შეკრული, მელოდიური, ტექნიკური ალბუმია. მკვლელი დუხით და პრო საუნდით.
ფოლკ ელემენტებმა ძალიან ატმოსფერული გახადა. ალაგ-ალაგ ფინტროლიც იგრძნობა.
ბოდომების პირველი ალბუმების ტიპის სოლო გიტარებიც მომეწონა. არ ვამბობ რომ კოპირებაა;
უბრალოდ ეგ არის ფინური მეტალის ძალიან კარგი ხელწერა, რასაც მივესალმები ! ! !
იგრძნობა რომ მუსიკა ტვინითაა გაკეთებული და სერიოზული შრომაა ჩადებული.
ვოკალის "story telling" სტილი მომწონს, სადღაც არ რახრახებს, ზუსტად მიზანში არტყამს.
ზოგადად სიმღერის რითმს მიყვება გენიალურად. Seventh Swamphony - ფანტასტიკური ტრეკია.
Deadfall - საბრძოლო, მაჟორულ ტონებშია. მომწონს. საკაიფო კლავიშის სოლოებით და ზოგადად ერთ რიფზე არაა აგებული

Pikemaster - კლასიკური კალმაჰი. ოქტავებში სოლოები + ორიგინალური მისამღერი.
Hollo - იწყება მეტალ (მელოდეს

) ბალადის სტილში გადადის პიზდეცინტელექტუალურ აგრესიაში და ნელ-ნელა
პროგრესირდება მისამღერში სადაც კალმაჰისთვის არადამახასიათებელი მელანქოლიური ქლინი შემოდის
შუისკენ აქაც ჯიგრული სოლოები ოქტავებში. რიტმის ცვალებადობა და შემდეგ Battle metal Turisas ტიპის პატარა გუნდური მისამღერი.
სიმღერა 7 წუთზე მეტია და საერთოდ არ ხდება მოსაწყენი

Windlake Tale - ესეც კლასიკური კალმაჰია "&ლეზემკიდია Attitude" - ით, საჰედბანგერო ტრეკია
Wolves on the Throne - ის შესავალი Groan of the wind - ის პირველ რიფებს გავს, მომწონს. მძიმეთ და მდორეთ ვითარდება.
კლავიშებს რაღაცნაირი მისტიკური განწყობა შემოაქვთ, დონე ტეკია. ბოლოსკენ სოლო ბას გიტარით გადასვლები გამისწორდა.
Black Marten´s Trace - ალბუმში ისმინება მაგრამ ცალკე დიდი ვერაფერი, Mediocore მელოდესი, მაგრამ რაც მთავარია ალბუმის კონცეპტს არ ცდება და ბოლომდე ისმინება.
The Trapper - კაი ძარღვიანი ბოლო სიმღერა. ერთ რიFზეა აგებული, მაგრამ მთავარი თემა საკაიფოდაა გაჰარმონიებული.
10 / 10
ერთ-ერთი საუკეთესო მელოდეს ალბუმი ისტორიაში.
უფრო ადეკვატური ჟანრი იქნებოდა Melodic Folk / Death Metal With Symphonic elements.
და რაც მთავარია, კომერციული ჟღერადობა არ ააქვთ საერთოდ, განსხვავებით უამრავი ბენდისაგან ამ სტილში.
This post has been edited by Lanius on 7 Jun 2013, 17:20