იყო ადრე ერთი ასეთი ძველი სიმღერა:
''ქართლ–კახეთი ლეგენდაა, იმერეთი – ზღაპარი
სამეგრელო ოცნებაა – გაფრენილი ფაფარი.
გურია კი სიმღერაა, ხოლო რაჭა – სიზმარი,
ყველა ერთად – სამშობლოა, ჩვენი დასაფიცარი....
ზღაპრად დაგვიკარგავს, ცხადში გვიპოვნია
ძველი საქართველოს ვაზის სიმფონია.
ბუნების ღერბია, ჩანგი და ებანი
მერცხლის ბუდესავით შეკრული მტევანი.
ქალღმერთის ძუძუა, და განა შემშლია –
წყურვილის მომკვლელი უფლის პეშვია.
– პეშვო, დაგვამწყალობე, პეშვო, დაგვაპურე,
ჩვენი ამერ–იმერი ვაზით გადაბურე....''
თუ ვინმეს გაქვთ ან იცით ვინ მღერის (ქალი და კაცი მღეროდნენ), არ დაიზაროთ და მომწერეთ

წინასწარ მადლობა
''დაიმარხე შენს გულში, რომ შენი ცოდვები დვირე არს, ხოლო შენი ძმის ცოდვები - ჩხირი'' (წმ. პიგმენი)
,,ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ."
,,სულმდაბალი ღირსეულს ლანძღვით გაუსწორდება,
როცა ხედავს ღირსებით, რომ ვერ გაუტოლდება."