქვს და კარგადაც ცეკვავს. იშვიათია გოგო, რომელსაც უხდება მაიკლის მოძრაობები და ნუ კლიპში ქორეოგრაფია ისეთია, რომ მთლად copy არ არის და ეს დადებითია.
არანჟირებას თავიდან რომ მოვუსმინე ძალიან მეუცხოვა, მაგრამ რამდენიმე ყურების შემდეგ მივხვდი, რომ კლიპს ასე უფრო უხდებოდა, უფრო დინამიურია. თვითონ ცალკე, ალბომში შესულის არანჟირება მე მაგალითად ძალიან მომწონს.
პუნქტი 2 - სონი
invincible-ს ამბების შემდეგ ვინმეს ეგონა, რომ სონისთან საქმეს დაიჭერდა? მგონი არავის, მაგრამ რახან ასე მოხდა და რაც მთავარია მისავე სიცოცხლეში, ესე იგი ასე იყო საჭირო. არადა არ მგონია არ ეფიქრა იმაზე, რომ 7 წლის მანძილზე შეიძლება რაღაც მომხდარიყო და ასე ბრმად არ მიანდობდა. რამდენიმე სიმღერა ხომ ვიცოდით სიცოცხლეში გამოსული? მოდი შევადაროთ ახალ არანჟირებას:
1.hold my hand- გაცილებით გამრავალფეროვნებული და გალამაზებულია. ორკესტრის ვერსიაც ულამაზესია. არ ვიცი, შეიძლება akon-ს უნდა ვუმადლოდეთ ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში- ძველს ჯობია.
2. the way you love me- ანალოგიურად, ძველს ჯობია.
3. another day- ასჯერ უკეთესია, ვიდრე ძველი.
monster-ის და much too soon-ის snipped ვერსიებიც და მერე დემო ვერსიებიც რომ გამოვიდა, ალბომის ვერსია ყველაზე უკეთესი იყო.
ნუ გავიწყდებათ, რომ დატოვებულია უამრავი მასალა მითითებებით (დაახლოებით ისეთი,როგორიც the way you love me-ს ადევს ლაპარაკი თავიდან). იმ რამდენიმე სიმღერაზე რას იტყვით, რაც ალბომის პერიოდში გამოჩნდა ჩუმად? blue gangsta, slave to the rhythm, all i need... blue gangsta ხო არის no friend of mine-ს ახალი ვერსია, აი ახლოსაც ვერ მივა პირველი ვერსია მაგასთან, ისეთი მაგარია))) slave კიდე საერთოდ, ჰიტად არის დაბადებული. ხოდა არანჟირებები თავისით ხო არ გაუკეთდა? სონის ხელშია ეგეც.
მაიკლი რომ ღმერთი არ არის და ყველაფერი გენიალური ვერ გამოუვიდოდა, ეგ ძალიან კარგად ვიცი. moonwalk-ში წერს:
"We sat there in the studio, Westlake Studio in Hollywood, and listened to the whole album. I felt devastated. All this pent-up emotion came out. I got angry and left the room. I told my people, “That's it, we're not releasing it. Call CBS and tell them they are not getting this album. We are not releasing it.”Because I knew it was wrong. If we hadn't stopped the process and examined what we were doing, the record would have been terrible. It never would have been reviewed the way it was because, as we learned, you can ruin a great album in the mix. It's like taking a great movie and ruining it in the ending. You simply have to take your time. Some things can't be rushed. There was a bit of yelling and screaming from the record people, but in the end they were smart and understood. They knew too; it was just that I was the first to say it. Finally I realised I had to do the whole
thing - mix the entire album - all over again."
ეს thriller-ზე... ეს სიტყვები ძალიან ხშირად მახსენდება ამ ამბებთან დაკავშირებით. ხანდახან მიფიქრია, რომ არასწორია მისი შემოქმედების უიმისოდ გამოცემა (will.i.am-ი და akon ამაზე ჩხუბობდნენ ზუსტად, ვილაიემი თვლის, რომ არუნდა გამოვიდეს და რამდენიმე დუეტს, რომელიც მაიკლთან ჩაწერა,არ გამოსცემს). ჩემი თავი ჯანდაბას და ისიც, რომ ყოველი ახალი სიმღერა კიარა 20 წამი რომ მომასმენინონ ბედნიერი დავრჩები, მაგრამ ოღონდაც სიმართლე ვიცოდე - სწორია, თუ არასწორია ეს ყველაფერი და ხმას არ დავძრავდი this is it-ის მერე სულ რომ არაფერი გამოსულიყო.
სონისთვის ფული მნიშვნელოვანია. სულ რომ ფეხებზე ეკიდოთ შემოქმედება, ისე მაინც უნდა გააკეთონ, რომ კარგად გაიყიდოს. უხეშად და რეალობა რომ ვთქვათ. ყველა სიმღერა ალბომიდან ერთნაირად ვერ აგეკვიატება. აი მაგალითად, მაიკლის შექმნილებია off the wall-დან get on the floor, thriller-დან the lady in my life, bad-დან just good friends, dangerous-დან can't let her get away, history-დან this time around, invincible-დან heaven can't wait, მაგრამ არ ვუსმენ ისე ხშირად და არც დანარჩენებივით ძალიან მიყვარს, მაგრამ მერე რა? არანჟირების ბრალია?
პუნქტი 3 - შეტევა
როცა რაღაც საკითხი თვითონაც გაწუხებს, თავში ოთხმოცდაჩვიტმედნაირი აზრი მოგდის და ვერ წყვეტ რა და როგორ ჯობია, გასაკვირი არ არის, რომ გამაღიზიანებელია ასე უხეშად რომ გეუბნებიან ყველაფერი ნაგავიაო : ))) ერთი დამანახეთ ადამიანი, ვისაც იმ გოგოს ნაცვლად მაიკლის დანახვა არ გაუხარდებოდა კლიპში

