მეორე კონცერტზე არაა კონტროლი და ზევიდან თუ დაინახავ რო არაა სავსე დარბაზი ჩამოდი , ბევრი ადამიანი ჩამოვიდა მასე ქვემოთ გუშინ .
მე პარტერში მქონდა 18 რიგში და მერე ჩავედი პირველში დავჯექი , სუ ცარიელი იყო .
მაკკოიზე ცარიელი იყო ნახევარი დარბაზი და სხვებზე წარმომიდგენია , ეჭვი მაქვს ბლუზებზე იქნება ყველაზე ბევრი ადამიანი , ალბათ , უფრო გაუგია ხალხს.
მაკკოიმ ხელი არ მოგვიწერა , ელვისიდან რო გამოვიდა .
პუბლიკა ხო გვყავს დაუნი , მთელი კონცერტი მობილურში თამაშობდნენ რაღაც იდიოტობებს , და რა გაშეშებულები ისმენდენ , გადავირიე . როგორ შეიძლება ჯაზს ესე გაუნძრევლად უსმინო .
ისე მაგრად შემრცხვა , მაკკოის ბენდი როგორც კი გავიდა ტაშის დაკვრა არავინ არ გააგრძელა , სკოტზეც აღარ ყუკრავდნენ მარა რამდენიმე ადამიანმა ავიყოლიეთ ხალხი .
ხო და ვერ წარმოვიდგენდი რო სკოტით დამამახსოვრდებოდა ის კონცერტი , რომელზეც მაკკოი ტაინერი გამოდიოდა ; არა ხო ვიცოდი შარშანდელიდან რო ძალიან მაგარი ტრამპეტისტია , მარა მაკკოისგან იმხელა რაღაცას ველოდი , და თან მგონი თვითონ ხალხიც არ დაევასა ; ტაინერისგან ვერ ვიგრძენი ის რაც უნდა მეგრძნო .
რაც შეეხება ომარს , კარგი იყო, ასეთს არ ველოდი . ცოტა მონოტონური სიმღერები აქვს , მაგრამ მომეწონა და კმაყოფილი ვარ
ბილეთები და აბონიმენტები კიდე არის და იყიდეთ როგორ მეგონა რო მაკკოიზე მაინც სავსე იქნებოდა , კონცერტი რო დაიწყო 15 წუთის განმავლობაში ხალხი შემოდიოდა , დავიტანჯე , არაფრის კულტურა არ გააჩნიათ რისთვის მოვიდნენ საერთოდ :/
ხო და ქვევით , ვიღაც გოგოები სკოტთან ტუჩებდაპრუწულ სურათებს იღებდნენ და ქრისჩენს რა სახე ქონდა იცით , გადაირია