ლოლ
როგორც ფან-საიტის გამოკითხვიდან ჩანს, მათი უმრავლესობა ჩემსავით დროში ჩარჩენილია და "ინსტრუმენტალური" ტრეკები ურჩევნიათ "უფრო თანამედროვედ" არანჟირებულ "ექსპერიმენტალურ ელექტრონულ" ტრეკებს
What's Your Favourite Track?
Codex (30%, 247 Votes)Lotus Flower (22%, 183 Votes)Separator (15%, 125 Votes)Little By Little (10%, 79 Votes)Give Up The Ghost (10%, 79 Votes)Bloom (7%, 54 Votes)Morning Mr. Magpie (4%, 35 Votes)Feral (2%, 21 Votes)
ალბომის მოსმენის მერე, უკმარისობის გრძნობა დამეუფლა.
4 წელი ველოდი ალბომს და შედეგად სულ რაღაც 38 (არც კი

) წუთიანი, რაღაც EP-ის მაგვარი რამ მივიღე
რომელშიც ალბათ მარტო Lotus Flower და Little By Little არის ის ვეშები, რომელებიც დროებით მაინც დაიმსახურებენ ჩემს ვირტუალურ i-pod-ში მოხვედრას (ვირტუალური იმიტომ, რომ აიპოდი არამაქვს

)
ამის საპირისპიროდ, ტრეკები Morning Mr. Magpie და Separator ყოვლად არაფრისმთქმელია ჩემთვის, Separator-ში კიდევ რაღაც საინტერესო მომენტები შეიმჩნევა და სულ რომ არაფერი blow out-ის მერე (ვინც არ იცის, სულ პირველი ალბომიდანაა), ეგეთი, შედარებით ენერგიული ალბომის დახურვა არ ქონიათ, მაგრამ აი Morning Mr. Magpie როგორც ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან იტყვიან ხოლმე, bull sheet
დანარჩენ ტრეკებს რაც შეეხება.
Bloom - 21 საუკუნეში ჰედების მიერ გამოშვებულ ალბომების ყველაზე სუსტი გახსნაა, მაგრამ მაინც არაუშავს ტრეკია
Feral - მიუხედავად ჩემი ზიზღისა მსგავს მუსიკისადმი, არის ამ ტრეკში "რაღაც" რაც ჩემნაირ ყოვლად ანტი-ელექტრონშიკ მსმენელსაც კი ჩაწვდა და პერიოდულად ახსენებს ხოლმე თავს.
Codex - უბრალოდ კარგი სიმღერა, რომლის აღთქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხასიათზე ხარ მოსმენის დროს.
Give Up The Ghost - ალბომის პირველდი მოსმენის მერე, Little By Little-თნ ერთად საუკეთესო სიმღერად ვაღიარე, თუმც რამოდენიმე მოსმენის მერე მონოტონურად და მოსაწყენად მეჩვენა.
აქვე დავსძენ რომ ზემონახსენები "რეცენზია" არის მხოლოდ და მხოლოდ IMHO და არანაირად არ უნდა გახდეს განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მქონე პირებთან კამათის საბაბი