ან ადამიანი, ვინც არ ფიქრობს, რომ სონის არ უნდა ვენდოთ და მაიკლის გარეშე კაციშვილი ვერ იჭერს იმ დამახასიათებელ ჟღერადობას. უბრალოდ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის ის ძველი შემოქმედება იქნება მთავარი და არავინ იდიოტს არ მოუვა თავში აზრად ამ ახლებით მსჯელობა. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი დამთავრებული სიმღერაა არქივში და ყველაფერს ახლიდან არ აკეთებენ

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ სად ვიყავით ეს კეთილისმსურველები 2002-2005 წლებში გეტყვი - მაგ დროს ალბათ არც მობილური ტელეფონი მქონდა ესემესები რომ მეგზავნა, ინტერნეტი ხომ არ მქონდა და არ მქონდა...სამაგიეროდ ძალიან კარგად მახსოვს პირველ სტერეოზე ხშირად გასული ერთადერთი მისი კლიპი მთელ ტელესივრცეში მგონიremember the time და რუსთავი2-ზე გაშუქებული სასამართლოები, რომლის შემდეგ სკოლაში არ წყდებოდა ხოლმე დისკუსიები და მე სინდისი სუფთა მაქვს- მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ფანი სულაც არ ვიყავი, ვიცავდი რაც ძალი და ღონე მქონდა. საერთოდ არაფერი ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ ვუყურებდი და ვგრძნობდი ვინ იყო : ))
ასეთ სიტუაციაში კიდევ იმის წამოძახება, რომ დაბადებისთანავე ფანი არ გავხდი იმიტომ, რომ არანაირი ბიძგი არ მქონდა (დედ-მამა, მეზობლები,ნათესავები, ნაცნობები და გამვლელები კიდე ფანები არ იყვნენ, ტელევიზორში ძალიან იშვიათად აჩვენებდნენ და სანამ 2006-7ში ინტერნეტი არ ჩავიგდე ხელში, არაფერი მეშველა:დ), არის დიდი სისულელე და არასპრავედლივი კიდე

D
მოკლედ, ჩემი აზრით ძალიან ცუდია, რომ ამ თემაზე გვიწევს ჩხუბი, უბრალოდ არავის ბრალი არ არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ და ყველაფერი სუბიექტურ მოსაზრებებზეა დამყარებული. აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არც მე ვამბობ და არც თქვენ. კაცმა არ იცის ვინ არის მართალი...პროსტა ერთ რამეში ვარ დარწმუნებული- რაც არ უნდა ცუდი არანჟირება გააკეთონ, ისეთი ნაგავი ვერ გამოვა, როგორადაც თქვენ ხატავთ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად ვიცი - ფანატიზმი არ მალაპარაკებს,
This post has been edited by Q R C V I N I on 14 Mar 2011, 10:32