74 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა რეი მანზარეკი . გერმანიის ერთ ერთ კლინიკაში სადაც მკურნალობდა სიმსივნის დიაგნოზით.......................

რეი მანზარეკი დაიბადა 1939 წლის 12 თებერვალს. ის არის პოლონური წარმოშობის, მაგრამ დაიბადა და იზრდებოდა ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში, (ილინოისი), ისევე როგორც მისი მშობლები. რეის კალათბურთელობა სურდა. მისი ოცნება ფორვარდობა ან ცენტრში თამაში იყო, მწვრთნელი კი მცველის პოზიციას სთავაზობდა. საბოლოოდ 16 წლის რეიმ დატოვა გუნდი. იგი სწავლობდა ჩიკაგოს წმინდა რიტას უმაღლეს სკოლაში. დაასრულა ჩიკაგოს DePaul University-ის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1962-1965 წლებში მანზარეკი სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტის(UCLA) კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე, სადაც ფილმზე მუშაობისას შეხვდა სტუდენტ ჯიმ მორისონს. იქვე შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს - დოროთის, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი პაბლო.
მოგვიანებით ჯიმ მორისონი და რეი მანზარეკი კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც მორისონმა განაცხადა ის წერდა სიმღერებს, რეიმ კი მოისურვა მათი მოსმენა.
ცნობილია, რომ მანზარეკმა მოისმინა „Moonlight Drive“-ს პირვანდელი ვერსია. მუსიკოსს სიმღერა მოეწონა და გადაწყვიტა მორისონთან ერთად ჯგუფის შექმნა. მოგვიანებით რეი შეხვდა ჯონ დენსმორს (დასარტყამი ინსტრუმენტები) და გიტარისტს - რობი კრიგერს. ამრიგად, 1965 წელს მოხდა ჯგუფ The Doors-ის ჩამოყალიბება. 1965 წლის სექტემბერში The Doors-მა ექვს სიმღერიანი დემო ჩაწერა. ის ფართოდ გავრცელდა არალეგალურად და მთლიანად The Doors-ის 1997 წლის ბოქს შეკვრაში გამოჩნდა.
The Doors-ს პირველი კონტრაქტი Columbia Records-თან ჰქონდა. რამდენიმე თვეში ჯგუფმა გააუქმა კონტრაქტი Columbia Records-თან. მათი შემდეგი კონტრაქტი იყო Elektra Records-თან.
ჯგუფს აკლდა ბას გიტარისტი და რეი მანზარეკი ითავსებდა მას. ძირითადად კი უკრავდა ელექტრო პიანოზე, ასევე-Gibson G-101ზე და ელექტრო ორღანზე (combo organ).რეი მანზარეკი The Doors შემდეგ მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის იყო 1977-1978 წლებში Nite City.
მუსიკოსი ასევე მუშაობდა სკოტ რიჩარდსონთან. 1998 წელს გამოიცა მისი მემუარების წიგნი „Light My Fire: My Life with The Doors“. მისი შემდეგი რომანი, „Snake Moon“ გამოიცა 2006 წელის აპრილში.
2011 წელს იმუშავა გიტარისტ როი როჯერსთან ერთად ალბომზე „Translucent Blues“.
დისკოგრაფია
The Doors-თან ერთად
რეი მანზარეკი ასოცირდება სიმღერებთან „Close To You“, „Love Her Madly“, „You Need Meat (Don't Go No Further)“, „Been Down So Long“, ხოლო ჯიმ მორისონის სიკვდილის შემდეგ ალბომებთან Other Voices, Full Circle.
წელი ალბომი უმაღლესი პოზიცია ჩარტში სერტიფიკაცია
აშშ
[1] ბრიტანეთი
[2] შვეიც
[3] ნორ
[4]
1967 The Doors
გამოშვების თარიღი: 4 იანვარი 1967
ლეიბლი: Elektra
2 43 — — აშშ: 5× პლატინა[5]
კან: 4× პლატინა[6]
Strange Days
გამოშვების თარიღი: 25 სექტემბერი 1967
ლეიბლი: Elektra
3 — — — აშშ: პლატინა[5]
კან: პლატინა[6]
1968 Waiting for the Sun
გამოშვების ტარიღი: 11 ივლისი 1968
ლეიბლი: Elektra
1 16 — — აშშ: პლატინა[5]
კან: პლატინა[6]
1969 The Soft Parade
გამოშვების თარიღი: ივლისი 1969
ლეიბლი: Elektra
6 — — — აშშ: პლატინა[5]
კან: პლატინა[6]
1970 Morrison Hotel
გამოშვების თარიღი: 1 თებერვალი 1970
ლეიბლი: Elektra
4 12 — 13 აშშ: პლატინა[5]
კან: პლატინა[6]
1971 L.A. Woman
გამოშვების თარიღი: აპრილი 1971
ლეიბლი: Elektra
9 28 — 15 აშშ: 2× პლატინა[5]
კან: 3× პლატინა[6]
Other Voices
გამოშვების თარიღი: ოქტომბერი 1971
ლეიბლი: Elektra
31 — — —
1972 Full Circle
გამოშვების თარიღი: აგვისტო 1972
ლეიბლი: Elektra
68 — — —
1978 An American Prayer
გამოშვების თარიღი: 17 ნოემბერი 1978
ლეიბლი: Elektra
54 — — — აშშ: პლატინა[5]