მკვდარი ჯექსონი ცოცხალ მადონაზე მეტს შოულობს - პოპის მეფე Forbes-ის რეიტინგში
მომღერალი მაიკლ ჯექსონი იმ ადამიანების რეიტინგს ლიდერობს, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც კი ფულის გამომუშავებას აგრძელებენ. რეიტინგს ყოველწლიურად ჟურნალი Forbes-ი აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, პოპ-მუსიკის მეფემ 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე 160 მლნ დოლარი "გამოიმუშავა". ამავე პერიოდში მადონამ, რომელიც ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცოცხალი ცნობილების რეიტინგს ლიდერობს, მხოლოდ - 125 მლნ დოლარი იშოვა.
მაიკლ ჯექსონი 2009 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს დაუთმო "ყველაზე მდიდარი გარდაცვლილების" რეიტინგში პირველი ადგილი მსახიობ ელიზაბეტ ტეილორს.
მეორე ადგილი ამ რეიტინგის მუდმივმა მონაწილემ, ელვის პრესლიმ დაიკავა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მიღებული შემოსავალი Forbes-მა 55 მილიონად შეაფასა. მესამე ადგილზე კომიქსების ავტორი ჩარლზ მონრო შულცია, რომელმაც ძაღლი სნუპი მოიგონა. ერთ წელში შულცმა 37 მლნ დოლარი "გამოიმუშავა".
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shou...reitingshi.html
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...